სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს თქვა - არასდროს“ - რას ამბობს ივანიშვილის ექსადვოკატი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასა და კახა კუჭავასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე?
"არასდროს თქვა - არასდროს“ -  რას ამბობს ივანიშვილის ექსადვოკატი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასა და კახა კუჭავასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე?

"სელ­ფი“ არა­ერთ პირ­თან გა­და­მი­ღია და მიკ­ვირს, რა­ტომ მა­ნამ­დე არ გაჩ­ნდა ასე­თი ეჭვი. არა­ერ­თი მათ­გა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე იყო, მათ შო­რის აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მა­შინ რა­ტომ არ გაჩ­ნდა ასე­თი კი­თხვე­ბი? - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ჯე­ო­ქე­ი­სის“ თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე, კახა კუ­ჭა­ვას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ ინ­ტე­რესს და კი­თხვას, ხომ არ აპი­რებს სწო­რედ კუ­ჭა­ვას­თან ერ­თობ­ლივ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში უშუ­ა­ლოდ ყი­ფი­ა­ნის შე­საძ­ლო მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მან გა­ნა­ცხა­და: "არას­დროს თქვა - არას­დროს“, ჩვენ ზო­მა­ზე მე­ტად ნუ დავ­წვრილ­მან­დე­ბით ჩვენს პა­სუხ­ში და ჭარბ მოკ­რძა­ლე­ბა­საც ნუ გა­მო­ვი­ჩენთ.

მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უნდა იყოს აღ­ქმუ­ლი რო­გორც ამ პი­რის სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა, სა­კუ­თარ მხრებ­ზე აი­ღოს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს მო­თხოვ­ნა ახალ მო­თა­მა­შე­ებ­ზე, ახალ სა­ხე­ებ­ზე, თუმ­ცა აქ ახალ მო­თა­მა­შე­ებ­ზე, არა რო­გორც სუ­ბი­ექ­ტებ­ზე, არა­მედ, რო­გორც ახალ ხელ­წე­რა­ზე, ახალ მიდ­გო­მა­ზე. ჩემი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა იმ ვი­თა­რე­ბით, რო­მელ­საც ის ხე­დავს და ამას, სხვა­თა შო­რის, ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი NDI – IRI-ის გა­მო­კი­თხვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვინც არ უნდა იღებ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეპა­ტა­ჟი არ უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, მე თუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ამას ძა­ლი­ან მშვი­დად ვი­ტყვი, მაგ­რამ ჩემი გო­ნე­ბა და ჩემი ფიქ­რი ახლა სხვა რა­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთი რამ მიკ­ვირს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირ­ჩე­ვენ ამა თუ იმ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, ჩვენ კად­რებს ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე, ზღვა მი­ლოც­ვე­ბი­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბი­სა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში, შენს თავ­ზე რომ აიღო პო­ლი­ტი­კუ­რი ტვირ­თი და სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ეს უფრო თა­ნაგ­რძნო­ბას იწ­ვევს, ვიდ­რე აღტყი­ნე­ბა­სა და სი­ხა­რულს, ეს იმ­ხე­ლა ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­მა.

ის ამას­თან, გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სეთ - სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ ტენ­დენ­ცი­ებს, მათ შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას და გა­ნა­ცხა­და, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­მოწ­ვე­ვაა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, რომ­ლის პა­სუ­ხიც უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა.

"ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კუ­თხით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ფე­რი არ და­ე­წუ­ნე­ბა. ჩვენ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ ამოვ­გლი­ჯოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი­დან, რა თქმა უნდა, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი იყოს პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის, უვი­ზო მი­მოს­ვლის, მაგ­რამ ჩვენ თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, რო­დის მოხ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არის სა­კუ­თა­რი გე­ოგ­რა­ფი­ის ტუ­სა­ღი. რა თქმა უნდა, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს მის პო­ლი­ტი­კურ ხაზ­ზე.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ცალ­მხრი­ვი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ფორ­მით, რუ­სეთს მხრი­დან იქნა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ჩვენ­თვის უხერ­ხულ დროს.

მე ვფიქ­რობ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ი­ღო, იმ­დე­ნად ჩვენ­და­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა არ არის, რამ­დე­ნა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ. მე მგო­ნია, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წიფ­და და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭირ­ბო­რო­ტო გახ­და ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დღეს იდე­ა­ლუ­რად, სრულ­ფა­სოვ­ნად ან სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ას­რუ­ლებ­დეს იმ ცნო­ბილ 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლი იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, რა­საც ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის ფონ­ზე, კი­დევ უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და ალ­ბათ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტი­ას კი­დევ უფრო მე­ტად შე­უმ­ცი­რა სივ­რცე იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი, მო­საზ­რე­ბე­ბით უნდა იყოს ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ფაქ­ტია, რომ ამ ნა­ბი­ჯე­ბით რუ­სეთ­მა გა­ზარ­და რბი­ლი ძა­ლის პრო­ექ­ცი­რე­ბის ხა­რის­ხი და ამი­ტომ, ერ­თა­დერ­თი სა­პირ­წო­ნე, ერ­თა­დერ­თი გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბე­ლი და სწო­რი პა­სუ­ხი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვეს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან, ეს არის წლის ბო­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რი, და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე მე­ო­რე ჯერ­ზე არ იქ­ნეს გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი თა­ვის მო­ლო­დი­ნებ­ში. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა - კან­დი­და­ტო­ბა იქ­ნე­ბა თუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა, ეს ყო­ველ­თვის არის ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბის ქუჩა, ჩვენ და­ვა­ლე­ბებს ვას­რუ­ლებთ ავად თუ კარ­გად, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ ამ ქუ­ჩის სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან ჩვენ­კენ, ასე­ვე, თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით, თა­ნა­ბა­რი დი­ნა­მი­კი­თა და ხა­რის­ხით მოძ­რა­ობ­დეს ევ­რო­კავ­ში­რიც“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
0

ბევრს ნუ ბაზრობთ, პოლიტიკა კეთდება პეკინში ვაშინგტონში მოსკოვში და არა ამორფულ ევროკავშირში ან ნახალოვკაში.აქ კეთდება იმიტირება თუ არ მეთანხმებით დაასახელეთ ერთი პოლიტიკოსი საქართველოში რომელიც პოლიტიკოსია. 

