მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე
როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჟო­ზეფ ბო­რე­ლი აქ­ვეყ­ნებს ბლოგს, რო­მელ­შიც მი­მო­ი­ხი­ლავს ვე­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მიერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს და სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ ხდე­ბა სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავლა. გთა­ვა­ზობთ ბო­რე­ლის ბლო­გის თარ­გმანს:

  • რას წერს ბო­რე­ლი?

"რო­გორც ევ­რო­კავ­შირს, ჩვენ არ გვსურს ვი­ყი­დოთ რუ­სე­თის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი, რად­გან არ გვინ­და და­ვა­ფი­ნან­სოთ რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ასე­ვე არ გვინ­და, გავ­ყი­დოთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი და ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რაც ომის მან­ქა­ნის­თვის სჭირ­დე­ბათ.

ეს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის (კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კურ-სა­ვაჭ­რო ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ - რედ.) მა­ში­ნაც კი, თუ გვინ­და, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თონ, ვერ ვა­ი­ძუ­ლებთ მათ, რად­გან ჩვე­ნი სან­ქცი­ე­ბი ექ­სტრა­ტე­რი­ტო­რი­უ­ლი არ არის. ჩვენ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბის­გან გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბა დე­ლი­კა­ტუ­რი სა­კი­თხია. ფრთხი­ლად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და­პი­რის­პი­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ევ­რო­პულ კა­ნონს.

ჩვე­ნი შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში ეფექ­ტი­ა­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, თით­ქმის შევ­წყვი­ტეთ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ყიდ­ვა პირ­და­პირ რუ­სე­თი­დან, და­ვას­რუ­ლეთ ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე. შევ­წყვი­ტეთ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქონ­ლის ექ­სპორ­ტი რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ბოლო თვე­ებ­ში ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლი სა­ქონ­ლის, მათ შო­რის, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტის არა­ნორ­მა­ლუ­რი ზრდა მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი რუ­სეთ­ში 78%-ით შემ­ცირ­და 2022 წელს, ხოლო ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რი­დან ყა­ზა­ხეთ­ში 268%-ით გა­ი­ზარ­და.

ამ კვი­რა­ში (ბლო­გი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 19 მა­ისს - რედ.) ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის მე-11 პა­კე­ტი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრას შე­ე­ხე­ბა და არის სან­ქცი­ე­ბის­გან გვერ­დის ავ­ლის სა­კი­თხზე. ასე­ვე, ვიმ­სჯე­ლეთ ინ­დო­ე­თის მხრი­დან რუ­სე­თი­დან ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვის ზრდა­ზე და ინ­დო­ე­თი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტის ზრდა­ზე, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ფუძ­ვლად იაფი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი უდევს.

ფაქ­ტია, რომ ინ­დო­ე­თი, ასე­ვე ჩი­ნე­თი, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის უფრო დიდი მო­ცუ­ლო­ბის იმ­პორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მას შემ­დეგ, რაც G7-მა 2022 წლის ბო­ლოს შე­მო­ი­ღო რუ­სულ ნავ­თობ­ზე ფა­სის ზღვა­რი.

მაგ­რამ ჩვენ უნდა ვთქვათ: არც და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და არც ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა ინ­დო­ე­თის უფ­ლე­ბის, რომ ეს გა­ა­კე­თოს, რად­გან ინ­დო­ე­თის კომ­პა­ნი­ე­ბი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ევ­რო­პულ კა­ნო­ნებს.

რო­გორც Financial Times-თან ვთქვი:

"ინ­დო­ე­თი ყი­დუ­ლობს რუ­სულ ნავ­თობს, ეს ნორ­მა­ლუ­რია. და თუ ნავ­თო­ბის ფას­ზე ჩვე­ნი შე­ზღუდ­ვის წყა­ლო­ბით, ინ­დო­ეთს შე­ეძ­ლო ამ ნავ­თო­ბის ყიდ­ვა გა­ცი­ლე­ბით ია­ფად, კარ­გია, რად­გან რაც უფრო ნაკ­ლებ ფულს მი­ი­ღებს რუ­სე­თი, მით უკე­თე­სი".

კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რომ­ლის უარ­ყო­ფაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, კერ­ძოდ, ინ­დო­ე­თი ახორ­ცი­ე­ლებს რუ­სულ ნავ­თობ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მზარ­დი მო­ცუ­ლო­ბის ექ­სპორ­ტს, მათ შო­რის ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­მელ­მაც აკ­რძა­ლა ამ პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი რუ­სე­თი­დან. კი­დევ ერთხელ, ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბა არ არის დამ­ნა­შა­ვე. ეს პრო­დუქ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა არა რო­გორც რუ­სუ­ლი, არა­მედ, რო­გორც ინ­დუ­რი და ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ინ­დო­ე­თის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებს, მიჰ­ყი­დონ ის ევ­რო­კავ­შირს ან შუ­ა­მა­ვალს.

მაგ­რამ ცხა­დია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ეს ძირს უთხრის ჩვე­ნი შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. ეს არის ჩვე­ნი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის შე­დე­გი და ჩვენ­მა წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა უნდა მი­ი­ღონ ზო­მე­ბი ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­რა­ლურ სა­კი­თხებ­საც შე­ე­ხე­ბა: უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხე­ბის მრჩე­ვე­ლი, ოლეგ უს­ტენ­კო ამ­ბობს:

"ჩვენ გვაქვს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია ყი­დუ­ლობს რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის­გან რა­ფი­ნი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებს და ყი­დის მათ ევ­რო­პა­ში. ეს სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რია, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რი".

  • მაგ­რამ ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამა­ზე - გამ­ყიდ­ვე­ლი თუ მყიდ­ვე­ლი?

რო­დე­საც მე და­ვა­ყე­ნე სა­კი­თხი ინ­დო­ე­თის რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია უფრო იაფ რუ­სულ ნავ­თობ­ზე, ეს იყო არა ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბის კრი­ტი­კა, არა­მედ იმის თქმა, რომ არ შეგ­ვიძ­ლია თვა­ლის და­ხუჭ­ვა იმა­ზე, თუ რო­გორ უვ­ლი­ან გვერდს თა­ვად ევ­რო­კავ­ში­რის კომ­პა­ნი­ე­ბი სან­ქცი­ებს, რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის შე­ძე­ნით.

ეს ამ­ბა­ვი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჯერ უნდა შევ­ხე­დოთ რას აკე­თე­ბენ ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის შიგ­ნით. თუ ინ­დუ­რი ქარ­ხნე­ბი ყი­დი­ან, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ პირ­და­პირ ან შუ­ა­მავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით". წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ეს ოპოზიცია, რომ თხოვს ევროკავირს და აშშ-ს საქართველო და ივანიშვილი დაასანქცირეო, ახლა მოითხოვონ ჩინეთის და ინდოეთის დასანცირება!!!!!!!!!!!!!!!!!!! თუ საქართველოში, ვიღაცა რაღაცას ჩანთით გადმოიტანს და იგივე ქართველი რუსეთში გაფრინდება პირდაპირი რეისით, თურმე ეს არის სანქციებისთვის თავის არიდება და თურმე ინდოეთი, რომ ევროპაში გადაყიდის რუსულ პროდუქტს ეს არაფერია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ევროკავშირო მერე დაასანქცირეთ ეგეთი ამორალური ევროპული კომპაციები, ეს ხომ არის თქვენს ხელში?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ვახტანგი -71
0

დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნები ახორციელებენ რუსული ნავთობისა და გაზის დიდი რაოდენობით იმპორტს მესამე ქვეყნების (მაგალითად ინდოეთი) გავლით და ბევრად უფრო მაღალი ფასებით.

ამასთანავე თავს იკატუნებენ, თითქოსდა ეს ენერგიის წყაროები სხვა ქვეყნებიდან მოდის.

მოკლედ, სახეზეა ორმაგი სტანდარტი: რაც სხვებისათვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისათვის დაუშვებელია - მისაღებია მათთვის...............!!!!!!!

ჩვენ რატომ გვემუქრებიან სანქციების დადებით????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე

როგორ ხვდება ევროკავშირში რუსული სანქცირებული პროდუქტი - ჟოზეფ ბორელის ბლოგი სანქციების გვერდის ავლის მეთოდებზე და მათი შეზღუდვის გზებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აქვეყნებს ბლოგს, რომელშიც მიმოიხილავს ვეროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. გთავაზობთ ბორელის ბლოგის თარგმანს:

  • რას წერს ბორელი?

"როგორც ევროკავშირს, ჩვენ არ გვსურს ვიყიდოთ რუსეთის ენერგორესურსები, რადგან არ გვინდა დავაფინანსოთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვინდა, გავყიდოთ ტექნოლოგიური პროდუქტები და ის კომპონენტები, რაც ომის მანქანისთვის სჭირდებათ.

