მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.... 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად და ა.შ." - ივანე ჩხაიძე
"წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.... 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად და ა.შ." - ივანე ჩხაიძე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, შე­საძ­ლოა, ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მას­შტა­ბი გა­ი­ზარ­დოს და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვაც იყოს.

მან მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რის“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

"ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მე­ო­რე ვაქ­ცი­ნით მოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 78%-ია მე­ო­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ციფ­რობ­რი­ვად, ეს არის ათი­ა­თა­სი აუც­რე­ლი ბავ­შვი ქვე­ყა­ნა­ში. ანუ, 5 წლის ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 10 ათა­სი აუც­რე­ლი ბავ­შვია. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა სწრა­ფად არ გა­ი­აზ­რეს, თუ რა რის­კი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას, 10 ათა­სი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბად, ენ­ცე­ფა­ლი­ტად, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბად. სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ადა­მი­ანს ჩუ­ტყვა­ვი­ლა ან წი­თე­ლა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, მას ეს იმუ­ნი­ტე­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს.

ივა­ნე ჩხა­ი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­აა, დრო­უ­ლად აც­რან ის ბავ­შვე­ბი, ვინც წი­თე­ლა­ზე ჯერ არ აც­რი­ლან.

"ზოგი ფიქ­რობს, რომ რად­გან ბავ­შვი არ მი­ვიყ­ვა­ნე იან­ვარ­ში, რო­დე­საც მე­ო­რე დოზა სჭირ­დე­ბო­და, და­ვაგ­ვი­ა­ნე. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნეტს, ვი­საც გა­კე­თე­ბუ­ლი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ჩხა­ი­ძემ ჩუ­ტყვა­ვი­ლა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ იან­ვრი­დან და­წყე­ბუ­ლი აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ქვე­ყა­ნა­ში 3118 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლას შემ­თხვე­ვე­ბის მხრივ გვქონ­და 2018 წელს. 10196 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და მა­შინ, რო­დე­საც სტან­დარ­ტუ­ლად, 3-4 ათა­სი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და. 2018 წელს იყო შემ­ხვე­ვე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ტე­ბა. წინა წელს იყო სულ 2600 შემ­თხვე­ვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ წელს გვაქვს ასე­ვე აფეთ­ქე­ბა. 4 თვე­ში, იან­ვრი­დან და­წყე­ბუ­ლი აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­და 3118 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ეს ტენ­დენ­ცი­აც გაგ­რძელ­და, 2023 წე­ლიც იქ­ნე­ბა ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი და ალ­ბათ, ათი­ა­თა­სამ­დე შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2018 წლის შემ­დეგ, წელს არის ისე პე­რი­ო­დი, რო­დე­საც შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდ­რე სხვა წლებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჩუ­ტყვა­ვი­ლა წი­თე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა იშ­ვი­ა­თია.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არის ერთი ასი­ა­თას ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე მა­შინ, რო­დე­საც წი­თე­ლას შემ­თხვე­ვა­ში ეს ციფ­რი არის ერთი 3 ათას ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე. ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მე­ო­რა­დი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. გა­მო­ნა­ყა­რი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს და გან­ვი­თარ­დეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი სუ­პე­რინ­ფექ­ცია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­იძ­ლე­ბა იყოს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი პა­სუ­ხი და ა.შ, მაგ­რამ ეს არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, სხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით“, -გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ ტარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რომ დღე­ის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ უნი­ვერ­სა­ლუ­რად ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ ჩა­ა­ტა­როს ჩუ­ტყვა­ვი­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია.

"ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა მხო­ლოდ კერ­ძო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტებ­ში, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­მო­აქვთ ეს ვაქ­ცი­ნე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს არ შე­მო­აქვს ეს ვაქ­ცი­ნა. შე­მო­აქვთ მხო­ლოდ კერ­ძო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მარიამი
13

ისევ დაშინების პოლიტიკა. არ გაგიგია ექიმო" შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერც კლდოვანი ....", ან ცუდია დაღრეჯილობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.... 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად და ა.შ." - ივანე ჩხაიძე

"წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.... 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად და ა.შ." - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევაც იყოს.

მან მედიაჰოლდინგ "კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის ათიათასი აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ჩუტყვავილა ან წითელა აქვს გადატანილი, მას ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრება აქვს.

ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან.

"ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ბავშვი არ მივიყვანე იანვარში, როდესაც მეორე დოზა სჭირდებოდა, დავაგვიანე. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოს ვაქცინაციის კაბინეტს, ვისაც გაკეთებული არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ჩუტყვავილაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ გვქონდა 2018 წელს. 10196 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო შემხვევების სერიოზული მატება. წინა წელს იყო სულ 2600 შემთხვევა ქვეყანაში, მაგრამ წელს გვაქვს ასევე აფეთქება. 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3118 დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ჩუტყვავილა წითელასგან განსხვავებით, მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.

"გარდაცვალების შემთხვევები არის ერთი ასიათას ინფიცირებულზე მაშინ, როდესაც წითელას შემთხვევაში ეს ციფრი არის ერთი 3 ათას ინფიცირებულზე. ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია. გამონაყარი შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი, სხვა დაავადებისგან განსხვავებით“, -განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

"ჩუტყვავილას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში, რომელსაც ინდივიდუალურად შემოაქვთ ეს ვაქცინები. სახელმწიფოს არ შემოაქვს ეს ვაქცინა. შემოაქვთ მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებს“, - განაცხადა ჩხაიძემ.