დათო
0

მისასალმებელია და მართლაც დიდი მსხვერპლია წარმატებული ადმიანისთვის დღეს საქართველოს პოლიტიკაში ჩართვა, რადგან ეს მართლაც დაუფასებელი და ძალიან ტოქსიკური და საფრთხის შემცველი სამუშაოა. ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგად გამოზომილი, მაგრამ სამართლიანი განცხადებებებით. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არასდროს თქვა - არასდროს“ - რას ამბობს ივანიშვილის ექსადვოკატი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასა და კახა კუჭავასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე?

"არასდროს თქვა - არასდროს“ -  რას ამბობს ივანიშვილის ექსადვოკატი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასა და კახა კუჭავასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე?

"სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მიკვირს, რატომ მანამდე არ გაჩნდა ასეთი ეჭვი. არაერთი მათგანი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაშინ რატომ არ გაჩნდა ასეთი კითხვები? - ასე გამოეხმაურა "ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან გადაღებული ფოტოს გავრცელების შედეგად გამოწვეულ ინტერესს და კითხვას, ხომ არ აპირებს სწორედ კუჭავასთან ერთობლივ პოლიტიკურ აქტივობას.

რაც შეეხება პოლიტიკაში უშუალოდ ყიფიანის შესაძლო მოსვლის გადაწყვეტილებას, მან განაცხადა: "არასდროს თქვა - არასდროს“, ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ.

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს აღქმული როგორც ამ პირის სამოქალაქო გმირობა და გამბედაობა, საკუთარ მხრებზე აიღოს ძალიან კონკრეტული და ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა.

"საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ახალ მოთამაშეებზე, ახალ სახეებზე, თუმცა აქ ახალ მოთამაშეებზე, არა როგორც სუბიექტებზე, არამედ, როგორც ახალ ხელწერაზე, ახალ მიდგომაზე. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ის ხედავს და ამას, სხვათა შორის, ეს ყბადაღებული NDI – IRI-ის გამოკითხვები არ სჭირდება.

სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას, ამას რაღაც განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს, მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამას ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ფიქრი ახლა სხვა რამით არის დაკავებული. ერთი რამ მიკვირს, როდესაც საქართველოში ირჩევენ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე, ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანებისა. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოს რეალობაში, შენს თავზე რომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტყინებასა და სიხარულს, ეს იმხელა ტვირთი და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ის ამასთან, გამოეხმაურა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ახალ ტენდენციებს, მათ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გამოწვევაა ევროკავშირისთვის, რომლის პასუხიც უნდა იყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

"ჰუმანიტარული კუთხით გადაწყვეტილებას არაფერი არ დაეწუნება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება რომ ამოვგლიჯოთ პოლიტიკური კონტექსტიდან, რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე ადამიანი, რთულად წარმოსადგენია, რომ წინააღმდეგი იყოს პირდაპირი ფრენების, უვიზო მიმოსვლის, მაგრამ ჩვენ თავისთავად ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ის რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი, როდის მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საქართველო არის საკუთარი გეოგრაფიის ტუსაღი. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ ხაზზე.

ეს გადაწყვეტილებები, ცალმხრივი ნების გამოვლენის ფორმით, რუსეთს მხრიდან იქნა ამოქმედებული ჩვენთვის უხერხულ დროს.

მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო, იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არ არის, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ. მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებით მომწიფდა და განსაკუთრებით საჭირბოროტო გახდა ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა დღეს იდეალურად, სრულფასოვნად ან სრულყოფილად ვერ ასრულებდეს იმ ცნობილ 12 რეკომენდაციას, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი იმ გადაწყვეტილებისა, რასაც ჩვენ ველოდებით, რუსეთის ქმედებების ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა და ალბათ, ამ გადაწყვეტილებებმა ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ უფრო მეტად შეუმცირა სივრცე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მეტწილად პოლიტიკური, პრაგმატული, გეოპოლიტიკური, მოსაზრებებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ფაქტია, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთმა გაზარდა რბილი ძალის პროექცირების ხარისხი და ამიტომ, ერთადერთი საპირწონე, ერთადერთი გამანეიტრალებელი და სწორი პასუხი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან, ეს არის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება. ეს იქნება ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი, რომ ქართული საზოგადოება უკვე მეორე ჯერზე არ იქნეს გაწბილებული თავის მოლოდინებში. ევროკავშირში გაწევრიანება - კანდიდატობა იქნება თუ სრულფასოვანი წევრობა, ეს ყოველთვის არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ჩვენ დავალებებს ვასრულებთ ავად თუ კარგად, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ამ ქუჩის საპირისპირო მხრიდან ჩვენკენ, ასევე, თანაბარი წარმატებით, თანაბარი დინამიკითა და ხარისხით მოძრაობდეს ევროკავშირიც“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.