ავტორი:

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას" - გიორგი გამსახურდია

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას" - გიორგი გამსახურდია

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში დედაზე - მანანა არჩვაძე-გამსახურდიაზე პოსტს აქვეყნებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია ზვიადისა და ჩვენი ოჯახისთვის ჩემს ბიოლოგიურ დედას. რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას", - წერს ის "ტვიტერზე".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ka" dir="ltr">სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,არცერთ მტერზე ნაკლები,ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას.რასაც,დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს.ამ ჯერზე ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ.ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები,რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას.</p>&mdash; George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) <a href="https://twitter.com/GeorgeGamsa1979/status/1661676432051904514?ref_src=twsrc%5Etfw">May 25, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ამის შედეგად ის კომაშიც იყო. ცოტნე გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში, ამჯერად ის სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გადის.