სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს" - სტოლტენბერგი
"მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს" - სტოლტენბერგი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რაც ჩვენ ყვე­ლას გვწამს. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სე­ლის ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

“სა­ქარ­თვე­ლო ქცე­ვის მო­დე­ლის ნა­წი­ლია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვთქვი, 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო ომი, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი 2014 წელს არ და­ი­წყო, რო­გორც მი­ნი­მუმ 2008 წელს და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რით.

ასე რომ, ეს ქცე­ვის მო­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­სე­ნე­ბაა, რომ ეს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში ამ ომს არ ეხე­ბა, რომ ცივი ომის შემ­დეგ რუ­სეთ­თან უკე­თე­სი, უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აწყო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი ჩა­ვარ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის გამო, რო­მელ­საც გავ­ლე­ნის სივ­რცე­ე­ბის ხე­ლახ­ლა დამ­ყა­რე­ბა სურ­და, რათა მე­ზობ­ლე­ბი ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა. და, რა თქმა უნდა, ეს ის სამ­ყა­რო არ არის, რო­მელ­შიც ჩვენ გვსურს ცხოვ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ნა­ტოს მე­ზობ­ლებს, პოსტ-საბ­ჭო­ურ ქვეყ­ნებს არ ექ­ნე­ბო­დათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი რწმე­ნით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს.

ასე რომ, ნატო ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუ­შა­ობ­და რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხრივ და, რა თქმა უნდა, ომის შემ­დეგ ვნა­ხეთ, რომ “შუ­ა­ში” მყო­ფი ქვეყ­ნე­ბი მო­წყვლა­დი არი­ან. ასე რომ, მად­რი­დის სა­მიტ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გაგ­ვე­ზარ­და ის, რა­საც ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის ვა­კე­თებთ, და სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მა­გა­ლი­თია.

მაგ­რამ ასე­ვე უნდა გვეს­მო­დეს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო იმ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რომ­ლე­ბი­საც ჩვენ ყვე­ლას გვწამს და, რა თქმა უნდა, ვე­ლით, რომ ნა­ტოს არა­წევ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ი­ცა­ვენ სან­ქცი­ებს და რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლი ომის და­ფი­ნან­სე­ბას და ორ­გა­ნი­ზე­ბას არ გა­უ­ად­ვი­ლე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ნატო-ს სხდომებზე ვინც ნამყოფია, მათ ჰკითხეთ, რეალირად რა დამოკიდებულება აქვთ. თუნდაც ცნობილი ბუქარესტის 2008 წლის ნატო-ს სამიტის წინ რა გვითხრეს. თქვენს მიღებას პერსპექტივა არ აქვს და ბუქარესტის სამიტზე თქვენი მოსახლეობის დასაიმედებლად რაიმეს მოვიფიქრებთო და გემახსოვრებათ, MAP-ზე "უკეთესი" რომ მოგვცეს. იცოდეთ, საქართველოს ნატო-ში, ისევე, როგორც ევროკავშირში მიღების საკითხი არასოდეს განიხილებოდა და დაპირებები მხოლოდ იმისთვისაა, რომ გარკვეული ვალდებულებები აგვკიდონ და მუდმივ აბიტურიენტად გვიყოლიონ.

ჯუნეწერი
0

თუ არ გვწამს ეგ თქვენი ფასეულობები მაინც უნდა შევესაბამებოდეთ. თქვენ რომ გადმოხვიდეთ ჩვენსაზე არგინდათ? ჩვენი ფასეულობები სულ რაღაც 2 ათასი წლით ძველი და დროით გამოცდილია ვიდრე თქვენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს" - სტოლტენბერგი

"მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს" - სტოლტენბერგი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.

“საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველოში შეჭრით.

ასე რომ, ეს ქცევის მოდელი ისტორიული შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო, რომელსაც გავლენის სივრცეების ხელახლა დამყარება სურდა, რათა მეზობლები ეკონტროლებინა. და, რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან, ნატოს მეზობლებს, პოსტ-საბჭოურ ქვეყნებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც, ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს.

ასე რომ, ნატო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოსთან მუშაობდა რეფორმების გატარების, პრაქტიკული პოლიტიკური თანამშრომლობის მხრივ და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ “შუაში” მყოფი ქვეყნები მოწყვლადი არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზარდა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითია.

მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.