სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ამბავი, რის შემდეგაც "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
სამი ამბავი, რის შემდეგაც "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნას გეგ­მავს, ია­ფად შე­ძე­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ სურ­ვილს წარ­მო­ად­გენს. მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამან შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. სტა­ტი­ა­ში იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ებს მო­გი­თხრობთ, რო­მელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­მო­გად­გე­ბათ თუ iPhone-ის შე­ძე­ნა და თან­ხის და­ზოგ­ვა გსურთ.

ამ­ბა­ვი 1. ვი­ყი­დე ია­ფად... და არა­ფე­რი შემ­რჩა

მა­რი­ა­მი, 23 წლის:

„დიდი ხანი ვოც­ნე­ბობ­დი iPhone-ზე. ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა დავ­ზო­გე და ვე­ძებ­დი სად მე­ყი­და ია­ფად. ვი­პო­ვე ერთი შე­ხედ­ვით სან­დო სა­ი­ტი, სა­დაც iPhone-ის ფასი სხვა მა­ღა­ზი­ებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი იყო. რა თქმა უნდა, მქონ­და ეჭ­ვე­ბი და შე­ძე­ნამ­დე მსურ­და სმარ­ტფო­ნის ნახ­ვა, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია ჰქონ­დათ. დავ­წრმუნ­დი, რომ და­ბა­ლი ფასი იმი­ტომ ჰქონ­დათ, რომ მა­ღა­ზი­ის ქი­რას არ იხ­დიდ­ნენ. შე­ძე­ნი­ლი ნივ­თი კუ­რი­ე­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­მი­ტა­ნეს, ლა­მა­ზი, ბრენ­დუ­ლი შე­ფუთ­ვით. ყუთი და თა­ვად iPhone-ი ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და რო­გორც ორი­გი­ნა­ლი. მომ­ცეს ერ­თწ­ლი­ა­ნი „მა­ღა­ზი­ის“ გა­რან­ტია. იმ მო­მენ­ტში ეჭვი ვე­რა­ფერ­მა გა­ა­ჩი­ნა. სმარ­ტფონს სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყე­ნებ­დი, ერთ დღე­საც აღარ ჩა­ირ­თო. არც დამ­ვარ­დნია და არც წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა.

გამ­ყიდ­ვე­ლის ძებ­ნა და­ვი­წყე, სა­ი­ტი ვერ ვი­პო­ვე, ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი იყო. უახ­ლო­ეს სერ­ვის ცენ­ტრში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემი გა­ჯე­ტი ჩი­ნუ­რი ნა­წი­ლე­ბის­გან იყო აწყო­ბი­ლი. შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი, გა­საკ­ვი­რია კი­დეც, რომ 3 თვე იმუ­შა­ვა. მი­თხრეს, რომ ასე­თი "სას­წა­უ­ლის" გა­მოს­წო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყიდ­ვის დროს დავ­ზო­გე, მაგ­რამ ბო­ლოს უფუ­ლოდ და უტე­ლე­ფო­ნოდ დავ­რჩი“.

სერ­ვის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის კო­მენ­ტა­რი:

„სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია. ხალ­ხი უფრო იაფ პრო­დუქ­ცი­ას ეძებს, მაგ­რამ რჩე­ბა ფუ­ლის და გა­ჯე­ტის გა­რე­შე. ჩი­ნუ­რი ნა­წი­ლე­ბის­გან აწყო­ბილ „iPhone- ებს“ მცი­რე სა­ერ­თო აქვთ Apple-ის ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან. ისი­ნი შე­უ­სა­ბა­მოა სა­რე­მონ­ტოდ. და მე ვი­ტყო­დი, რომ სა­ერ­თოდ არაფ­რად ვარ­გა. მყიდ­ვე­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვერ მიხ­ვდეს რა იყი­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რად­გან ტე­ლე­ფო­ნი და ყუთი საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. გირ­ჩევთ, ყიდ­ვამ­დე ყო­ველ­თვის შე­ა­მოწ­მოთ გა­ჯე­ტი IMEI-ით. ეს რი­ცხვი ყველ­გან უნდა ემ­თხვე­ო­დეს: ყუთ­ზე, სის­ტე­მა­ში და მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე. ასე­ვე Apple-ის ვებ­სა­იტ­ზე IMEI-ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­მოწ­მოთ მისი ორი­გი­ნა­ლო­ბა. და რაც მთა­ვა­რია: და­ბალ­მა ფას­მა ყო­ველ­თვის უნდა და­გა­ფიქ­როთ.“

