მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრეისერ "მოსკოვიდან" ბელგოროდის "სპეცოპერაციამდე" - 5 სირცხვილი, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ იწვნია
კრეისერ "მოსკოვიდან" ბელგოროდის "სპეცოპერაციამდე" -  5  სირცხვილი, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ  იწვნია

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 მა­ისს, რუსი პარ­ტი­ზა­ნე­ბი - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთს“ და "რუს მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში შე­იჭრ­ნენ. შე­დე­გად პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დამ, რო­მე­ლიც კი­ე­ვის და­ცე­მას სამ დღე­ში ვა­რა­უ­დობ­და, ომის 453-ე დღეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ მი­ი­ღო...

ასე­თი "თავ­ხე­დუ­რი და "ხუ­ლიგ­ნუ­რი" შეჭ­რა", რო­მე­ლიც ქა­ლაქ გრა­ი­ვო­რო­ნამ­დე გაგ­რძელ­და, რუ­სე­თის­თვი­საც კი, სა­დაც კო­რუფ­ცი­ის "ოქ­როს ხანა" დგას და გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ რის­თვის უნდა აგოს პა­სუ­ხი, უჩ­ვე­უ­ლოა.

  • რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მომ­ხდა­რის შე­ფა­სე­ბი­სას ოკუ­პან­ტებ­ში აზრი გა­ი­ყო:

პრო­პა­გან­დის­ტებ­მა "ბუნ­კე­რის დიქ­ტა­ტო­რი" და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­იც­ვეს. "ეს იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნევ­რი, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ა­წყვეს. მათ მტე­რი გან­გებ შე­მო­ი­ტყუ­ეს სიღ­რმე­ში, რომ მარ­ტი­ვად გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ", - წე­რენ პუ­ტი­ნის­ტე­ბი.

"ტე­ლეგ­რამ­ში" სამ­ხედ­რო წყა­რო­ებს მეტ-ნაკ­ლე­ბად სწო­რი პო­ზი­ცია ჰქონ­დათ. ისი­ნი თვე­ზე მე­ტია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ იგეგ­მე­ბო­და მსგავ­სი დი­ვერ­სი­უ­ლი შე­მო­ტე­ვა, თუმ­ცა "მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე არ­მი­ის“ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მო­რიგ ჯერ­ზე ბრძნუ­ლი იე­რით ირი­დებ­დნენ გაფრ­თხი­ლე­ბებს. რო­გორ წესი, მათ თავი უნაკ­ლო ჰგო­ნი­ათ, არას­დროს არა­ფე­რი ეშ­ლე­ბათ.

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პრი­გო­ჟინ­მაც:

"ეს არის მმარ­თვე­ლო­ბის არ­ქო­ნა და სა­ხელ­მწი­ფო ფუ­ლის ფლან­გვა. ნაც­ვლად იმი­სა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი ფულს იპა­რავს, ნა­წი­ლი - არა­ფერს აკე­თებს".

უკვე მე­ო­რე დღეა პა­ტარ-პა­ტა­რა შე­ტა­კე­ბე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გან­დევ­ნეს თუ არა ბო­ლომ­დე პარ­ტი­ზა­ნე­ბი ბელ­გო­რო­დის ოლ­ქი­დან, ჯერ ისევ უც­ნო­ბია.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ამ­ბა­ვი რუ­სე­თის იმი­ჯის­თვის ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა და ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა შავ ლა­ქად.

თუმ­ცა ეს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი სირ­ცხვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, რო­დე­საც "რო­ლექ­სი­ან­მა“ სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, პარ­კე­ტის გე­ნერ­ლებ­მა და პრო­პა­გან­დის­ტებ­მა ვერ გათ­ვა­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შე­დე­გე­ბი, იმ წუ­თი­დან და­ი­წყო მათი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო შერ­ცხვე­ნა... და თან ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვთ!

დღეს გა­გახ­სე­ნებთ ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის კი­დევ 4 სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბავს, რაც ამ ომში შე­ემ­თხვათ, შემ­დეგ კი კი­დევ უფრო და­მამ­ცი­რებ­ლად გა­ა­მარ­თლეს.

  • კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი"

ულა­მა­ზეს ოდე­სას რო­დე­საც მო­ივ­ლით, დი­დად ისი­ა­მოვ­ნებთ ცნო­ბილ ოდე­სურ-ებ­რა­უ­ლი ხუმ­რო­ბე­ბით, იქა­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, შავი ზღვის ლაჟ­ვარ­დე­ბით თუ მზი­ა­ნი სა­ნა­პი­რო­თი, თუმ­ცა მთლად გან­ცხრო­მა­ში იქ­ნე­ბით, როცა წარ­მო­იდ­გენთ, რომ ოდე­სი­დან სამ­ხრე­თით, ზღვის ფსკერ­ზე მშვი­დად გა­ნის­ვე­ნებს რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სი­ა­მა­ყე კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი".

2022 წლის 14 აპ­რი­ლამ­დე 750 - მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი კრე­ი­სე­რი - შავი ზღვის ფლო­ტის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ძალა იყო. ის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფრთო­სა­ნი "ვულ­კა­ნე­ბით“ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მათ 1000 კმ-იანი საბ­რძო­ლო რა­დი­უ­სი გა­აჩ­ნი­ათ, რომ­ლის მი­ზა­ნიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ავი­ა­გა­დამ­ზი­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა იყო. "მოს­კოვს" ასე­ვე უნდა ეთა­მა­შა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოდე­სი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­დე­სან­ტო ოპე­რა­ცია შედ­გე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, კრე­ი­სერს უკ­რა­ი­ნის წარ­მო­ე­ბუ­ლი "ნეპ­ტუ­ნის“ რა­კე­ტა მოხ­ვდა, რა­მაც ხო­მალ­დზე ხან­ძა­რი, შემ­დეგ კი მისი ჩა­ძირ­ვა გა­მო­იწ­ვია.

ამ უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გის შემ­დეგ, ფლო­ტის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, შორს მოქ­მე­დი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა, რუ­სებ­მა შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ის­რო­ლეს, რი­თაც მათი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კი­დევ უფრო შე­ი­ზღუ­და.

რუ­სე­თის შავი ზღვის ფლოტ­ში "მოს­კო­ვის“ რან­გის მე­ო­რე ხო­მალ­დი ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში კრე­ი­სერს ყვე­ლა­ნა­ი­რი ია­რა­ღი გა­აჩ­ნდა, რომ "ნეპ­ტუ­ნი“ ან მისი მსგავ­სი ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა მო­ე­გე­რი­ე­ბი­ნა.

თუმ­ცა...

თით­ქმის 1.5-წლი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, "მოს­კო­ვი“ რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ და­ნა­კარ­გად რჩე­ბა.

  • რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის შავი დღე

13 მა­ისს, ბრი­ანსკის ოლ­ქში, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის­თვის მარ­თლაც შავი დღე გა­თენ­და... ბრი­ანსკი, ისე­ვე რო­გორც ბელ­გო­რო­დი და კურსკი, სა­სა­ზღვრო ოლ­ქია. რუ­სე­თის მხრი­დან მათი ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი გა­მაგ­რე­ბუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ტაქ­ტი­კურ-ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბით ზოგ­ჯერ რე­ი­დებს აწყო­ბენ. თუმ­ცა რაც 13 მა­ისს მოხ­და, ნამ­დვი­ლად "უა­ნა­ლო­გო“ იყო.

რუ­სუ­ლი ავი­აჯ­გუ­ფი, რო­მე­ლიც მი-8 ტი­პის ორი შვე­ულფ­რე­ნი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის სუ-34-ისა და სუ-35-ის­გან შედ­გე­ბო­და, ბრი­ანსკის ოლ­ქში, ჰა­ერ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს. სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის ეკი­პა­ჟის ვერ­ცერ­თი წევ­რი ვერ გა­დარ­ჩა.

ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე რუ­სულ­მა მხა­რემ უკ­რა­ი­ნუ­ლი ავი­ა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის კო­ლო­სა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ოკუ­პან­ტებ­მა მი­ზა­ნი ასე თუ ისე შე­ას­რუ­ლეს. აე­როდ­რო­მებ­თან ერ­თად, სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნა­წი­ლი ჰა­ერ­შიც გა­ა­ნად­გუ­რეს, რაც დიდი ზა­რა­ლი იყო უკ­რა­ი­ნის­თვის.

ავი­ა­ცი­ის და­ნაკ­ლი­სი უკ­რა­ი­ნამ თან­და­თან ან­ტი­სა­რა­კე­ტო, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი­თა და შორს მსრო­ლე­ლი რა­კე­ტე­ბით და­ა­ბა­ლან­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­ანსკის შემ­თხვე­ვას, რო­გორც სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი წე­რენ, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის ავი­ა­მარ­შრუ­ტი. ამას მკი­თხა­ო­ბაც არ უნ­დო­და. თით­ქმის ერთი წე­ლია "ბრძე­ნი“ რუ­სე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაფ­რი­ნავ­დნენ, არ­ღვევ­დნენ რა თავ­დაც­ვის ყვე­ლა სა­ბა­ზი­სო წესს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ბო­ლომ­დე თა­ვი­სას გა­ი­ტან­დნენ...

სუ-34 და სუ-35 მე-4 თა­ო­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. სუ-35 მო­წი­ნა­ვე რუ­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით არის სავ­სე. ორი­ვე თა­ვის კლას­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დია. მათი გა­ნად­გუ­რე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, თან ერთ დღეს, თა­ნაც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­თი რამე დიდ­წი­ლად მხო­ლოდ რუ­სე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა კი ეს კარ­გად გა­მო­იყ­ნეს და პან­ტა-პუნ­ტით ჩა­მო­უგ­დეს ნა­ქე­ბი ტექ­ნი­კა. ჯამ­ში და­ნა­კარ­გი 108 მი­ლი­ონ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა.

  • ხარ­კოვ-ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბის დათ­მო­ბა

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცირ­კის მთა­ვა­რი არ­ტის­ტი იგორ კო­ნა­შენ­კო­ვი ხში­რად სრულ აბ­სურ­დს "ქა­და­გებს“, მაგ­რამ მისი მხრი­და­ნაც კი მო­რი­გი "ფსკე­რის ჩა­ხე­ვა" იყო, რო­დე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ქა­ო­სურ გა­მოქ­ცე­ვას და ტექ­ნი­კის სა­მარ­ცხვი­ნო მი­ტო­ვე­ბას ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქებ­ში, "ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი უკან და­ხე­ვა“ და "ხელ­საყ­რელ პო­ზი­ცი­ებ­ზე“ გა­დას­ვლა და­არ­ქვა.

გა­სუ­ლი წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი და ცალ­კე­უ­ლი "ტე­ლეგ­რამ" არ­ხე­ბი წერ­დნენ, რომ ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის ნი­შა­ნი იყო... ვრცელ­დე­ბო­და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბიც. თუმ­ცა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იმ­ჩნევ­დნენ. "პარ­კე­ტის გე­ნერ­ლე­ბი“ იმ­დე­ნად იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის უუ­ნა­რო­ბა­ში, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც კი არ აწარ­მო­ეს. რო­დე­საც "ჰა­ი­მა­რე­სე­ბით“ სიღ­რმე­ებ­ში აე­როდ­რო­მებს, სა­წყო­ბებ­სა და საკ­ვან­ძო წერ­ტი­ლებს ანად­გუ­რებ­დნენ, მა­ში­ნაც ხი­ზი­ლა­ლას მი­ირ­თმევ­დნენ და ფიქ­რობ­დნენ, - კონ­ტრშე­ტე­ვის წინა პი­რო­ბებს ეს არ ჰგავ­სო.

მოხ­და ისე, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, უბ­რძოლ­ვე­ლად, მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ტა­კე­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­იბ­რუ­ნა ის, რისი აღე­ბაც რუ­სეთს 7-8 თვე უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის ფა­სად და­უჯ­და. სრუ­ლი ქა­ო­სი, გა­უ­მარ­თა­ვი კავ­ში­რი, არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი დაზ­ვერ­ვა, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა - მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმის, რაც "მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე არ­მი­ას“ ახა­სი­ა­თებს კრი­ზი­სის დროს...

