მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია
"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია

"მათ ზემო იმე­რეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ ბევ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­მუ­შაო და აღ­მო­ჩე­ნი­ლი აქვთ უამ­რა­ვი ღია ცის ქვეშ მდე­ბა­რე ქვე­და და შუა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი პუნ­ქტი; მათ­მა გუნ­დმა ალ­პი­ნის­ტუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­აღ­წია ძა­ლი­ან ბევრ ხე­ლოვ­ნურ გა­მოქ­ვა­ბულ­ში და და­ად­გი­ნა, რომ გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის თა­ნად­რო­ულ (მე-6-7 სს) ასე­ვე სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს, მორ­გე­ბულს ზემო იმე­რე­თის კლდო­ვან ლან­დშაფტ­თან" - უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს აღ­მო­ჩე­ნებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, გვე­სა­უბ­რე­ბა "პა­ლე­ო­გა­რე­მოს რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი:

- ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­რი­თად სფე­როს ყო­ველ­თვის წარ­მო­ად­გენ­და და დღე­საც წარ­მო­ად­გენს ძვე­ლი ქვის ხანა, თუმ­ცა, პე­რი­ო­დუ­ლად სხვა ეპო­ქე­ბის ძეგ­ლე­ბიც და ზო­გა­დად, შე­უს­წავ­ლე­ლი სფე­რო­ე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც ყო­ველ­თვის მი­ტა­ცებ­და. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვა­ფუძ­ნეთ ის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი, რო­მელ­საც პი­რა­დად მე და ჩვე­ნი გუნ­დი წარ­მო­ად­გენს. ცენ­ტრის წევ­რე­ბი­სა და ჩემი პრო­ექ­ტე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო პა­ლე­ო­გა­რე­მოს კვლე­ვას­თან და ადა­მი­ა­ნის გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ადაპ­ტა­ცი­ე­ბი­სა და სხვა მო­მიჯ­ნა­ვე სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლის­კენ. თა­ვად მე, სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას (თსუ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, არ­ქე­ო­ლო­გი­ის კვლე­ვის ცენ­ტრი, უცხო­ე­თის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრე­ბი, 2008 წ-დან კი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე), ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი და კვლა­ვაც ვე­წე­ვი სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით:

- თქვენს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კვლე­ვებ­ზე რომ გვი­თხრათ...

- და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მღვი­მუ­რი ძეგ­ლე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი და კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი. ძვე­ლი ქვის ხა­ნის ღია ცის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სად­გომ-სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის კვლე­ვე­ბი; შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი, კლდე­ში ნაკ­ვე­თი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კვლე­ვე­ბი; სა­ზღვაო და წყალ­ქვე­შა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მღვი­მუ­რი ძეგ­ლე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი და კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი

- გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგ­ლე­ბი რომ­ლე­ბია?

- და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, კონ­კრე­ტუ­ლად კი ზემო იმე­რე­თის ძვე­ლი ქვის ხა­ნის ეპო­ქის რამ­დე­ნი­მე ძეგლის კვლე­ვა გად­მო­ვი­ბა­რე 1992 წლი­დან, ამ რე­გი­ო­ნის მკვლე­ვა­რის, და­ვით თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის­გან. მათ­გან ყვე­ლა­ზე მეც­ნი­ე­რუ­ლი კუ­თხით და შე­დე­გე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ძეგ­ლე­ბია "ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე" და "ორ­თვა­ლა კლდე".

"ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე"

