პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა
"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა

13-21 მა­ისს, ალ­ბა­ნე­თის ქა­ლაქ დუ­რეს­ში ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი 7-დან 17 წლამ­დე გო­გო­ნებ­სა და ჭა­ბუ­კებს შო­რის ჩა­ტარ­და. ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი 19 მო­ჭად­რა­კით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დიდი წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა - მო­ი­პო­ვა 8 სხვა­დას­ხვა სინ­ჯის მე­და­ლი (4 ოქრო, 2 ვერ­ცხლი და 2 ბრინ­ჯაო). ნაკ­რე­ბი­დან პირ­ველ ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს: 15 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში ანას­ტა­სია კირ­თა­ძემ (მწვრთნე­ლი გიგა ყუ­ფა­რა­ძე) 13 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში კე­სა­რია მგე­ლა­ძემ (მწვრთნე­ლი ნი­კო­ლოზ მა­ნა­გა­ძე), 11 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში ანას­ტა­სია ჭი­ჭი­ნა­ძე (მწვრთნე­ლი გია მე­ნაბ­დე), 9 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვილ­მა (მწვრთნე­ლი იო­სებ კვი­რი­აშ­ვი­ლი).

ოთხი­ვე მათ­გა­ნი მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­დე­რებ­ში იყ­ვნენ და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­პო­ვეს. ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ambebi.ge პა­ტა­რა მო­ჭად­რა­კე მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ წერ­და. მკი­თხველს სწო­რედ მა­შინ ვაც­ნო­ბეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ერთი წლით უფ­რო­სებ­ში) მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვილ­მა მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რი­თაც ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. ის ალ­ბა­ნეთ­ში ქა­ლაქ დუ­რეს­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, ბავ­შვის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბას ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცია აფი­ნან­სებ­და, თუმ­ცა ამ და­ფი­ნან­სე­ბა­ში მშობ­ლის გა­ყო­ლა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა კი ამ ტურ­ნირ­ზე ვერ მი­დი­ო­და, რად­გან ოჯახს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, რომ დედა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით წაჰ­ყო­ლო­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გო­გო­ნას გვერ­დით და­უდ­გა. მან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დე­დას­თან ერ­თად გამ­გზავ­რე­ბა შეძ­ლო და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

ნატო ტო­რო­შე­ლი­ძე, მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის დედა:

- ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი დახ­მა­რე­ბით მეც მო­ვა­ხერ­ხე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. მა­რი­ამ­მა ბევ­რი იბ­რძო­ლა. ტურ­ნი­რი ყო­ველ დღე ტარ­დე­ბო­და და სამ საათ-ნა­ხე­ვარს თა­მა­შობ­და. 7-დან 6 ქულა აიღო და 9 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში პირ­ველ ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ერთი წლით უფ­რო­სებს ეთა­მა­შე­ბო­და. ძა­ლი­ან დიდი შე­მარ­თე­ბით იყო... მო­მა­ვალ წელს ისევ ამ ასაკ­ში მო­უ­წევს ბრძო­ლა, რად­გან ირ­ლან­დი­ა­ში უკონ­კურ­სოდ მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც მო­რი­გი ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­დე­ბა... მად­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის­თვის, რომ გვერ­დით დაგ­ვიდ­გა. მა­რი­ა­მი იქ ცოტა შე­უძ­ლო­დაც გახ­და, მაგ­რამ თა­მაშ­ზე ამას არ უმოქ­მე­დია. იმ პე­რი­ოდ­ში 8 წლის ბავ­შვს გვერ­დით რომ არ ვყო­ლო­დი, ალ­ბათ, ჩემ გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ჩვენს ნო­მერ­ში 7 წლის გო­გო­ნა იყო, რომ­ლის დე­დამ უსახ­სრო­ბის გამო ვერ შეძ­ლო გა­მომ­გზავ­რე­ბა. ამი­ტომ ფე­დე­რა­ცი­ამ ის ბავ­შვი მე ჩა­მა­ბა­რა. ასე რომ, თქვენ­მა მკი­თხველ­მა არა მარ­ტო მა­რი­ა­მზე, იმ გო­გო­ნა­ზეც იზ­რუ­ნა. ორ ბავ­შვს ვუ­პატ­რო­ნე. პე­რი­ო­დუ­ლად დედა ენატ­რე­ბო­და. მე და მა­რი­ა­მი ვამ­შვი­დებ­დით. სო­ფია ლი­მარ­მა (მწვრთნე­ლი ხვი­ჩა ბახ­ტა­ძე) 7 წლამ­დე გო­გო­ნებ­ში ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

- მა­რი­ამ­მა მი­ზანს მი­აღ­წია, და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბაც შე­ას­რუ­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმე­დე­ბი არ გა­უმტყუ­ნა...

- კი, ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ გა­ვი­მარ­ჯვოო, ამის­თვის ძა­ლე­ბი არ და­უ­ზო­გავს.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი სტარ­ტია მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის...

- მე­ცა­დი­ნე გო­გოა. ამ ეტაპ­ზე ჯერ ად­რეა მო­მა­ვალ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ფიქ­რობს, გაჰ­ყვეს, არ და­კარ­გოს აქამ­დე მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი. მაგ­რამ ამ სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­საც დიდი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. ცუდი არ იქ­ნე­ბო­და, კერ­ძო პირი ან კომ­პა­ნია გა­მოჩ­ნდეს და თა­ვის თავ­ზე აი­ღოს მა­რი­ა­მის ტურ­ნი­რებ­ზე გამ­გზავ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა...

- რო­გო­რია მა­რი­ა­მის უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- 5 ივ­ნისს ბა­თუმ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მივ­დი­ვართ. ტურ­ნი­რი სწრაფ ჭად­რაკ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში რუ­მი­ნეთ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ლუწ ასაკ­ში) გა­ემ­გზავ­რე­ბა. ირ­ლან­დის ჩემ­პი­ო­ნა­ტი კი უკვე შემ­დეგ წელს ჩა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
1

ყოჩაღი გოგონა ხარ მარიამ წარმატებები დაგყვეს მუდამ, ღმერთო ხელი მოუმართე მარიამს.

ამო
0

ნიჭიერი ერი

ავტორი:

"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა

"მარიამი ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო" - 8 წლის მოჭადრაკე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაში ambebi.ge - ს მკითხველი დაეხმარა, ჩემპიონი გახდა

13-21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 19 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი და დიდი წარმატებით იასპარეზა - მოიპოვა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ნაკრებიდან პირველ ადგილი დაიკავეს: 15 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) 13 წლამდე გოგონებში კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე), 11 წლამდე გოგონებში ანასტასია ჭიჭინაძე (მწვრთნელი გია მენაბდე), 9 წლამდე გოგონებში მარიამ რეხვიაშვილმა (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).

ოთხივე მათგანი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერებში იყვნენ და ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვეს. ჩემპიონატამდე ambebi.ge პატარა მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილის სპორტული მიღწევებისა და წარმატების შესახებ წერდა. მკითხველს სწორედ მაშინ ვაცნობეთ, რომ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე (ერთი წლით უფროსებში) მარიამ რეხვიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ის ალბანეთში ქალაქ დურესში უნდა გამგზავრებულიყო, ბავშვის ჩემპიონატზე გამგზავრებას ჭადრაკის ფედერაცია აფინანსებდა, თუმცა ამ დაფინანსებაში მშობლის გაყოლა არ იყო გათვალისწინებული. მეორეკლასელი გოგონა კი ამ ტურნირზე ვერ მიდიოდა, რადგან ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ დედა საკუთარი ხარჯებით წაჰყოლოდა. გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ საზოგადოება გოგონას გვერდით დაუდგა. მან ჩემპიონატზე დედასთან ერთად გამგზავრება შეძლო და ჩემპიონიც გახდა.

ნატო ტოროშელიძე, მარიამ რეხვიაშვილის დედა:

- ჩვენი საზოგადოების დიდი დახმარებით მეც მოვახერხე ჩემპიონატზე წასვლა. მარიამმა ბევრი იბრძოლა. ტურნირი ყოველ დღე ტარდებოდა და სამ საათ-ნახევარს თამაშობდა. 7-დან 6 ქულა აიღო და 9 წლამდე გოგონებში პირველ ადგილი დაიკავა. ერთი წლით უფროსებს ეთამაშებოდა. ძალიან დიდი შემართებით იყო... მომავალ წელს ისევ ამ ასაკში მოუწევს ბრძოლა, რადგან ირლანდიაში უკონკურსოდ მიიწვიეს, სადაც მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება... მადლობა საზოგადოებას იმისთვის, რომ გვერდით დაგვიდგა. მარიამი იქ ცოტა შეუძლოდაც გახდა, მაგრამ თამაშზე ამას არ უმოქმედია. იმ პერიოდში 8 წლის ბავშვს გვერდით რომ არ ვყოლოდი, ალბათ, ჩემ გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. ჩვენს ნომერში 7 წლის გოგონა იყო, რომლის დედამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო გამომგზავრება. ამიტომ ფედერაციამ ის ბავშვი მე ჩამაბარა. ასე რომ, თქვენმა მკითხველმა არა მარტო მარიამზე, იმ გოგონაზეც იზრუნა. ორ ბავშვს ვუპატრონე. პერიოდულად დედა ენატრებოდა. მე და მარიამი ვამშვიდებდით. სოფია ლიმარმა (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) 7 წლამდე გოგონებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- მარიამმა მიზანს მიაღწია, დადებული პირობაც შეასრულა და საზოგადოებას იმედები არ გაუმტყუნა...

- კი, ამბობდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოო, ამისთვის ძალები არ დაუზოგავს.

- ეს ყველაფერი სერიოზული სტარტია მომავალი წარმატებებისთვის...

- მეცადინე გოგოა. ამ ეტაპზე ჯერ ადრეა მომავალზე ლაპარაკი, მაგრამ ფიქრობს, გაჰყვეს, არ დაკარგოს აქამდე მოპოვებული შედეგები. მაგრამ ამ სპორტულ კარიერასაც დიდი თანხები სჭირდება. ცუდი არ იქნებოდა, კერძო პირი ან კომპანია გამოჩნდეს და თავის თავზე აიღოს მარიამის ტურნირებზე გამგზავრების დაფინანსება...

- როგორია მარიამის უახლოესი გეგმები?

- 5 ივნისს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივართ. ტურნირი სწრაფ ჭადრაკში გაიმართება. სექტემბრის პირველ ნახევარში რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე (ლუწ ასაკში) გაემგზავრება. ირლანდის ჩემპიონატი კი უკვე შემდეგ წელს ჩატარდება.