ავტორი:

"ვერ მოვასწარი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის აღება და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე" - მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში პატრიარქ კირილის წირვას დაესწრო

"ვერ მოვასწარი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის აღება და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე" - მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში პატრიარქ კირილის წირვას დაესწრო

24 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე წირვას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც დაესწრო.

როგორც მეუფე განმარტავს, მისი მოსკოვში ვიზიტი პატრიარქთან შეთანხმებული იყო, თუმცა კირილის წირვაზე დასასწრებად ილია მეორისგან ლოცვა-კურთხევა არ აუღია.

"მოსკოვში ვიზიტი 2 თვით ადრე მქონდა დაგეგმილი. შესაბამისად ბილეთებიც აღებული მქონდა. დღეს ამაღლების წირვა ჩავატარე ქართულ ეკლესიაში. რაც შეეხება პატრიარქის წირვას, წინასწარ არ ვიცოდი, დასწრების შესახებ და არც ის, რომ ეს წირვა იგეგმებოდა. რომ გაიგეს, რომ აქ ვიყავი შემომთავაზეს მისვლა და დავთანხმდი.

პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვაპირებდი გამგზავრებას. თუმცა კონკრეტულად, ახლა რაც მოხდა (წირვაზე დასწრება) ამაზე ვერ მოვასწარი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის აღება. გადაწყვეტილება, რომ წირვას დავსწრებოდი, დამოუკიდებლად მივიღე. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი "ტვ პირველთან" საუბრისას.