ამ­ბა­ვი 2. და­ზო­გა შე­ძე­ნი­სას და და­ხარ­ჯა შე­კე­თე­ბა­ზე

ზუ­რა­ბი, 42 წლის:

”შე­მოდ­გო­მა­ზე ოჯახ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში ჩავფრინ­დი და Apple-ის ოფი­ცი­ა­ლურ მა­ღა­ზი­ას ვეს­ტუმ­რე, უახ­ლე­სი iPhone-ის ყიდ­ვას ვგეგ­მავ­დი და ფა­სე­ბის შე­და­რე­ბა მინ­დო­და. ტე­ლე­ფო­ნი იქ უფრო იაფი აღ­მოჩ­ნდა ვიდ­რე ჩვენ­თან და თან­ხის და­ზოგ­ვის მიზ­ნით სმარ­ტფო­ნი შე­ვი­ძი­ნე. ვი­ფიქ­რე, რომ iPhone-ი იქაც ორი­გი­ნა­ლია, გა­რან­ტია კი სა­ერ­თა­შო­რი­სო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, შე­ვამ­ჩნიე რომ დისპლეი ცუ­დად რე­ა­გი­რებ­და შე­ხე­ბა­ზე. თბი­ლი­სის ოფი­ცი­ა­ლურ სერ­ვის ცენ­ტრს მივ­მარ­თე და თან წარ­ვად­გი­ნე ქვით­რე­ბი და სა­ბუ­თე­ბი, რომ პრობ­ლე­მა უფა­სოდ მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­რან­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, უფა­სო შე­კე­თე­ბა მოქ­მე­დებს მხო­ლოდ იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც შე­ი­ძენ. ანუ მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი UAE-ში სმარ­ტფო­ნის შე­სა­კე­თებ­ლად. მო­მი­წია სერ­ვი­სის თან­ხის გა­დახ­და, რაც ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თით­ქმის 30%-ია. ასე­თი „ეკო­ნო­მია“ გა­ვა­კე­თე“.

სერ­ვის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის კო­მენ­ტა­რი:

„iPhone-ის უსას­ყიდ­ლოდ შე­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­ი­ძენთ. თუ გა­ჯე­ტი იყი­დეთ სა­ზღვარ­გა­რეთ და მოგ­ვი­ტა­ნეთ, შე­კე­თე­ბის სა­ფა­სუ­რი უნდა გა­და­ი­ხა­დოთ, მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ არ და­გი­ზი­ა­ნე­ბი­ათ. გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის შექ­მნილ iPhone-ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი აქვთ. მა­გა­ლი­თად, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის­თვის შექ­მნილ გა­ჯე­ტებს შე­ზღუდ­ვა აქვს ვი­დეო ზა­რებ­ზე. FaceTime-მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ იმუ­შა­ოს ან დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეს. ქარ­ხნუ­ლი დე­ფექ­ტე­ბი იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტია სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ თან­ხა და­ზო­გოთ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გირ­ჩევთ პრო­დუქ­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რე­სე­ლე­რე­ბის­გან შე­ი­ძი­ნოთ - მათი სიის ნახ­ვა Apple-ის ვებ­სა­იტ­ზე შე­გიძ­ლი­ათ.

ამ­ბა­ვი 3. გა­რან­ტი­ის ფარ­გლებ­ში უფა­სოდ შე­კე­თე­ბუ­ლი iPhone-ი

გი­ორ­გი, 34 წლის:

„დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და ვა­და­რებ­დი ვებგ­ვერ­დებს iPhone-ის შე­სა­ძე­ნად, ვკი­თხუ­ლობ­დი მი­მო­ხილ­ვებს ინ­ტერ­ნეტ­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ გავ­რის­კე და iPhone ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­სე­ლე­რე­ბის­გან შე­ვიძ­ნე. ვფიქ­რობ, ეს იყო სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შე­ძე­ნი­დან 10 თვის შემ­დეგ, წინა კა­მე­რას პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რა­შიც ალ­ბათ მე ვარ დამ­ნა­შა­ვე, რად­გან ტე­ლე­ფონს აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ვა­პი­რებ­დი შვე­ბუ­ლე­ბა­ში წას­ვლას და ტე­ლე­ფო­ნი ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და. მი­ვა­კი­თხე ოფი­ცი­ა­ლურ სერ­ვის ცენ­ტრს და სა­გა­რან­ტიო პი­რო­ბე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უფა­სოდ, ზედ­მე­ტი ლა­რის გა­დახ­დის გა­რე­შე და ძა­ლი­ან მალე შეც­ვა­ლეს კა­მე­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შე­ძე­ნით, თა­ვი­დან ავი­ცი­ლე ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან შთამ­ბეჭ­და­ვი ფო­ტო­ე­ბით დავ­ბრუნ­დი."

სერ­ვის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის კო­მენ­ტა­რი:

"Apple-ის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მურ გა­ჯეტს მსგავ­სი ახ­ლით ვა­ნაც­ვლებთ. რა თქმა უნდა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტე­ლე­ფო­ნი შე­ძე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლერ­თან. "ნაც­რის­ფე­რი" iPhone-ების შემ­თხვე­ვა­ში შე­კე­თე­ბა ფა­სი­ა­ნია ხოლო ჩა­ნაც­ვლე­ბა არ ხდე­ბა. ასე რომ, ვინც შე­ძე­ნის დროს ეკო­ნო­მი­ას აკე­თებს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გა­ჯეტს ყი­დუ­ლობს, ხში­რად იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან და­ხარ­ჯონ ბევ­რად მეტი. სა­ნამ

გა­და­წყვეტთ თუ სად იყი­დოთ iPhone-ი, მხო­ლოდ ფა­სის გამო არ­ჩე­ვანს ნუ გა­ა­კე­თებთ.“

ნე­ბის­მი­ე­რი შე­ნა­ძე­ნის გა­კე­თე­ბი­სას, კარ­გად გა­ი­აზ­რეთ თუ სად ყი­დუ­ლობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს უახ­ლეს iPhone-ს ან ძვი­რა­დღი­რე­ბულ Macbook Pro-ს ეხე­ბა. შე­ი­ძი­ნეთ ისე, რომ მცი­რე და­ნა­ზო­გი არ გა­და­ი­ზარ­დოს მო­უ­ლოდ­ნელ ხარ­ჯე­ბად ან დას­რულ­დეს სრუ­ლი თან­ხის და­კარ­გვით, შე­არ­ჩი­ეთ მწარ­მო­ებ­ლის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რე­სე­ლე­რე­ბი მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე.

სერ­ვის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის კო­მენ­ტა­რი:

„Apple-ის პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ გსურთ რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში იყოთ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, გირ­ჩევთ, და­უ­კავ­შირ­დეთ Apple-ის ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის ცენ­ტრს. ჩვე­ნი ყვე­ლა ტექ­ნი­კო­სი Apple-ის მიერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მხო­ლოდ ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებს იყე­ნებს.”

Apple-ის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რე­სე­ლე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore, Silknet.

R

ავტორი:

სამი ამბავი, რის შემდეგაც "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ

სამი ამბავი, რის შემდეგაც "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც რაიმე კონკრეტული ნივთის შეძენას გეგმავს, იაფად შეძენა ჩვეულებრივ სურვილს წარმოადგენს. მაგრამ ზოგჯერ ამან შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. სტატიაში იმ ადამიანების ისტორიებს მოგითხრობთ, რომელთა გამოცდილებაც გამოგადგებათ თუ iPhone-ის შეძენა და თანხის დაზოგვა გსურთ.

ამბავი 1. ვიყიდე იაფად... და არაფერი შემრჩა

მარიამი, 23 წლის:

„დიდი ხანი ვოცნებობდი iPhone-ზე. ცოტაოდენი თანხა დავზოგე და ვეძებდი სად მეყიდა იაფად. ვიპოვე ერთი შეხედვით სანდო საიტი, სადაც iPhone-ის ფასი სხვა მაღაზიებთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. რა თქმა უნდა, მქონდა ეჭვები და შეძენამდე მსურდა სმარტფონის ნახვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ონლაინ მაღაზია ჰქონდათ. დავწრმუნდი, რომ დაბალი ფასი იმიტომ ჰქონდათ, რომ მაღაზიის ქირას არ იხდიდნენ. შეძენილი ნივთი კურიერული მომსახურებით მომიტანეს, ლამაზი, ბრენდული შეფუთვით. ყუთი და თავად iPhone-ი ვიზუალურად გამოიყურებოდა როგორც ორიგინალი. მომცეს ერთწლიანი „მაღაზიის“ გარანტია. იმ მომენტში ეჭვი ვერაფერმა გააჩინა. სმარტფონს სამი თვის განმავლობაში ვიყენებდი, ერთ დღესაც აღარ ჩაირთო. არც დამვარდნია და არც წყალში ჩავარდნილა.

გამყიდველის ძებნა დავიწყე, საიტი ვერ ვიპოვე, ტელეფონები გამორთული იყო. უახლოეს სერვის ცენტრში აღმოვაჩინე, რომ ჩემი გაჯეტი ჩინური ნაწილებისგან იყო აწყობილი. შიგნით ყველაფერი ისე იყო დამაგრებული, გასაკვირია კიდეც, რომ 3 თვე იმუშავა. მითხრეს, რომ ასეთი "სასწაულის" გამოსწორება შეუძლებელია. ყიდვის დროს დავზოგე, მაგრამ ბოლოს უფულოდ და უტელეფონოდ დავრჩი“.

სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი:

„სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ხალხი უფრო იაფ პროდუქციას ეძებს, მაგრამ რჩება ფულის და გაჯეტის გარეშე. ჩინური ნაწილებისგან აწყობილ „iPhone- ებს“ მცირე საერთო აქვთ Apple-ის ტექნოლოგიასთან. ისინი შეუსაბამოა სარემონტოდ. და მე ვიტყოდი, რომ საერთოდ არაფრად ვარგა. მყიდველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ვერ მიხვდეს რა იყიდა სინამდვილეში, რადგან ტელეფონი და ყუთი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. გირჩევთ, ყიდვამდე ყოველთვის შეამოწმოთ გაჯეტი IMEI-ით. ეს რიცხვი ყველგან უნდა ემთხვეოდეს: ყუთზე, სისტემაში და მოწყობილობაზე. ასევე Apple-ის ვებსაიტზე IMEI-ის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ორიგინალობა. და რაც მთავარია: დაბალმა ფასმა ყოველთვის უნდა დაგაფიქროთ.“

ამბავი 2. დაზოგა შეძენისას და დახარჯა შეკეთებაზე

ზურაბი, 42 წლის:

”შემოდგომაზე ოჯახთან ერთად დუბაიში ჩავფრინდი და Apple-ის ოფიციალურ მაღაზიას ვესტუმრე, უახლესი iPhone-ის ყიდვას ვგეგმავდი და ფასების შედარება მინდოდა. ტელეფონი იქ უფრო იაფი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენთან და თანხის დაზოგვის მიზნით სმარტფონი შევიძინე. ვიფიქრე, რომ iPhone-ი იქაც ორიგინალია, გარანტია კი საერთაშორისო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევამჩნიე რომ დისპლეი ცუდად რეაგირებდა შეხებაზე. თბილისის ოფიციალურ სერვის ცენტრს მივმართე და თან წარვადგინე ქვითრები და საბუთები, რომ პრობლემა უფასოდ მომეგვარებინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარანტია და შესაბამისად, უფასო შეკეთება მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყანაში სადაც შეიძენ. ანუ მე უნდა წავსულიყავი UAE-ში სმარტფონის შესაკეთებლად. მომიწია სერვისის თანხის გადახდა, რაც ახალი ტელეფონის ღირებულების თითქმის 30%-ია. ასეთი „ეკონომია“ გავაკეთე“.

სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი:

„iPhone-ის უსასყიდლოდ შეკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც შეიძენთ. თუ გაჯეტი იყიდეთ საზღვარგარეთ და მოგვიტანეთ, შეკეთების საფასური უნდა გადაიხადოთ, მაშინაც კი, თუ თქვენ არ დაგიზიანებიათ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ქვეყნებისთვის შექმნილ iPhone-ებს განსაკუთრებული თავისებურებები აქვთ. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის შექმნილ გაჯეტებს შეზღუდვა აქვს ვიდეო ზარებზე. FaceTime-მა შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს ან დაბრკოლებები ჰქონდეს. ქარხნული დეფექტები იშვიათია, მაგრამ ოფიციალური გარანტია საშუალებას გაძლევთ თანხა დაზოგოთ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ პროდუქცია ადგილობრივი ავტორიზებული რესელერებისგან შეიძინოთ - მათი სიის ნახვა Apple-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ.

ამბავი 3. გარანტიის ფარგლებში უფასოდ შეკეთებული iPhone-ი

გიორგი, 34 წლის:

„დიდი ხნის განმავლობაში ვათვალიერებდი და ვადარებდი ვებგვერდებს iPhone-ის შესაძენად, ვკითხულობდი მიმოხილვებს ინტერნეტში, მაგრამ საბოლოოდ არ გავრისკე და iPhone ოფიციალური რესელერებისგან შევიძნე. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. შეძენიდან 10 თვის შემდეგ, წინა კამერას პრობლემა შეექმნა, რაშიც ალბათ მე ვარ დამნაშავე, რადგან ტელეფონს აქტიურად ვიყენებ. სწორედ იმ პერიოდში ვაპირებდი შვებულებაში წასვლას და ტელეფონი ძალიან მჭირდებოდა. მივაკითხე ოფიციალურ სერვის ცენტრს და საგარანტიო პირობებით სპეციალისტებმა უფასოდ, ზედმეტი ლარის გადახდის გარეშე და ძალიან მალე შეცვალეს კამერა. აღმოჩნდა, რომ ოფიციალურ წარმომადგენელთან შეძენით, თავიდან ავიცილე ზედმეტი ხარჯები და მოგზაურობიდან შთამბეჭდავი ფოტოებით დავბრუნდი."

სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი:

"Apple-ის პოლიტიკის შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემურ გაჯეტს მსგავსი ახლით ვანაცვლებთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი შეძენილია საქართველოში, ოფიციალურ რესელერთან. "ნაცრისფერი" iPhone-ების შემთხვევაში შეკეთება ფასიანია ხოლო ჩანაცვლება არ ხდება. ასე რომ, ვინც შეძენის დროს ეკონომიას აკეთებს და არაოფიციალურ გაჯეტს ყიდულობს, ხშირად იძულებულნი არიან დახარჯონ ბევრად მეტი. სანამ

გადაწყვეტთ თუ სად იყიდოთ iPhone-ი, მხოლოდ ფასის გამო არჩევანს ნუ გააკეთებთ.“

ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას, კარგად გაიაზრეთ თუ სად ყიდულობთ, განსაკუთრებით თუ ეს უახლეს iPhone-ს ან ძვირადღირებულ Macbook Pro-ს ეხება. შეიძინეთ ისე, რომ მცირე დანაზოგი არ გადაიზარდოს მოულოდნელ ხარჯებად ან დასრულდეს სრული თანხის დაკარგვით, შეარჩიეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული რესელერები მის ოფიციალურ ვებსაიტზე.

სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი:

„Apple-ის პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, თუ გსურთ რომ მაღალი ხარისხის მომსახურებაში იყოთ დარწმუნებული, გირჩევთ, დაუკავშირდეთ Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრს. ჩვენი ყველა ტექნიკოსი Apple-ის მიერ სერტიფიცირებულია და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებს.”

Apple-ის ავტორიზებული რესელერები საქართველოში:

iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore, Silknet.

R