მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება
მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ კა­ფე­ში სრო­ლი­სას დაჭ­რილ მა­მა­კაცს ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­დაც და­შა­ვე­ბუ­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ ვა­კე­ში სრო­ლა იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კა­ფე­ში მოხ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ­ჯერ ეს­რო­ლა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კა­ფე­ში დაჭ­რი­ლი პირი ფეხ­ბურ­თე­ლი გუგა ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა პი­როვ­ნე­ბა­ში შე­ე­შა­ლათ.

"ვის­ხე­დით კოფი-შოფ­ში, გა­ვი­გო­ნე სრო­ლის ხმა ერთი, ორი, და­ვაწ­ვი­ნე ბავ­შვი ია­ტაკ­ზე, და­ვა­წე­ქი ზე­მო­დან. მე­სა­მე, მე­ო­თხე, მე­ხუ­თე სრო­ლის ხმაც მახ­სოვს. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. ქვე­მოთ რომ ვი­წე­ქი, ჩვენს წინ ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ვი­ნა­ხე რომ გარ­ბო­და ძა­ლი­ან სწრა­ფად" - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ კა­ფე­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო - 19/108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

Tsiko
0

ღმერთმა გადაარჩინოს

და რომ შეეშალათ მსროლელმა გამოაცხადა? გეყოთ რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, სადაც დაშავებულია მოთავსებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, ერთმა პირმა მეორეს დაახლოებით შვიდჯერ ესროლა.

ცნობილი ხდება, რომ კაფეში დაჭრილი პირი ფეხბურთელი გუგა ფირცხალავაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვა პიროვნებაში შეეშალათ.

"ვისხედით კოფი-შოფში, გავიგონე სროლის ხმა ერთი, ორი, დავაწვინე ბავშვი იატაკზე, დავაწექი ზემოდან. მესამე, მეოთხე, მეხუთე სროლის ხმაც მახსოვს. ძალიან შემეშინდა. ქვემოთ რომ ვიწექი, ჩვენს წინ ახალგაზრდა ბიჭი დავინახე რომ გარბოდა ძალიან სწრაფად" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.