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გან­სა­ხილ­ვე­ლი ძეგ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს (იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი) გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ ქვე­და პა­ლე­ო­ლი­თის ბოლო ეტაპ­ზე (და­ახ­ლო­ე­ბით 0.7-0.5 მლნ.წწ-300 000 წწ) სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ნად­რობ­დნენ ჰომო ერექ­ტუ­სე­ბი (ზეზ­ვა­სა და მზი­ას "შთა­მო­მავ­ლე­ბი")... შუა პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქა­ში ეს ტე­რი­ტო­რია ინ­ტენ­სი­უ­რად ჰქონ­დათ ათ­ვი­სე­ბუ­ლი ნე­ან­დე­ტა­ლე­ლებს (და­ახლ. 300 000-50/48 000 წწ-მდე)... ისე­ვე რო­გორც დღეს, ღრმა ხე­ო­ბე­ბით და­სე­რი­ლი ეს ტე­რი­ტო­რია მდი­და­რი იყო ფლო­რი­თა და ფა­უ­ნით. ტყე­ებს ენაც­ვლე­ბო­და ღია ლან­დშაფ­ტე­ბი, რაც უფრო მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდი­და გა­რე­მოს, მცე­ნა­რე­ულ სა­ფარ­სა და ცო­ცხალ ბი­ო­მა­სას, ვიდ­რე ეს არის ხში­რი ტყე­ე­ბით და­ფა­რულ ად­გი­ლებ­ში. ძვე­ლი ქვის ხა­ნის, კა­ცობ­რი­ობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ამ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ეპო­ქის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­ვის პე­რი­ო­დუ­ლი ცვლი­ლე­ბა ფოთ­ლო­ვა­ნი ტყე­ე­ბის წიწ­ვო­ვა­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და, თუმ­ცა ეს დი­დად არ მოქ­მე­დებ­და მსხვილ ძუ­ძუმ­წო­ვარ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

"ორ­თვა­ლა კლდე"

"ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე" შუა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ეპო­ქის სა­ე­ტა­პო მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კულ­ტუ­რით წო­ნას მღვი­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ძეგლი მდე­ბა­რე­ობს ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ჯრუ­ჭუ­ლის კა­ნი­ო­ნი­სე­ბუ­რი ხე­ო­ბის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი შუა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ძეგლია. იგი მა­სა­ლის მა­ხედ­ვით მსგავ­სია ლე­ვა­ტის (აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რე­თის) ამა­ვე ასა­კის ძეგ­ლე­ბი­სა... ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე არის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ხოლო ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი ძეგლი, სა­დაც ჯერ კი­დევ 1960 წელს აღ­მოჩ­ნდა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლის ნაშ­თი კბი­ლის სა­ხით (დ.თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი). აბ­სო­ლუ­ტუ­რი და­თა­რი­ღე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მღვი­მის ფე­ნე­ბი თა­რიღ­დე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ფი­ნა­ლუ­რი შუა პა­ლე­ო­ლი­თით (დაახ. 100 000 წ, 60 000 წწ და სხვ.).

"ორ­თვა­ლა კლდეც" და­ვით თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის აღ­მო­ჩე­ნი­ლია და მის მი­ერ­ვე ის­წავ­ლე­ბო­და 1992 წლამ­დე. 1993 წლი­დან დღემ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩემი ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბით... ორ­თვა­ლა კლდე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და უკვე ზო­გა­დად, ევ­რა­ზი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი ქვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლია, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ადა­მი­ან­თა ინ­ტენ­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის კვა­ლი შუა პა­ლე­ო­ლი­თის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და ზედა პა­ლე­ო­ლით­ში (70/60 000 წწ-19 000 წწ.) აგ­რეთ­ვე, შე­საძ­ლოა ქვე­და ფე­ნე­ბი და­თა­რიღ­დეს 120-80 000 წწ-აც. აქ ის­წავ­ლე­ბა და მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა კავ­კა­სი­ა­სა და ზო­გა­დად, მთელ სამ­ყა­რო­ში ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბის გაქ­რო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, მღვი­მე­ში მე-20 ს-ის 80-იან წწ-ში (დ.თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი) აღ­მოჩ­ნდა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლის ნაშ­თი კბი­ლის სა­ხით, რაც მის მნიშ­ვნე­ლო­ბას პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც ზრდის.

2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ აქ და­ი­წყო პირ­ვე­ლად სე­დი­მენ­ტუ­რი გე­ნო­მე­ბის (ფე­ნებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი გე­ნო­მე­ბის) მო­ძი­ე­ბი­სა და შეს­წავ­ლის უახ­ლე­სი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი­სა და ჰომო სა­პი­ენ­სე­ბის გე­ნო­მე­ბი ერთი და იმა­ვე ფე­ნებ­ში იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი 48000 წლის წინა ეპო­ქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 34-32 000 წლამ­დე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "ორ­თვა­ლა კლდე" მთელ ევ­რა­ზი­ა­ში ჰომო სა­პი­ენ­სის გა­მო­ჩე­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლია ალ­ტა­ი­ში მდე­ბა­რე „დე­ნი­სის მღვი­მე­სა" (47 000 წ) და "ზლა­ტა კუნ­თან“ (ჩე­ხე­თი, 47 000 წწ.) ერ­თად.