კონ­ტშე­ტე­ვის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხუმ­რობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბათ. მათი თქმით, ოკუ­პან­ტებ­მა იმ­დე­ნი ია­რა­ღი და­უ­ტო­ვეს, რაც არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ გა­და­უ­ცია.

  • ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბა

ქერ­ჩის ხიდს, იგი­ვე ყი­რი­მის ხიდს, რუ­სე­ბი "სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტად“ მო­იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე. ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და პუ­ტი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ობი­ექ­ტია. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ეშე­ლო­ნუ­რი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა გა­აჩ­ნია, რო­მელ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ს-400 და "პან­ცი­რი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

"როცა ამ­ბო­ბენ, რომ ყი­რი­მის ხიდი უნდა და­ბომ­ბონ, ეს მათ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე ან პა­თო­ლო­გი­ურ ოპ­ტი­მიზ­მზე მე­ტყვე­ლებს, ანაც ორი­ვე­ზე ერ­თად..." - ამ­ბობ­დნენ რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი.

თუმ­ცა 2022 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს ხიდ­ზე უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. მისი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა. ხიდი 4 დე­კემ­ბრის­თვის სრუ­ლად გა­ა­რე­მონ­ტეს, თუმ­ცა აფეთ­ქე­ბას უფრო სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და - ამით პუ­ტი­ნის სი­ა­მა­ყეს შე­ეხ­ნენ.

რუ­სუ­ლი მხა­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი ხიდ­ზე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რომ ის იყო მდგრა­დი და თა­ნაც ისე და­ცუ­ლი, რომ შე­ტე­ვა-დი­ვერ­სი­ის მცდე­ლო­ბა სას­ტი­კად ჩაფ­ლავ­დე­ბო­და. თუმ­ცა ჩვენ უკვე კარ­გად ვი­ცით, რო­გო­რია საქ­მე­ში "უა­ნა­ლო­გო“ რუ­სუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი და მუ­ქა­რე­ბი.

ხიდ­ზე სატ­ვირ­თო აფეთ­ქდა, რო­მელ­შიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

მოკ­ლედ, მომ­პა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი, შეჭ­მუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი, ქრთა­მი და კო­რუფ­ცია მოს­კოვს კრე­ი­სერ "მოს­კო­ვის­კენ“ მი­ა­ქა­ნებს. შიდა თუ გარე პო­ლი­ტი­კა­ში პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი ყო­ველ­დღი­უ­რად კოტ­რდე­ბა.

უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვა ახ­ლოვ­დე­ბა... მალე რუ­სუ­ლი სირ­ცხვი­ლის ახალ მა­გა­ლი­თებს ვერ ავუ­ვალთ...

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))))))
1

hahahaaaa... პუტინი დაიწვება მობილურ კრემატორიუმში... პუტინმა მოკლა რუსეთი , განაშთა... რუსეთის რღვევა გარდაუვალია!!!

ვანო
20

გნაცმაცუნებო დაგვიწყდათ სირცხვილი რაიყო იყო ავღანეთიდან გაქცევა გაიხსენეთ კადრები თვითფრინავზე დაკომწიალებული ვითომ პიტველი არმიელები სირცხვილი იყო სირიდან როგორ გარეკეს ვითომ პირველი არმია მაშინ რატომ არწერდით რატომ არაჩვენებდით პადრებს როგორ გარბოდნენ თქვენი ღმერთები.ახლა რომ ტყუილებს წერთ გასაგებია პრო უკრაინელები ხართ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

კრეისერ "მოსკოვიდან" ბელგოროდის "სპეცოპერაციამდე" - 5 სირცხვილი, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ იწვნია

კრეისერ "მოსკოვიდან" ბელგოროდის "სპეცოპერაციამდე" -  5  სირცხვილი, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ  იწვნია

არსებული ინფორმაციით, 22 მაისს, რუსი პარტიზანები - ორგანიზაციების "თავისუფლება რუსეთს“ და "რუს მოხალისეთა კორპუსის“ წევრები უკრაინიდან ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ. შედეგად პუტინის პროპაგანდამ, რომელიც კიევის დაცემას სამ დღეში ვარაუდობდა, ომის 453-ე დღეს საკუთარ ქვეყანაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიიღო...

