ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. სოხუმში სროლების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა.
ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ სააგენტო „აფსნიპრესს“ მკვლელობის ფაქტი დაუდასტურა.
"ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მომხდარის გარემოებები ზუსტდება, ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“ - განაცხადა მან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დაჭრილია 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.