  • აგ­რეთ­ვე, შე­საძ­ლოა "ორ­თვა­ლა კლდის" გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად კი­დევ ერთხელ გა­ე­ცეს პა­სუ­ხი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­თხვას - ხდე­ბო­და თუ არა ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი­სა და ჰომო სა­პი­ენ­სე­ბის შეჯ­ვა­რე­ბა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რო­დის და­ი­წყო მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვლე­ო­ვა­ნია "ორ­თვა­ლა კლდე­ში“ დად­გე­ნი­ლი ის ფაქ­ტი, რომ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი და შემ­დეგ ჰომო სა­პი­ენ­სე­ბი ძი­რი­თა­დად ერთ და იმა­ვე სა­ხე­ო­ბა­ზე, კერ­ძოდ, ჯიხ­ვებ­ზე ნა­დი­რობ­დნენ და რომ ეს გუ­ლის­ხმობს პა­ლე­ო­ლი­თის ამ ეტა­პებ­ზე ერ­თგვა­რი სა­მო­ნა­დი­რეო ტრა­დი­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას. ამას გარ­და, "ორ­თვა­ლა კლდე“ წარ­მო­ად­გენს მთელ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერ­თა­დერთ ძეგლს, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა 43000 წლის წი­ნან­დე­ლი მა­კა­კას ნაშ­თი, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ამ ეპო­ქის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ზემო იმე­რე­თის პა­ლე­ო­გა­რე­მო ხე­ლა­ხალ, უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბით კვლე­ვებს სა­ჭი­რო­ებს.

- რაც შე­ე­ხე­ბა მღვი­მურ ძეგ­ლებს?

- მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რე­გი­ონ­ში ჩემს მიერ 2006-2007 წწ-ში ნა­პოვნ ძეგლ­თა­გან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ორი მღვი­მუ­რი ძეგლი - "ბონ­დის მღვი­მე" და "უნდო კლდე“. "ბონ­დის მღვი­მე" გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ აქაც, ისე­ვე რო­გორც ორ­თვა­ლა კლდე­ში, აგ­რეთ­ვე უნდო კლდე­ში დად­გე­ნი­ლია რო­გორ შუა, ისე ზედა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ფე­ნე­ბი (ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი­სა და ჰომო სა­პი­ენ­სე­ბის). უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ზედა პა­ლე­ო­ლი­თის ფე­ნებ­ში ჰომო სა­პი­ენ­სის ორი კბი­ლის აღ­მო­ჩე­ნა (2007 წ. და 2020 წ). ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლე­ნილ ჰო­მოს სა­პი­ენ­სის უძ­ვე­ლეს ძვლო­ვა­ნი ნაშ­თებს -37/35 000 წწ. ორი­ვე კბი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­წავ­ლია გე­ნე­ტი­კუ­რად.

