საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას... უსახსრობის გამო მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს დღეს თედო "გაღმა ნაპირიდან"
"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას... უსახსრობის გამო მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს დღეს თედო "გაღმა ნაპირიდან"

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფილ­მი "გაღ­მა ნა­პი­რი" 2009 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. მას­ში მთა­ვარ როლს უც­ნო­ბი ბი­ჭუ­ნა - თედო ბე­ქა­უ­რი ას­რუ­ლებ­და, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. თუმ­ცა, გა­ვი­და წლე­ბი და თედო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან გაქ­რა.

  • ახლა 26 წლი­საა, ჰყავს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. წარ­მო­შო­ბით თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ორ­ბე­თი­დან არის, თუმ­ცა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა დაბ­რკო­ლე­ბე­ბით არის სავ­სე და ეს პირ­ველ რიგ­ში ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა.

"გაღ­მა ნა­პი­რის" შემ­დეგ მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მინ­დო­და თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო ვე­ღარ შევ­ძე­ლი მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ელი­ა­ვა­ზე და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, აქ შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. მქონ­და გეგ­მე­ბი და რომ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი. პირ­ვე­ლად რომ აქ მოვ­ხვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ძა­ლი­ან უცხო სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი ხოლ­მე და სხვა კულ­ტუ­რა­ში და ახლა სულ სხვა სფე­რო­ში ვარ. აქ სხვა­ნა­ი­რი ქა­ო­სია.

მთე­ლი ბავ­შვო­ბა თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ორ­ბეთ­ში გა­ვა­ტა­რე, 9 წლის ასაკ­ში დე­დამ კლი­ნი­კა­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა, მე ფო­ი­ე­ში ვი­ჯე­ქი, დედა ექიმს ესა­უბ­რე­ბო­და. ამ დროს შე­მო­ვი­და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, შე­მომ­ხე­და და და­მი­წყო სა­უ­ბა­რი. და­მი­ბა­რეს, ჩა­მო­დი, პა­ტა­რა კას­ტინ­გი გა­ვა­კე­თო­თო. რომ შე­ვე­დი პირ­ვე­ლად კას­ტინგზე, გი­ორ­გიმ მი­თხრა, მე ახლა მა­გი­და­ზე და­ვუკ­რავ და იცეკ­ვეო, ერთხელ და­უკ­რა, არ გა­ვინ­ძე­რი, მე­ო­რედ და­უკ­რა და არ გა­ვინ­ძე­რი ისევ.

შემ­დეგ მი­თხრა, ახლა კი­დევ და­ვუკ­რავ და ამით გა­და­წყვეტ შენს გზა­სო, ამის შემ­დეგ და­ვი­წყე ქა­ო­სუ­რი ცეკ­ვა. ამის შემ­დეგ მი­თხრა, შენ აქ დარ­ჩე­ბიო. გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან გი­ორ­გი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, მას­წავ­ლი­და ბევრ კარგ თვი­სე­ბას. რო­გორც ბავ­შვმა, ბო­ლომ­დე გა­ვი­თა­ვი­სე ეს როლი.

მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

როცა თე­ატ­რა­ლურ­ზე ვერ ჩა­ვა­ბა­რე, და­ვი­წყე თე­ატ­რა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა. ყვე­ლა­ზე მეტი დაბ­რკო­ლე­ბა თბი­ლის­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის, იყო უსახ­სრო­ბა. თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, ბევ­რი რამ არის ისე­თი, რო­მე­ლიც უკან მხევს ხოლ­მე. სა­მო­მავ­ლოდ, მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვინ­და სტუ­დენ­ტე­ბი გავ­ხდეთ. ასე­თი გეგ­მა გვაქვს" - ამ­ბობს თედო "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოცნებები-(სრულდება)
44