ასეთი "თავხედური და "ხულიგნური" შეჭრა", რომელიც ქალაქ გრაივორონამდე გაგრძელდა, რუსეთისთვისაც კი, სადაც კორუფციის "ოქროს ხანა" დგას და გაურკვეველია, ვინ რისთვის უნდა აგოს პასუხი, უჩვეულოა.

  • როგორც ხდება ხოლმე, მომხდარის შეფასებისას ოკუპანტებში აზრი გაიყო:

პროპაგანდისტებმა "ბუნკერის დიქტატორი" და თავდაცვის სამინისტრო დაიცვეს. "ეს იყო სპეციალური მანევრი, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა მოაწყვეს. მათ მტერი განგებ შემოიტყუეს სიღრმეში, რომ მარტივად გაენადგურებინათ", - წერენ პუტინისტები.

"ტელეგრამში" სამხედრო წყაროებს მეტ-ნაკლებად სწორი პოზიცია ჰქონდათ. ისინი თვეზე მეტია თავდაცვის სამინისტროს აფრთხილებდნენ, რომ იგეგმებოდა მსგავსი დივერსიული შემოტევა, თუმცა "მსოფლიოს მეორე არმიის“ მაღალჩინოსნები მორიგ ჯერზე ბრძნული იერით ირიდებდნენ გაფრთხილებებს. როგორ წესი, მათ თავი უნაკლო ჰგონიათ, არასდროს არაფერი ეშლებათ.

კომენტარი გააკეთა "ვაგნერის" დამფუძნებელმა პრიგოჟინმაც:

"ეს არის მმართველობის არქონა და სახელმწიფო ფულის ფლანგვა. ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყვნენ დაკავებული, ნაწილი ფულს იპარავს, ნაწილი - არაფერს აკეთებს".

უკვე მეორე დღეა პატარ-პატარა შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა განდევნეს თუ არა ბოლომდე პარტიზანები ბელგოროდის ოლქიდან, ჯერ ისევ უცნობია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი რუსეთის იმიჯისთვის ძალიან სამარცხვინოა და ყოველთვის დარჩება შავ ლაქად.

თუმცა ეს პუტინის რეჟიმის პირველი და უკანასკნელი სირცხვილი ნამდვილად არ არის, როდესაც "როლექსიანმა“ სამხედრო მაღალჩინოსნებმა, პარკეტის გენერლებმა და პროპაგანდისტებმა ვერ გათვალეს უკრაინაში შეჭრის შედეგები, იმ წუთიდან დაიწყო მათი პოლიტიკური და სამხედრო შერცხვენა... და თან ჯერ ყველაფერი წინ აქვთ!

დღეს გაგახსენებთ ოკუპანტი რუსეთის კიდევ 4 სამარცხვინო ამბავს, რაც ამ ომში შეემთხვათ, შემდეგ კი კიდევ უფრო დამამცირებლად გაამართლეს.

  • კრეისერი "მოსკოვი"

ულამაზეს ოდესას როდესაც მოივლით, დიდად ისიამოვნებთ ცნობილ ოდესურ-ებრაული ხუმრობებით, იქაური არქიტექტურით, შავი ზღვის ლაჟვარდებით თუ მზიანი სანაპიროთი, თუმცა მთლად განცხრომაში იქნებით, როცა წარმოიდგენთ, რომ ოდესიდან სამხრეთით, ზღვის ფსკერზე მშვიდად განისვენებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე კრეისერი "მოსკოვი".

2022 წლის 14 აპრილამდე 750 - მილიონდოლარიანი კრეისერი - შავი ზღვის ფლოტის ყველაზე ძლიერი ძალა იყო. ის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი "ვულკანებით“ იყო შეიარაღებული, მათ 1000 კმ-იანი საბრძოლო რადიუსი გააჩნიათ, რომლის მიზანიც მოწინააღმდეგის ავიაგადამზიდების განადგურება იყო. "მოსკოვს" ასევე უნდა ეთამაშა უმნიშვნელოვანესი როლი იმ შემთხვევაში, თუ ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით სადესანტო ოპერაცია შედგებოდა.

