ავტორი:

რომანი ცოტნე დადიანის თავდადებისა და ერთგულების შესახებ - წიგნი, რომელიც გმირს სხვა თვალით დაგანახებთ

რომანი ცოტნე დადიანის თავდადებისა და ერთგულების შესახებ - წიგნი, რომელიც გმირს სხვა თვალით დაგანახებთ

ცოტნე დადიანის გმირობა ქართველების ისტორიულ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხშირად პატრიოტიზმისა და მოყვასის სიყვარულის მაგალითად მოგვყავს ხოლმე.

ცოტნე დადიანის შესახებ ცნობები ძირითადად ჟამთააღმწერელის XIV საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა.

ის XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა, იყო ერთ-ერთი იმ დიდგვაროვანთა შორის, რომლებიც კოხტისთავის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.

კოხტასთავის შეთქმულების შესახებ მოკლედ: შეთქმულება მონღოლთა წინააღმდეგ 1245 წლისთვის ჯავახეთში მოხდა. მასში მონაწილეობდნენ ქართველი დიდებულები ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, გამრეკელ თორელი, სარგის თმოგველი და სხვები. მათი მიზანი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღილებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მოკავშირეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმა ქვეყანა ადრე დატოვეს. მონღოლებმა დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და სიცხეში მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა მომხდარის შესახებ შეიტყო, იახლა ორი მსახური და ანისში გაემგზავრა. როგორც ჟამთააღმწერელი გვიამბობს, ცოტნე დადიანი მივიდა ორ კაცთან ერთად, გაიხადა სამოსელი და შეკრული დაჯდა ქართველებთან ერთად. ამის შესახებ მონღოლებმა ნოინს შეატყობინეს. თავად ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს ასე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მათ ეს სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს.

1999 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. მისი გმირობა თაობებისთვის საარაკო არის და იქნება.

მისი თავდადებით შთაგონებულმა მწერალმა გრიგოლ აბაშიძემ დაწერა ისტორიული რომანი ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება, რომელიც სწორედ კოხტისთავის შეთქმულებას ეხება. რომანში ისტორია იწყება ცოტნეს ბავშვობიდან, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ჩამოყალიბდა მისი ხასიათი და რამ უბიძგა ასეთი თავდადებისკენ.

„ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ მწერლის ისტორიული რომანების „ლაშარელასა“ და „დიდი ღამის“ ერთგვარი გაგრძელებაა.

„პალიტრა L-მა“ სამივე რომანი ცოტა ხნის წინ გამოსცა და წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.

R