"უნდო კლდე" წარ­მო­ად­გენს რე­ლუ­რად უნი­კა­ლურ მღვი­მურ სად­გომს, სა­დაც ისე­ვე რო­გორც "ორ­თვა­ლა კლდე­ში" და "ბონ­დის მღვი­მე­ში", გვაქვს შუა და ზედა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ფე­ნე­ბი. "უნდო კლდე", ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი მღვი­მე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით წარ­მო­ად­გენ­და მო­ნა­დი­რე­თა დრო­ე­ბით, პე­რი­ო­დულ ბა­ნაკს. მღვი­მე რამ­დე­ნი­მე დარ­ბა­ზის­გან შედ­გე­ბა. მღვი­მის ერთ-ერთი დარ­ბა­ზის კე­დელ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მღვი­მუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში კე­დელ­ზე ამოკ­ვე­თი­ლი, პა­ტა­რა კა­ცუ­ნას სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­ხით. 80 მ-ის სიღ­რმის დე­რეფ­ნის ბო­ლოს 49 მ-ის სიღ­რმე ვერ­ტი­კა­ლუ­რი კარ­სტუ­ლი ჭა, მთა­ვა­რი ჭის დი­ა­მეტ­რი მი­წის ზე­და­პირ­ზე 7 მ-ია, ხოლო, ფსკერ­ზე 3 მ. ჭის ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდა ნა­ნა­დი­რე­ვი ცხო­ვე­ლე­ბის უამ­რა­ვი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ნაშ­თი, აგ­რეთ­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის (2-3 ინ­დი­ვი­დი) ჩონ­ჩხე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი. გა­ვა­კე­თეთ ერთ-ერთი მათ­გა­ნის თა­ვის ქა­ლას რე­კონ­სტრუქ­ცი­აც. ჩვენს ბრი­ტა­ნელ კო­ლე­გებს მათ მიერ გა­და­ღე­ბულ ფილმში ხაზი აქვთ გას­მუ­ლი იმ ფაქ­ტზე, რომ უნ­დოს მღვი­მე­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ სიღ­რმე­ზე (49-50 მ) მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი. ამა­ვე მღვი­მე­შია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მძლავ­რი მი­წისძვრის კვა­ლიც - მღვი­მის ჭე­რი­დან ჩა­მოც­ვე­ნილ­მა ლო­დებ­მა ქვეშ მო­ი­ყო­ლეს და სი­ცო­ცხლე მო­უს­წრა­ფეს ბევრ მღვი­მურ დათვს, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად (მო­ნა­დი­რე­თა მიერ დრო­ე­ბით მი­ტო­ვე­ბის დროს) ცხოვ­რობ­დნენ ამ მღვი­მე­ში თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად. უკა­ნას­კნელ დროს მი­ვი­ღეთ ზედა პა­ლე­ო­ლი­თის ერთ-ერთი ფე­ნის თა­რი­ღიც - და­ახ­ლო­ე­ბით 22 000 წელი. ეს თა­რი­ღი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბონ­დი­სა და ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე­ე­ბის ზო­გი­ერ­თი ფე­ნის ასა­კებს.

"ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე"

ზემო იმე­რეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს ბევ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­მუ­შაო და აღ­მო­ჩე­ნი­ლი გვაქვს უამ­რა­ვი ღია ცის ქვეშ მდე­ბა­რე ქვე­და და შუა პა­ლე­ო­ლი­თუ­რი პუნ­ქტი; ჩვენ­მა გუნ­დმა ალ­პი­ნის­ტუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­აღ­წია ძა­ლი­ან ბევრ ხე­ლოვ­ნურ გა­მოქ­ვა­ბულ­ში და და­ად­გი­ნა, რომ გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის თა­ნად­რო­ულ (მ-6-7 სს) ასე­ვე სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს, მორ­გე­ბულს ზემო იმე­რე­თის კლდო­ვან ლან­დშაფტ­თან. 2019 წლი­დან ვა­წარ­მო­ებთ სა­ზღვაო და წყალ­ქვე­შა, პრაქ­ტი­კულ და თე­ო­რი­ულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს. შე­დე­გად, გო­ნი­ოს პირ­და­პირ, ზღვა­ში 2-3 კმ-ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და­ძი­რუ­ლი კუნ­ძუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხებ უკვე ბევ­რი ვა­რა­უ­დი გაგ­ვაჩ­ნია. მათ­გან ნა­წი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა ძველ­ბერ­ძნულ წყა­რო­ებს, აგ­რეთ­ვე, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პელ მოგ­ზა­ურ­თა რუ­კებ­საც. ვგეგ­მავთ მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია

"აქ სავარაუდოდ ბინადრობდნენ ზეზვას და მზიას შთამომავლები" - რა საიდუმლოს ინახავენ "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე": იმერეთში აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ისტორია

"მათ ზემო იმერეთში ჩატარებული აქვთ ბევრი სადაზვერვო სამუშაო და აღმოჩენილი აქვთ უამრავი ღია ცის ქვეშ მდებარე ქვედა და შუა პალეოლითური პუნქტი; მათმა გუნდმა ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია ძალიან ბევრ ხელოვნურ გამოქვაბულში და დაადგინა, რომ გამოქვაბულების სისტემა წარმოადგენს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თანადროულ (მე-6-7 სს) ასევე სამონასტრო კომპლექსს, მორგებულს ზემო იმერეთის კლდოვან ლანდშაფტთან" - უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებზე, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის, გვესაუბრება "პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების სამეცნიერო ცენტრის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი:

