საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე: რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?
"ბოლო დროს საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე: რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის 8 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ძი­რი­თა­დად სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის და შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნებ­ში, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მათ­გან 6 პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­ე­წე­რა, 2 პა­ცი­ენ­ტი კი აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფექ­ცი­ის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი არი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ში­ნა­უ­რი და გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც ტკი­პე­ბი პა­რა­ზი­ტო­ბენ.

„ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა - რა უნდა იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის 8 შემ­თხვე­ვა, ძი­რი­თა­დად სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის და შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნებ­ში. რვა­ვე პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბულ იქნა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში. ყვე­ლა გა­დარ­ჩა. 6 მათ­გა­ნი უკვე გა­ე­წე­რა, 2 პა­ცი­ენ­ტი აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

ცხე­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა გა­ნე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებს, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით: 10-40% (ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია), მა­ღა­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბით და ეფექ­ტი­ა­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის/ვაქ­ცი­ნე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად არარ­სე­ბო­ბით. გა­ნი­ხი­ლე­ბა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის რი­ბა­ვი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე ჯერ-ჯე­რო­ბით არ არის.

ინ­ფექ­ცი­ის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი არი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ში­ნა­უ­რი და გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი (თაგ­ვე­ბი, ზღარ­ბე­ბი, კურ­დღლე­ბი, ძრო­ხე­ბი, ცხვრე­ბი, თხე­ბი და სხვ.), რომ­ლებ­ზეც ტკი­პე­ბი პა­რა­ზი­ტო­ბენ.

ადა­მი­ა­ნე­ბის 80-90% ინ­ფი­ცირ­დე­ბა ტკი­პე­ბის ნაკ­ბე­ნის, ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის/სა­ქონ­ლის სის­ხლთან ან ქსო­ვი­ლებ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად (მა­გა­ლი­თად ცხო­ვე­ლის დაკ­ვლის დროს). ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე ვირუ­სის გა­და­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლთან და/ან ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან შე­ხე­ბი­სას (რის­კი მა­ღა­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ან გვამ­თან შე­ხე­ბის დროს). შე­სა­ბა­მი­სად, რის­კის ჯგუ­ფებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­კე­ბი, მე­სა­ქონ­ლე­ე­ბი, ცხო­ველ­თა სა­საკ­ლა­ოს მუ­შა­კე­ბი, ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი, მოგ­ზა­უ­რე­ბი (ყი­რიმ–კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის ენ­დე­მი­ურ რე­გი­ო­ნებ­ში) და

სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფექ­ცია ძი­რი­თა­დად გხვდე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში (ახალ­ცი­ხის, ადი­გე­ნის, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნე­ბი) და შიდა ქარ­თლში (კას­პის, ხა­შუ­რის, გო­რის რა­ი­ო­ნე­ბი), თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გხვდე­ბა სხვა რა­ი­ო­ნებ­შიც. ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად გხვდე­ბა აპ­რილ-მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე - როცა ტკი­პე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ 2022 წელს ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის 47 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მათ­გან 39 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობ­და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში, ხოლო 8 პა­ცი­ენ­ტი - სხვა კლი­ნი­კებ­ში. 2022 წელს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში ნამ­კურ­ნა­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტებს შო­რის არ­ცერ­თი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. სხვა კლი­ნი­კებ­ში მყო­ფი 8 პა­ცი­ენ­ტი­დან გარ­და­იც­ვა­ლა 3 პა­ცი­ენ­ტი.

შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წელს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნილ ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტებ­ში ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა შე­ად­გე­ნა 6,4%-ს, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ხოლო ბოლო 10 წლის მან­ძილ­ზე ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 10-11%-ია, რაც ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა იწყე­ბა უეც­რად და ახა­სი­ა­თებს შემ­დგო­მი სიმპტო­მე­ბი: თა­ვის ტკი­ვი­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, თვა­ლე­ბის, სა­ხის და კის­რის მი­და­მოს სი­წით­ლე, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი (წი­თე­ლი, ყა­ვის­ფე­რი ან ია­სამ­ნის­ფე­რი ლა­ქე­ბი კან­ზე), სის­ხლდე­ნა ღრძი­ლე­ბი­დან და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, გა­მო­ნა­ყა­რი (პე­ტე­ქი­უ­რი, მა­კუ­ლო-პა­პუ­ლო­ზუ­რი) სახ­სრე­ბი­სა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში, ღე­ბი­ნე­ბა, სიყ­ვით­ლე, სის­ხლში თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, ლე­ი­კო­პე­ნია და სხვ. შე­საძ­ლოა იყოს ფარ­დო­ბი­თი ბრა­დი­კარ­დია.

დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბა ხდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით (PCR ტეს­ტი, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და სხვ.). მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს, რო­გორც ან­ტი­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბას (რი­ბა­ვი­რი­ნით), ისე დამ­ხმა­რე და სიმპტო­მურ თე­რა­პი­ას.

და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია გუ­ლის­ხმობს: ტკი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ პი­რა­დი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის დაც­ვას (სპე­ცტან­საც­მე­ლი, რე­ზი­ნის ფეხ­საც­მე­ლი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი); ტან­საც­მლის და ფეხ­საც­მლის და­მუ­შა­ვე­ბას აკა­რა­ცი­დე­ბით (ტკი­პე­ბის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბით); კა­ნის რე­პე­ლენ­ტე­ბის (მწე­რე­ბის, ტკი­პე­ბის და­მაფრ­თხობ­ლე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბას; ავად­მყო­ფი ცხო­ვე­ლის იზო­ლა­ცი­ას; სა­ქონ­ლის დაკ­ვლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და სხვ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტკი­პა ადა­მი­ა­ნის კა­ნი­დან მო­ცი­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მალე პინ­ცე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ისე რომ კან­ში არ ჩარ­ჩეს ტკი­პის პი­რის ნა­წი­ლე­ბი. ტკი­პის მო­შო­რე­ბის შემ­დეგ ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლი და ხე­ლე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა და­მუ­შავ­დეს ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით, ან საპ­ნი­თა და წყლით.

და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მო­სავ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტმა და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რათა ექი­მის მიერ მოხ­დეს დრო­უ­ლი და ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო აგ­რეთ­ვე ოჯა­ხის ექი­მებს და კლი­ნი­კებს, რომ ვი­ნა­ი­დან ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებს მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით, სა­სურ­ვე­ლია, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­ეჭ­ვო ყვე­ლა ავად­მყო­ფი გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნას ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში, რო­მელ­თაც აქვთ ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა”,-წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი ჯიგიტი.
2

ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენ გვიცავს ლუგარი.

`
0

კაი ენის იყავი თუ კაცი ხარ ,ეხლა ყირიმ კონგო და მოზამბიკი გვაკლდა კიდევ:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ბოლო დროს საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე: რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?

"ბოლო დროს საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე: რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე?

ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მათგან 6 პაციენტი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი კი აგრძელებს მკურნალობას.

მისივე თქმით, ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.

„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ.

ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის.

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.

ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს). შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და

საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი.

შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგენა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია.

დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას.

დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები. ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით.

დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნას ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება”,-წერს ცერცვაძე.