ასეა მთელი ქვეყანა,ვინც ვერ მოასწრო გაქცევა,ასე,რომ,,,გაგებით მოეკიდეთ

Vito
13

ფიზიკური შრომა სათაკილოა საქართველოში რაც არ უნდა საპირისპირო ვიძახოთ... მუშა კლასს თანასწორად არავინ არ უყურებს..უამრავი ადამიანი ვიცი საზღვარგარეთ ფიზიკურად შრომობს და საქართველოში იგივეს ვერ აკეთებს სირცხვილის გამო.. სკოლა რო დავამთავრე კლასელის მამამ ბიჭები დგვპატიჟა რესტორანში , ამ კაცს არ ვიცნობდი , მძოღლი ემსახურებოდათ , მძღოლს კარგად ვიცნობდი , რესტორანში ბატონმა მამა მძღოლს სე დაუბრიალა თვალები ჩვენ ვუთხარით რო ჩვენთან დამჯდარიყო და ამ კაცმა ცალკე მაგიდასთან გაუშვა მარტო.. ეგეთი უამრავი შემთხვევა მახსენდება.. მიდი და მერე არ შეგრცხვეს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას... უსახსრობის გამო მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს დღეს თედო "გაღმა ნაპირიდან"

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას... უსახსრობის გამო მსახიობის კარიერა ვერ გავაგრძელე" - როგორ ცხოვრობს დღეს თედო "გაღმა ნაპირიდან"

გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექაური ასრულებდა, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, გავიდა წლები და თედო საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა.

  • ახლა 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთიდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ დედაქალაქში ცხოვრება დაბრკოლებებით არის სავსე და ეს პირველ რიგში ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

"გაღმა ნაპირის" შემდეგ მინდოდა მსახიობობა, მინდოდა თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ შევძელი მსახიობის კარიერის გაგრძელება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას, აქ შემთხვევით მოვხვდი. მქონდა გეგმები და რომ ვერ განხორციელდა, დავრჩი უმუშევარი. პირველად რომ აქ მოვხვდი, ძალიან შემეშინდა, ძალიან უცხო სამყარო იყო ჩემთვის, ძირითადად გადაღებაზე ვიყავი ხოლმე და სხვა კულტურაში და ახლა სულ სხვა სფეროში ვარ. აქ სხვანაირი ქაოსია.

მთელი ბავშვობა თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ორბეთში გავატარე, 9 წლის ასაკში დედამ კლინიკაში წამომიყვანა, მე ფოიეში ვიჯექი, დედა ექიმს ესაუბრებოდა. ამ დროს შემოვიდა გიორგი ოვაშვილი, შემომხედა და დამიწყო საუბარი. დამიბარეს, ჩამოდი, პატარა კასტინგი გავაკეთოთო. რომ შევედი პირველად კასტინგზე, გიორგიმ მითხრა, მე ახლა მაგიდაზე დავუკრავ და იცეკვეო, ერთხელ დაუკრა, არ გავინძერი, მეორედ დაუკრა და არ გავინძერი ისევ.

შემდეგ მითხრა, ახლა კიდევ დავუკრავ და ამით გადაწყვეტ შენს გზასო, ამის შემდეგ დავიწყე ქაოსური ცეკვა. ამის შემდეგ მითხრა, შენ აქ დარჩებიო. გადაღების პირველი დღიდან გიორგი ძალიან მეხმარებოდა, მასწავლიდა ბევრ კარგ თვისებას. როგორც ბავშვმა, ბოლომდე გავითავისე ეს როლი.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

როცა თეატრალურზე ვერ ჩავაბარე, დავიწყე თეატრალური ლიტერატურის კითხვა. ყველაზე მეტი დაბრკოლება თბილისში ჩემი ცხოვრების, იყო უსახსრობა. თბილისში სახლი არ მაქვს, ბევრი რამ არის ისეთი, რომელიც უკან მხევს ხოლმე. სამომავლოდ, მე და ჩემს მეუღლეს გვინდა სტუდენტები გავხდეთ. ასეთი გეგმა გვაქვს" - ამბობს თედო "რუსთავი 2"-ის გადაცემა "შუადღის" ეთერში.