სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ სვანეთს - "ქართული კუთხეების ფესტივალი" გრძელდება
ვმასპინძლობთ სვანეთს - "ქართული კუთხეების ფესტივალი" გრძელდება

3 და 4 ივ­ნისს, წის­ქვი­ლის ეზოს სტუმ­რე­ბი, „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის“ ფარ­გლებ­ში, ამ­ჯე­რად სვა­ნეთ­ში იმოგ­ზა­უ­რე­ბენ, გა­ეც­ნო­ბი­ან მის კულ­ტუ­რა­სა და და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ სვა­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­მორ­ჩე­ულ გე­მო­ებს. სვა­ნე­თი, იმე­რე­თის შემ­დეგ, მე­ო­რე კუ­თხეა, რო­მელ­საც „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფი“ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს წა­რუდ­გენს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ის­მენს სვა­ნუ­რი ფოლკ­ლო­რის ავ­თენ­ტურ ნი­მუ­შებს, რის­თვი­საც ფეს­ტი­ვალს სვა­ნე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ეს­ტუმ­რე­ბა ას­წლო­ვა­ნი ან­სამ­ბლი „რიჰო“. სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ისი­ა­მოვ­ნონ ან­სამ­ბლ „ლალ­ხო­რის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბი­თაც.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე“ მო­ე­წყო­ბა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და მას­ტერკლა­სე­ბი, სა­დაც მსურ­ვე­ლე­ბი თა­ვად მო­ამ­ზა­დე­ბენ სვა­ნურ კერ­ძებს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუმ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ არა მხო­ლოდ ამ კუ­თხის ავ­თენ­ტურ გე­მო­ებს, არა­მედ გა­ეც­ნო­ბი­ან მის გას­ტრო­ნო­მი­ულ სი­ახ­ლე­ებ­საც.

წის­ქვი­ლის ეზო­ში მო­ე­წყო­ბა სა­ბავ­შვო ზო­ნაც, სა­დაც ბავ­შვებს შე­ეძ­ლე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე“ პირ­ვე­ლი იმე­რე­თი წარ­სდგა. ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დიდი იყო და გვი­ხა­რია, რომ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახალ­მა წა­მო­წყე­ბამ გა­ა­მარ­თლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, იმე­რე­თის მსგავ­სად, სვა­ნე­თის დღე­ე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სტუმ­რე­ბის­თვის. ამის­თვის ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ. გე­ლით სვა­ნეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ და კი­დევ ერთი შა­ბა­თი-კვი­რის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სა­ტა­რებ­ლად“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით წელს პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა, თუმ­ცა მას ყო­ველ­წლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მა და ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა თუ უცხო­ელ სტუმ­რებს და ხელი შე­უ­წყოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

სვა­ნე­თის დღე­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გა­და­დით ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვმასპინძლობთ სვანეთს - "ქართული კუთხეების ფესტივალი" გრძელდება

ვმასპინძლობთ სვანეთს - "ქართული კუთხეების ფესტივალი" გრძელდება

3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება მოისმენს სვანური ფოლკლორის ავთენტურ ნიმუშებს, რისთვისაც ფესტივალს სვანეთიდან სპეციალურად ესტუმრება ასწლოვანი ანსამბლი „რიჰო“. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ანსამბლ „ლალხორის“ გამორჩეული შესრულებითაც.

„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასები, სადაც მსურველები თავად მოამზადებენ სვანურ კერძებს. ორი დღის განმავლობაში, სტუმრები აღმოაჩენენ არა მხოლოდ ამ კუთხის ავთენტურ გემოებს, არამედ გაეცნობიან მის გასტრონომიულ სიახლეებსაც.

წისქვილის ეზოში მოეწყობა საბავშვო ზონაც, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებში.

„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ პირველი იმერეთი წარსდგა. ინტერესი ძალიან დიდი იყო და გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფის“ ახალმა წამოწყებამ გაამართლა. დარწმუნებული ვართ, იმერეთის მსგავსად, სვანეთის დღეებიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება სტუმრებისთვის. ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორები, მონაწილეები და მხარდამჭერები ძალისხმევას არ იშურებენ. გელით სვანეთში სამოგზაუროდ და კიდევ ერთი შაბათი-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივით წელს პირველად ტარდება, თუმცა მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად ჩამოყალიბდება. ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოგზაურობის განსხვავებული გამოცდილება შესთავაზოს ადგილობრივებსა თუ უცხოელ სტუმრებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას.

სვანეთის დღეების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS