ავტორი:

"ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და უკრაინაში ომს ღიად უჭერს მხარს, თბილისშია" - "სირცხვილია"

"ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და უკრაინაში ომს ღიად უჭერს მხარს, თბილისშია" - "სირცხვილია"

მოძრაობა "სირცხვილიას“ ინფორმაციით, ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და უკრაინაში ომს ღიად უჭერს მხარს, თბილისშია.

როგორც "სირცხვილია“ სოციალურ ქსელში წერს, ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, მანამდე ჩატარებული კონცერტი კი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს.

მოძრაობა "სირცხვილიას“ წევრებმა პროტესტის ნიშნად, ანსამბლის კუთვნილ ავტობუსზე წარწერები დატოვეს და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.