ეს ჩვენი გადაწყვეტილებებია, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის ეკონომიკური ოპერატორებისთვის (კომპანიებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ-სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ - რედ.) მაშინაც კი, თუ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთონ, ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი სანქციები ექსტრატერიტორიული არ არის. ჩვენ მიერ დაწესებული შემაკავებელი ზომებისგან გვერდის ავლის მცდელობა დელიკატური საკითხია. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონს.

ჩვენი შემზღუდავი ზომები მთლიანობაში ეფექტიანი იყო. მაგალითად, თითქმის შევწყვიტეთ ნავთობისა და გაზის ყიდვა პირდაპირ რუსეთიდან, დავასრულეთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. შევწყვიტეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ბოლო თვეებში ვნახეთ ევროკავშირში აკრძალული საქონლის, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტის არანორმალური ზრდა მესამე ქვეყნებში. მაგალითად, ევროკავშირის მანქანების ექსპორტი რუსეთში 78%-ით შემცირდა 2022 წელს, ხოლო ექსპორტი ევროკავშირიდან ყაზახეთში 268%-ით გაიზარდა.

ამ კვირაში (ბლოგი გამოქვეყნებულია 19 მაისს - რედ.) ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი განიხილეს, რომელიც არსებითად ხარვეზების აღმოფხვრას შეეხება და არის სანქციებისგან გვერდის ავლის საკითხზე. ასევე, ვიმსჯელეთ ინდოეთის მხრიდან რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის ზრდაზე და ინდოეთიდან ევროკავშირში რაფინირებული პროდუქტების ექსპორტის ზრდაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, საფუძვლად იაფი რუსული ნავთობი უდევს.

ფაქტია, რომ ინდოეთი, ასევე ჩინეთი, რუსული ნავთობის უფრო დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებენ მას შემდეგ, რაც G7-მა 2022 წლის ბოლოს შემოიღო რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი.

მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ: არც დადანაშაულება არ შეიძლება და არც ეჭვქვეშ დაყენება ინდოეთის უფლების, რომ ეს გააკეთოს, რადგან ინდოეთის კომპანიები არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონებს.

როგორც Financial Times-თან ვთქვი:

"ინდოეთი ყიდულობს რუსულ ნავთობს, ეს ნორმალურია. და თუ ნავთობის ფასზე ჩვენი შეზღუდვის წყალობით, ინდოეთს შეეძლო ამ ნავთობის ყიდვა გაცილებით იაფად, კარგია, რადგან რაც უფრო ნაკლებ ფულს მიიღებს რუსეთი, მით უკეთესი".

კიდევ ერთი ფაქტი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, კერძოდ, ინდოეთი ახორციელებს რუსულ ნავთობზე დაფუძნებული პროდუქციის მზარდი მოცულობის ექსპორტს, მათ შორის ევროკავშირში, რომელმაც აკრძალა ამ პროდუქტების იმპორტი რუსეთიდან. კიდევ ერთხელ, ინდოეთის მთავრობა არ არის დამნაშავე. ეს პროდუქტები განიხილება არა როგორც რუსული, არამედ, როგორც ინდური და ჩვენ არ შეგვიძლია ხელი შევუშალოთ ინდოეთის გადამამუშავებელ ქარხნებს, მიჰყიდონ ის ევროკავშირს ან შუამავალს.

მაგრამ ცხადია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ძირს უთხრის ჩვენი შემზღუდავი ზომების ეფექტიანობას. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი მორალურ საკითხებსაც შეეხება: უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკის საკითხების მრჩეველი, ოლეგ უსტენკო ამბობს:

"ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია ყიდულობს რუსული ნავთობისგან რაფინირებულ პროდუქტებს და ყიდის მათ ევროპაში. ეს სრულიად კანონიერია, მაგრამ სრულიად ამორალური".

  • მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე - გამყიდველი თუ მყიდველი?

როდესაც მე დავაყენე საკითხი ინდოეთის რაფინირებული პროდუქტების ექსპორტის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია უფრო იაფ რუსულ ნავთობზე, ეს იყო არა ინდოეთის მთავრობის კრიტიკა, არამედ იმის თქმა, რომ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსული წარმომავლობის რაფინირებული ნავთობის შეძენით.

ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ჯერ უნდა შევხედოთ რას აკეთებენ ეკონომიკური ოპერატორები ევროკავშირის შიგნით. თუ ინდური ქარხნები ყიდიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპული კომპანიები ყიდულობენ პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით". წყარო