უკრაინული ვერსიის მიხედვით, კრეისერს უკრაინის წარმოებული "ნეპტუნის“ რაკეტა მოხვდა, რამაც ხომალდზე ხანძარი, შემდეგ კი მისი ჩაძირვა გამოიწვია.

ამ უზარმაზარი დანაკარგის შემდეგ, ფლოტის დარჩენილი ნაწილი, რომელიც, ფაქტობრივად, შორს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარეშე დარჩა, რუსებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაისროლეს, რითაც მათი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო შეიზღუდა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტში "მოსკოვის“ რანგის მეორე ხომალდი ფიზიკურად არ არსებობს, შესაბამისად, მისი ჩანაცვლება შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ სინამდვილეში კრეისერს ყველანაირი იარაღი გააჩნდა, რომ "ნეპტუნი“ ან მისი მსგავსი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა მოეგერიებინა.

თუმცა...

თითქმის 1.5-წლიანი ომის განმავლობაში, "მოსკოვი“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ დანაკარგად რჩება.

  • რუსული ავიაციის შავი დღე

13 მაისს, ბრიანსკის ოლქში, რუსული ავიაციისთვის მართლაც შავი დღე გათენდა... ბრიანსკი, ისევე როგორც ბელგოროდი და კურსკი, სასაზღვრო ოლქია. რუსეთის მხრიდან მათი ზოგიერთი ნაწილი გამაგრებული არ არის. შესაბამისად, უკრაინელები ტაქტიკურ-ოპერატიული ჯგუფებით ზოგჯერ რეიდებს აწყობენ. თუმცა რაც 13 მაისს მოხდა, ნამდვილად "უანალოგო“ იყო.

რუსული ავიაჯგუფი, რომელიც მი-8 ტიპის ორი შვეულფრენისა და თვითმფრინავების სუ-34-ისა და სუ-35-ისგან შედგებოდა, ბრიანსკის ოლქში, ჰაერში გაანადგურეს. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა.

ომის დაწყებიდან მალევე რუსულმა მხარემ უკრაინული ავიაციის განადგურებისთვის კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპანტებმა მიზანი ასე თუ ისე შეასრულეს. აეროდრომებთან ერთად, სამხედრო თვითმფრინავების ნაწილი ჰაერშიც გაანადგურეს, რაც დიდი ზარალი იყო უკრაინისთვის.

ავიაციის დანაკლისი უკრაინამ თანდათან ანტისარაკეტო, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შორს მსროლელი რაკეტებით დააბალანსა.

რაც შეეხება ბრიანსკის შემთხვევას, როგორც სამხედრო კორესპონდენტები წერენ, უკრაინელებმა წინასწარ იცოდნენ რუსული ჯგუფის ავიამარშრუტი. ამას მკითხაობაც არ უნდოდა. თითქმის ერთი წელია "ბრძენი“ რუსები ამ მიმართულებით დაფრინავდნენ, არღვევდნენ რა თავდაცვის ყველა საბაზისო წესს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ბოლომდე თავისას გაიტანდნენ...

სუ-34 და სუ-35 მე-4 თაობის თვითმფრინავებად მიიჩნევიან. სუ-35 მოწინავე რუსული ტექნოლოგიებით არის სავსე. ორივე თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო ხომალდია. მათი განადგურება არც ისე მარტივია, თან ერთ დღეს, თანაც რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი რამე დიდწილად მხოლოდ რუსების დაუდევრობის შეიძლება მომხდარიყო, უკრაინელებმა კი ეს კარგად გამოიყნეს და პანტა-პუნტით ჩამოუგდეს ნაქები ტექნიკა. ჯამში დანაკარგი 108 მილიონ დოლარს აღემატება.

  • ხარკოვ-ხერსონის ოლქების დათმობა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ცირკის მთავარი არტისტი იგორ კონაშენკოვი ხშირად სრულ აბსურდს "ქადაგებს“, მაგრამ მისი მხრიდანაც კი მორიგი "ფსკერის ჩახევა" იყო, როდესაც რუსი ჯარისკაცების ქაოსურ გამოქცევას და ტექნიკის სამარცხვინო მიტოვებას ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, "ორგანიზებული უკან დახევა“ და "ხელსაყრელ პოზიციებზე“ გადასვლა დაარქვა.

გასული წლის ზაფხულის ბოლოს, სამხედრო კორესპონდენტები და ცალკეული "ტელეგრამ" არხები წერდნენ, რომ ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით შეინიშნებოდა უკრაინელების დიდი კონცენტრაცია, რაც, სავარაუდოდ, ორგანიზებული კონტრშეტევის ნიშანი იყო... ვრცელდებოდა დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალებიც. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ იმჩნევდნენ. "პარკეტის გენერლები“ იმდენად იყვნენ დარწმუნებული უკრაინის უუნარობაში, რომ შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოებიც კი არ აწარმოეს. როდესაც "ჰაიმარესებით“ სიღრმეებში აეროდრომებს, საწყობებსა და საკვანძო წერტილებს ანადგურებდნენ, მაშინაც ხიზილალას მიირთმევდნენ და ფიქრობდნენ, - კონტრშეტევის წინა პირობებს ეს არ ჰგავსო.

მოხდა ისე, რომ, ფაქტობრივად, უბრძოლველად, მინიმალური შეტაკებებით, უკრაინამ რამდენიმე დღეში დაიბრუნა ის, რისი აღებაც რუსეთს 7-8 თვე უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. სრული ქაოსი, გაუმართავი კავშირი, არანაირი წინასწარი დაზვერვა, არაორგანიზებულობა - მხოლოდ ნაწილია იმის, რაც "მსოფლიოს მეორე არმიას“ ახასიათებს კრიზისის დროს...

კონტშეტევის შემდეგ უკრაინელები ხუმრობდნენ, რომ ყველაზე მეტად რუსეთი ეხმარებათ. მათი თქმით, ოკუპანტებმა იმდენი იარაღი დაუტოვეს, რაც არცერთ ქვეყანას არ გადაუცია.

  • ყირიმის ხიდის აფეთქება

ქერჩის ხიდს, იგივე ყირიმის ხიდს, რუსები "საუკუნის პროექტად“ მოიხსენებენ ხოლმე. ის სტრატეგიული და პუტინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ობიექტია. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ეშელონური საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია, რომელშიც თანამედროვე ს-400 და "პანცირი“ მონაწილეობენ.

"როცა ამბობენ, რომ ყირიმის ხიდი უნდა დაბომბონ, ეს მათ არაკომპეტენტურობაზე ან პათოლოგიურ ოპტიმიზმზე მეტყველებს, ანაც ორივეზე ერთად..." - ამბობდნენ რუსი პროპაგანდისტები.

თუმცა 2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე უზარმაზარი აფეთქება მოხდა. მისი საავტომობილო ნაწილი ჩამოიშალა. ხიდი 4 დეკემბრისთვის სრულად გაარემონტეს, თუმცა აფეთქებას უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ამით პუტინის სიამაყეს შეეხნენ.

რუსული მხარე წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მსგავსი ინციდენტი ხიდზე ვერ განხორციელდებოდა, რომ ის იყო მდგრადი და თანაც ისე დაცული, რომ შეტევა-დივერსიის მცდელობა სასტიკად ჩაფლავდებოდა. თუმცა ჩვენ უკვე კარგად ვიცით, როგორია საქმეში "უანალოგო“ რუსული დაპირებები და მუქარები.

ხიდზე სატვირთო აფეთქდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

მოკლედ, მომპალი მენეჯმენტი, შეჭმული ბიუჯეტი, ქრთამი და კორუფცია მოსკოვს კრეისერ "მოსკოვისკენ“ მიაქანებს. შიდა თუ გარე პოლიტიკაში პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად კოტრდება.

უკრაინის კონტრშეტევა ახლოვდება... მალე რუსული სირცხვილის ახალ მაგალითებს ვერ ავუვალთ...

ავტორი: ანრი კურტანიძე