- ჩემი ინტერესების ძირითად სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ძველი ქვის ხანა, თუმცა, პერიოდულად სხვა ეპოქების ძეგლებიც და ზოგადად, შეუსწავლელი სფეროები და მიმართულებებიც ყოველთვის მიტაცებდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფუძნეთ ის სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც პირადად მე და ჩვენი გუნდი წარმოადგენს. ცენტრის წევრებისა და ჩემი პროექტები მიმართული იყო პალეოგარემოს კვლევასთან და ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის, ადაპტაციებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლისკენ. თავად მე, სხვადასხვა ინსტიტუციებში მუშაობისას (თსუ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრები, 2008 წ-დან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე), ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ვახორციელებდი და კვლავაც ვეწევი სამეცნიერო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით:

- თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კვლევებზე რომ გვითხრათ...

- დასავლეთ საქართველოს მღვიმური ძეგლების მულტიდისციპლინური და კომპლექსური კვლევები. ძველი ქვის ხანის ღია ცის ქვეშ არსებული სადგომ-სახელოსნოების კვლევები; შუა საუკუნეების ხელოვნური, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კვლევები; საზღვაო და წყალქვეშა მულტიდისციპლინური კვლევები. დასავლეთ საქართველოს მღვიმური ძეგლების მულტიდისციპლინური და კომპლექსური კვლევები

- გამორჩეული ძეგლები რომლებია?

- დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი ზემო იმერეთის ძველი ქვის ხანის ეპოქის რამდენიმე ძეგლის კვლევა გადმოვიბარე 1992 წლიდან, ამ რეგიონის მკვლევარის, დავით თუშაბრამიშვილისგან. მათგან ყველაზე მეცნიერული კუთხით და შედეგებით გამორჩეული ძეგლებია "ჯრუჭულის მღვიმე" და "ორთვალა კლდე".

"ჯრუჭულის მღვიმე"

სამხრეთ კავკასიის იმ ტერიტორიაზე, სადაც განსახილველი ძეგლები მდებარეობს (იმერეთის რეგიონი) გამოირჩევა იმით, რომ ქვედა პალეოლითის ბოლო ეტაპზე (დაახლოებით 0.7-0.5 მლნ.წწ-300 000 წწ) სავარაუდოდ, ბინადრობდნენ ჰომო ერექტუსები (ზეზვასა და მზიას "შთამომავლები")... შუა პალეოლითის ეპოქაში ეს ტერიტორია ინტენსიურად ჰქონდათ ათვისებული ნეანდეტალელებს (დაახლ. 300 000-50/48 000 წწ-მდე)... ისევე როგორც დღეს, ღრმა ხეობებით დასერილი ეს ტერიტორია მდიდარი იყო ფლორითა და ფაუნით. ტყეებს ენაცვლებოდა ღია ლანდშაფტები, რაც უფრო მეტად მრავალფეროვანს ხდიდა გარემოს, მცენარეულ საფარსა და ცოცხალ ბიომასას, ვიდრე ეს არის ხშირი ტყეებით დაფარულ ადგილებში. ძველი ქვის ხანის, კაცობრიობრიობის ისტორიის ამ ყველაზე ხანგრძლივი ეპოქის განმავლობაში ჰავის პერიოდული ცვლილება ფოთლოვანი ტყეების წიწვოვანით ჩანაცვლებას განაპირობებდა, თუმცა ეს დიდად არ მოქმედებდა მსხვილ ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებასა და გავრცელებაზე.

"ორთვალა კლდე"

"ჯრუჭულის მღვიმე" შუა პალეოლითური ეპოქის საეტაპო მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც თავისი კულტურით წონას მღვიმეს უკავშირდება. ძეგლი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარცხენა ნაპირზე. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შუა პალეოლითური ძეგლია. იგი მასალის მახედვით მსგავსია ლევატის (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის) ამავე ასაკის ძეგლებისა... ჯრუჭულის მღვიმე არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი, ხოლო ამიერკავკასიაში პირველი ძეგლი, სადაც ჯერ კიდევ 1960 წელს აღმოჩნდა ნეანდერტალელის ნაშთი კბილის სახით (დ.თუშაბრამიშვილი). აბსოლუტური დათარიღების არარსებობის გამო მღვიმის ფენები თარიღდებოდა განვითარებული და ფინალური შუა პალეოლითით (დაახ. 100 000 წ, 60 000 წწ და სხვ.).

"ორთვალა კლდეც" დავით თუშაბრამიშვილის აღმოჩენილია და მის მიერვე ისწავლებოდა 1992 წლამდე. 1993 წლიდან დღემდე საერთაშორისო კვლევები მიმდინარეობს ჩემი ხელძღვანელობით... ორთვალა კლდე საქართველოს ტერიტორიასა და უკვე ზოგადად, ევრაზიაში არსებული ძველი ქვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, სადაც წარმოდგენილია ადამიანთა ინტენსიური ცხოვრების კვალი შუა პალეოლითის ფინალურ ეტაპზე და ზედა პალეოლითში (70/60 000 წწ-19 000 წწ.) აგრეთვე, შესაძლოა ქვედა ფენები დათარიღდეს 120-80 000 წწ-აც. აქ ისწავლება და მომავალშიც გაგრძელდება კავკასიასა და ზოგადად, მთელ სამყაროში ნეანდერტალელების გაქრობისა და თანამედროვე ადამიანების გამოჩენის საკითხებთან დაკავშირებული კვლევები, მღვიმეში მე-20 ს-ის 80-იან წწ-ში (დ.თუშაბრამიშვილი) აღმოჩნდა ნეანდერტალელის ნაშთი კბილის სახით, რაც მის მნიშვნელობას პალეოანთროპოლოგიური კუთხითაც ზრდის.

2017 წელს საქართველოში სწორედ აქ დაიწყო პირველად სედიმენტური გენომების (ფენებში შემორჩენილი გენომების) მოძიებისა და შესწავლის უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენება. ამ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების გენომები ერთი და იმავე ფენებში იყო შემორჩენილი 48000 წლის წინა ეპოქიდან მოყოლებული დაახლოებით 34-32 000 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ "ორთვალა კლდე" მთელ ევრაზიაში ჰომო საპიენსის გამოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ძეგლია ალტაიში მდებარე „დენისის მღვიმესა" (47 000 წ) და "ზლატა კუნთან“ (ჩეხეთი, 47 000 წწ.) ერთად.

  • აგრეთვე, შესაძლოა "ორთვალა კლდის" გენეტიკური კვლევების შედეგად კიდევ ერთხელ გაეცეს პასუხი მეცნიერებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას - ხდებოდა თუ არა ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების შეჯვარება ჩვენს ტერიტორიაზე და როდის დაიწყო მათი თანაცხოვრება.

ძალიან მნიშვლეოვანია "ორთვალა კლდეში“ დადგენილი ის ფაქტი, რომ ნეანდერტალელები და შემდეგ ჰომო საპიენსები ძირითადად ერთ და იმავე სახეობაზე, კერძოდ, ჯიხვებზე ნადირობდნენ და რომ ეს გულისხმობს პალეოლითის ამ ეტაპებზე ერთგვარი სამონადირეო ტრადიციების არსებობას. ამას გარდა, "ორთვალა კლდე“ წარმოადგენს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ ძეგლს, სადაც აღმოჩნდა 43000 წლის წინანდელი მაკაკას ნაშთი, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ეპოქის სამხრეთ კავკასიისა და ზემო იმერეთის პალეოგარემო ხელახალ, უახლესი მეთოდებით კვლევებს საჭიროებს.

- რაც შეეხება მღვიმურ ძეგლებს?

- მეცნიერული თვალსაზრისით, რეგიონში ჩემს მიერ 2006-2007 წწ-ში ნაპოვნ ძეგლთაგან უმნიშვნელოვანესია ორი მღვიმური ძეგლი - "ბონდის მღვიმე" და "უნდო კლდე“. "ბონდის მღვიმე" გამორჩეულია იმით, რომ აქაც, ისევე როგორც ორთვალა კლდეში, აგრეთვე უნდო კლდეში დადგენილია როგორ შუა, ისე ზედა პალეოლითური ფენები (ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების). უმნიშვნელოვანესია ზედა პალეოლითის ფენებში ჰომო საპიენსის ორი კბილის აღმოჩენა (2007 წ. და 2020 წ). ისინი წარმოადგენენ საქართველოში გამოვლენილ ჰომოს საპიენსის უძველეს ძვლოვანი ნაშთებს -37/35 000 წწ. ორივე კბილი აუცილებლად შესასწავლია გენეტიკურად.

