Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას - ის ახალ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა" - გუბაზ სანიკიძე
"ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას - ის ახალ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა" - გუბაზ სანიკიძე

ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, ღა­რი­ბაშ­ვილს მა­ნევ­რი აღარ დარ­ჩე­ბა. ბი­ძი­ნა {ივა­ნიშ­ვი­ლი} უკ­რა­ი­ნის დრო­შით გა­მო­ვა, უკან ექ­ნე­ბა ზე­ლენ­სკის სუ­რა­თი და დაგ­მობს ღა­რი­ბაშ­ვილს და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ის ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს ქმნის: ეს არის სერ­გე­ენ­კო, ყი­ფი­ა­ნი, კუ­ჭა­ვა და კი­დევ ვი­ღა­ცე­ბი. არ არ­სე­ბობს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რა­ი­მე საქ­მეს აკე­თებ­დეს და "მარ­ქა­ფა“ პრო­ექ­ტი არ ჰქონ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ნი­კი­ძე გან­მარ­ტავს, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბით არ გავა.

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მის­თვის უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იყოს მი­ცე­მუ­ლი. ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეა, ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის­კენ მი­აბ­რუ­ნა. მგო­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ის პერ­სო­ნა, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­სა­მარ­თლებს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ მთავ­რო­ბით არ­ჩევ­ნებ­ში გას­ვლას არ აპი­რებს, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი წა­გე­ბა აქვს.

ჩვენ ვნა­ხავთ სუ­რათს, რო­დე­საც გა­სა­ბე­რი კა­მე­რე­ბით გა­და­ცუ­რა­ვენ რუ­სე­ბი ქერ­ჩის ყუ­რეს. ამას ძა­ლი­ან მალე ვი­ხი­ლავთ. ყი­რი­მის და­კარ­გვას შე­ე­წი­რე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბია, არც "ფე-ეს-ბე“ მუ­შა­ობს, არც არ­მია, არც თვით­მმარ­თვე­ლო­ბა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და პუ­ტი­ნი რა­ღა­ცას მო­ა­ბა­მენ თავს?! ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, ღა­რი­ბაშ­ვილს მა­ნევ­რი აღარ დარ­ჩე­ბა. ბი­ძი­ნა გა­მო­ვა უკ­რა­ი­ნის დრო­შით, უკან ექ­ნე­ბა ზე­ლენ­სკის სუ­რა­თი და დაგ­მობს ღა­რი­ბაშ­ვილს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს შექ­მნის, ქმნის უკვე, ეს არის: სერ­გე­ენ­კო, ყი­ფი­ა­ნი, კუ­ჭა­ვა და კი­დევ ვი­ღა­ცე­ბი. არ არ­სე­ბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ი­მე საქ­მეს აკე­თებ­დეს და "მარ­ქა­ფა“ პრო­ექ­ტი არ ჰქონ­დეს, პერ­სო­ნე­ბი გა­და­ნა­ხუ­ლი ჰყავს“,- აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმ­დე­ნი აქვს "მი­ქა­რუ­ლი და მირ­თმე­უ­ლი“ და­მა­ტე­ბი­თი ცი­ხე­ე­ბის აშე­ნე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

"რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა არის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა და ამ პრობ­ლე­მე­ბით ვაჭ­რო­ბა. ჩვენ გვინ­და, რუ­სე­თის ჩეჩ­მა­ში ვი­ყოთ?! "სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­ზე“ სა­უბ­რო­ბენ სულ. შე­კი­თხვა მაქვს იდი­ო­ტებ­თან და ნა­ძი­რა­ლებ­თან: ჯო­ყო­ლას, რომ სცოდ­ნო­და მის წინ მო­სის­ხლე მტე­რი დგას, ციხე-კოშკში და­პა­ტი­ჟებ­და? ცოლს, აღა­ზას გა­აც­ნობ­და?! აფგან მუხ­თარ­ლი, რომ გა­თო­კეთ, ტო­მა­რა გა­და­აც­ვით და ისე გა­და­იყ­ვა­ნეთ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მა­შინ არ გახ­სოვ­დათ "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“?! სულ­გა­ყი­დუ­ლე­ბი და "ფე­ი­კე­ბი“ ხართ. გინ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბა, "სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა“, სა­ხა­რე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში "ფე­ი­კე­ბით“ ხართ. "ქო­ცე­ბის“ "ლი­დერ­ში­ფის“ ამო­ცა­ნაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ეყა­როთ და გა­მოხ­რათ ეს ქვე­ყა­ნა. გე­ში­ნი­ათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის. ნე­ბის­მი­ე­რი შემ­დე­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიშ­ვებთ ცი­ხე­ში. რო­გორც ჩანს, და­მა­ტე­ბი­თი ცი­ხე­ე­ბის აშე­ნე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა იმ­დე­ნი გაქვთ მი­ქა­რუ­ლი და მირ­თმე­უ­ლი. ამის გე­ში­ნი­ათ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ “ჭიპ­ლა­რით ვართ მიბ­მუ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე“.

"თუ მო­ი­გებს უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლე­თის­კენ წავა. თუ წა­ა­გებს უკ­რა­ი­ნა, ჩვენ დავ­რჩე­ბით რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, იქ­ნე­ბა თუ არა ჩარ­თუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. რო­გორც სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­სა­წყვე­ტია“.

"რაც არ უნდა ვი­ძა­ხოთ, რომ მიშა არ არ­სე­ბობს, მიშა არ­სე­ბობს და ფაქ­ტო­რია. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია. ნუ­რა­ვის ეწყი­ნე­ბა. თუ ვინ­მეს სწყინს, ჩემ­ზე კი ნუ მო­უ­ვათ გული, იმუ­შა­ონ და უფრო მეტი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვონ. 10-11 წელი სა­ა­კაშ­ვი­ლი ამათ არ უშ­ლი­დათ ხელს. რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი რჩე­ბა, ისე­ვე რო­გორც რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა­ში რჩე­ბა ნა­ვალ­ნი. ნე­ბის­მი­ერ პირ­ველ დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ი­გებს ნა­ვალ­ნი“, - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
0

ზელენსკის სურათი უკან? რა ადგილას?

ტროლისტანო !
8

სასწრაფოდ აქეთ, ძვირდება კარტოფილი და თან რუსეთმაც ჭირი მოგჭამათ მალე!

ავტორი:

"ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას - ის ახალ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა" - გუბაზ სანიკიძე

"ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას - ის ახალ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა" - გუბაზ სანიკიძე

ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა {ივანიშვილი} უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას. ის ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნის: ეს არის სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი რაიმე საქმეს აკეთებდეს და "მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც სანიკიძე განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის პრემიერობით არ გავა.

"ღარიბაშვილი მისთვის უკეთეს შემთხვევაში გადაყენებული იქნება, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ქვეყნის მოღალატეა, ქვეყანა რუსეთისკენ მიაბრუნა. მგონია, რომ ღარიბაშვილი იქნება ის პერსონა, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება გაასამართლებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობით არჩევნებში გასვლას არ აპირებს, გარანტირებული წაგება აქვს.

ჩვენ ვნახავთ სურათს, როდესაც გასაბერი კამერებით გადაცურავენ რუსები ქერჩის ყურეს. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ყირიმის დაკარგვას შეეწირება ვლადიმერ პუტინი. სისტემური პრობლემებია, არც "ფე-ეს-ბე“ მუშაობს, არც არმია, არც თვითმმართველობა. ღარიბაშვილი და პუტინი რაღაცას მოაბამენ თავს?! ახალ რეალობაში, ღარიბაშვილს მანევრი აღარ დარჩება. ბიძინა გამოვა უკრაინის დროშით, უკან ექნება ზელენსკის სურათი და დაგმობს ღარიბაშვილს, ამ ხელისუფლებას. ახალ პოლიტიკურ გუნდს შექმნის, ქმნის უკვე, ეს არის: სერგეენკო, ყიფიანი, კუჭავა და კიდევ ვიღაცები. არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს რაიმე საქმეს აკეთებდეს და "მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს, პერსონები გადანახული ჰყავს“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას“ იმდენი აქვს "მიქარული და მირთმეული“ დამატებითი ციხეების აშენება გახდება საჭირო.

"რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა არის პრობლემების შექმნა და ამ პრობლემებით ვაჭრობა. ჩვენ გვინდა, რუსეთის ჩეჩმაში ვიყოთ?! "სტუმარ-მასპინძელზე“ საუბრობენ სულ. შეკითხვა მაქვს იდიოტებთან და ნაძირალებთან: ჯოყოლას, რომ სცოდნოდა მის წინ მოსისხლე მტერი დგას, ციხე-კოშკში დაპატიჟებდა? ცოლს, აღაზას გააცნობდა?! აფგან მუხთარლი, რომ გათოკეთ, ტომარა გადააცვით და ისე გადაიყვანეთ აზერბაიჯანში, მაშინ არ გახსოვდათ "სტუმარ-მასპინძელი“?! სულგაყიდულები და "ფეიკები“ ხართ. გინდა ქრისტიანობა, "სტუმარ-მასპინძლობა“, სახარება, ყველაფერში "ფეიკებით“ ხართ. "ქოცების“ "ლიდერშიფის“ ამოცანაა ხელისუფლებაში ეყაროთ და გამოხრათ ეს ქვეყანა. გეშინიათ პასუხისმგებლობის. ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გაგიშვებთ ციხეში. როგორც ჩანს, დამატებითი ციხეების აშენება დაგვჭირდება იმდენი გაქვთ მიქარული და მირთმეული. ამის გეშინიათ“, - აღნიშნა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ჭიპლარით ვართ მიბმულები უკრაინაზე“.

"თუ მოიგებს უკრაინა, საქართველო დასავლეთისკენ წავა. თუ წააგებს უკრაინა, ჩვენ დავრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ჩართული მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, "ეს სააკაშვილის გადასაწყვეტია“.

"რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მიშა არ არსებობს, მიშა არსებობს და ფაქტორია. ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერია. ნურავის ეწყინება. თუ ვინმეს სწყინს, ჩემზე კი ნუ მოუვათ გული, იმუშაონ და უფრო მეტი ავტორიტეტი მოიპოვონ. 10-11 წელი სააკაშვილი ამათ არ უშლიდათ ხელს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი რჩება, ისევე როგორც რუსეთის პოლიტიკაში რჩება ნავალნი. ნებისმიერ პირველ დემოკრატიულ არჩევნებში მოიგებს ნავალნი“, - აღნიშნა სანიკიძემ.