"უნდო კლდე" წარმოადგენს რელურად უნიკალურ მღვიმურ სადგომს, სადაც ისევე როგორც "ორთვალა კლდეში" და "ბონდის მღვიმეში", გვაქვს შუა და ზედა პალეოლითური ფენები. "უნდო კლდე", ზემოთ ნახსენები მღვიმეებისგან განსხვავებით წარმოადგენდა მონადირეთა დროებით, პერიოდულ ბანაკს. მღვიმე რამდენიმე დარბაზისგან შედგება. მღვიმის ერთ-ერთი დარბაზის კედელზე აღმოვაჩინეთ მღვიმური ხელოვნების ნიმუში კედელზე ამოკვეთილი, პატარა კაცუნას სიმბოლური გამოსახულების სახით. 80 მ-ის სიღრმის დერეფნის ბოლოს 49 მ-ის სიღრმე ვერტიკალური კარსტული ჭა, მთავარი ჭის დიამეტრი მიწის ზედაპირზე 7 მ-ია, ხოლო, ფსკერზე 3 მ. ჭის ფსკერზე აღმოჩნდა ნანადირევი ცხოველების უამრავი დანაწევრებული ნაშთი, აგრეთვე თანამედროვე ადამიანების (2-3 ინდივიდი) ჩონჩხების ფრაგმენტები. გავაკეთეთ ერთ-ერთი მათგანის თავის ქალას რეკონსტრუქციაც. ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს მათ მიერ გადაღებულ ფილმში ხაზი აქვთ გასმული იმ ფაქტზე, რომ უნდოს მღვიმეში მსოფლიოში ყველაზე დიდ სიღრმეზე (49-50 მ) მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. ამავე მღვიმეშია დადასტურებული მძლავრი მიწისძვრის კვალიც - მღვიმის ჭერიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა ქვეშ მოიყოლეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს ბევრ მღვიმურ დათვს, რომლებიც პერიოდულად (მონადირეთა მიერ დროებით მიტოვების დროს) ცხოვრობდნენ ამ მღვიმეში თავიანთ ოჯახებთან ერთად. უკანასკნელ დროს მივიღეთ ზედა პალეოლითის ერთ-ერთი ფენის თარიღიც - დაახლოებით 22 000 წელი. ეს თარიღი ეხმიანება ბონდისა და ძუძუანას მღვიმეების ზოგიერთი ფენის ასაკებს.

"ჯრუჭულის მღვიმე"

ზემო იმერეთში ჩატარებული გვაქვს ბევრი სადაზვერვო სამუშაო და აღმოჩენილი გვაქვს უამრავი ღია ცის ქვეშ მდებარე ქვედა და შუა პალეოლითური პუნქტი; ჩვენმა გუნდმა ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია ძალიან ბევრ ხელოვნურ გამოქვაბულში და დაადგინა, რომ გამოქვაბულების სისტემა წარმოადგენს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თანადროულ (მ-6-7 სს) ასევე სამონასტრო კომპლექსს, მორგებულს ზემო იმერეთის კლდოვან ლანდშაფტთან. 2019 წლიდან ვაწარმოებთ საზღვაო და წყალქვეშა, პრაქტიკულ და თეორიულ სამეცნიერო კვლევებს. შედეგად, გონიოს პირდაპირ, ზღვაში 2-3 კმ-ში აღმოვაჩინეთ დაძირული კუნძული, რომლის შესახებ უკვე ბევრი ვარაუდი გაგვაჩნია. მათგან ნაწილი ეხმიანება ძველბერძნულ წყაროებს, აგრეთვე, შუა საუკუნეების ევროპელ მოგზაურთა რუკებსაც. ვგეგმავთ მომავალშიც ყველა ზემოთ აღნიშნული მიმართულებით კვლევების გაგრძელებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით.