სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმერეთის დღეები "წისქვილში" – "ქართული კუთხეების ფესტივალი" დაიწყო
იმერეთის დღეები "წისქვილში" – "ქართული კუთხეების ფესტივალი" დაიწყო

20-21 მა­ისს, წის­ქვილ­მა იმე­რეთს უმას­პინ­ძლა. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნომ­რე­ბი­თა და კერ­ძე­ბით გა­ეც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეს კუ­თხე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში.

იმე­რე­თის დღე­ე­ბი „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის, „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის“ ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის კულ­ტუ­რი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. იმე­რე­თი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­საც „წის­ქვილ­მა“ უმას­პინ­ძლა.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბაა რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ისე უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, რად­გან ის მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ერთ სივ­რცე­ში, თბი­ლის­ში­ვე იმოგ­ზა­უ­რონ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში და ეზი­ა­რონ მათ ავ­თენ­ტურ კულ­ტუ­რა­სა და გას­ტრო­ნო­მი­ას.

პირ­ვე­ლი კუ­თხე იმე­რე­თი იყო, რომ­ლის შემ­დე­გაც სვა­ნეთს ვუ­მას­პინ­ძლებთ. ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე კი, „წის­ქვილ­ში“ თა­ვი­ანთ კუ­თხეს კა­ხე­თი, სა­მეგ­რე­ლო, რაჭა, გუ­რია და აჭა­რა წა­რად­გენს“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

იმე­რე­თის დღე­ებ­ზე „წის­ქვილს“ ეს­ტუმრნენ ქუ­თა­ი­სის ა. ვა­სა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფოლკ­ლო­რის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლის ან­სამ­ბლი „ბერ­მუ­ხა“, ფოლკ­ლო­რის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლის ხალ­ხურ საკ­რავ­თა ან­სამ­ბლი ზვი­ად აბე­სა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ლე­ვან გერ­სა­მი­ას ან­სამ­ბლი, „ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია“ და ან­სამ­ბლი „აისი“.

თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია წა­რად­გი­ნეს ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მაც, რო­მელ­თა შო­რი­საც იყო მეღ­ვი­ნე­ო­ბა „ენ­კე­ნი“, „შუმი“, „ფეს­ვე­ბი“,“ოჯა­ხუ­რი“, „ბა­და­გი“ და „ქეთო’ს“.

„იმე­რე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ჩა­მო­ვე­დით და ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბის ქვევ­რის ღვი­ნო წარ­ვად­გი­ნეთ. სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ ორი სა­ხე­ო­ბის იმე­რუ­ლი ღვი­ნო – ციცქა და ძელ­შა­ვი. ვფიქ­რობ, მათ დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რეს.

მად­ლო­ბას ვუხ­დით „წის­ქვი­ლი ჯგუფს“, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა ამ სა­ინ­ტე­რე­სო წა­მო­წყე­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა კუ­თხე­ე­ბის დღე­ე­ბიც ისე­თი­ვე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ეს იმე­რე­თის წარ­დგე­ნი­სას იყო“, – გვი­თხრა მეღ­ვი­ნე­ო­ბა „ენ­კე­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ლაშა გუ­რულ­მა.

ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის და­გე­მოვ­ნე­ბის გარ­და, სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ავ­თენ­ტუ­რი იმე­რუ­ლი გე­მო­ე­ბი „წის­ქვი­ლის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნი­უს დახ­მა­რე­ბი­თაც გა­ეც­ნოთ. მას სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღე­ებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი იმე­რუ­ლი კერ­ძე­ბი და­ე­მა­ტა. გა­ი­მარ­თა მას­ტერკლა­სე­ბიც, რომ­ლის დრო­საც სტუმ­რებ­მა თა­ვად მო­ამ­ზა­დეს ნამ­დვი­ლი იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, წი­წი­ლა კეც­ზე და სხვა გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძე­ბი.

წის­ქვი­ლის ეზო­ში მო­ე­წყო სა­ბავ­შვო ზო­ნაც, სა­დაც ბავ­შვებს სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს.

„ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად ოჯა­ხე­ბი მო­დი­ან და, რო­გორც წესი, უფ­რო­სებს თან ახ­ლავთ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის შეგ­ვექ­მნა სივ­რცე, რო­მე­ლიც სხვა სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­შიც დახ­ვდე­ბათ სტუმ­რებს. რო­დე­საც უფ­რო­სე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ით ან სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით იქ­ნე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ბავ­შვე­ბი მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ში შე­იქ­ცე­ვენ თავს“, – ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა, თუმ­ცა „წის­ქვი­ლი ჯგუფ­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ ის ყო­ველ­წლი­ურ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში „წის­ქვი­ლის“ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

იმერეთის დღეები "წისქვილში" – "ქართული კუთხეების ფესტივალი" დაიწყო

იმერეთის დღეები "წისქვილში" – "ქართული კუთხეების ფესტივალი" დაიწყო

20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.

იმერეთის დღეები „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივის, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იმერეთი პირველი იყო, რომელსაც „წისქვილმა“ უმასპინძლა.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ძალიან საინტერესო ღონისძიებაა როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის, რადგან ის მათ შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში, თბილისშივე იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ეზიარონ მათ ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას.

პირველი კუთხე იმერეთი იყო, რომლის შემდეგაც სვანეთს ვუმასპინძლებთ. ივლისის ბოლომდე კი, „წისქვილში“ თავიანთ კუთხეს კახეთი, სამეგრელო, რაჭა, გურია და აჭარა წარადგენს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

იმერეთის დღეებზე „წისქვილს“ ესტუმრნენ ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი „ბერმუხა“, ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი ზვიად აბესაძის ხელმძღვანელობით, ლევან გერსამიას ანსამბლი, „ქართული ქორეოგრაფია“ და ანსამბლი „აისი“.

თავიანთი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმაც, რომელთა შორისაც იყო მეღვინეობა „ენკენი“, „შუმი“, „ფესვები“,“ოჯახური“, „ბადაგი“ და „ქეთო’ს“.

„იმერეთიდან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვედით და ჩვენი წარმოების ქვევრის ღვინო წარვადგინეთ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ორი სახეობის იმერული ღვინო – ციცქა და ძელშავი. ვფიქრობ, მათ დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

მადლობას ვუხდით „წისქვილი ჯგუფს“, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საინტერესო წამოწყებაში. დარწმუნებული ვარ, სხვა კუთხეების დღეებიც ისეთივე დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც ეს იმერეთის წარდგენისას იყო“, – გვითხრა მეღვინეობა „ენკენის“ დამფუძნებელმა, ლაშა გურულმა.

ქართული ნაწარმის დაგემოვნების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავთენტური იმერული გემოები „წისქვილის“ განახლებული მენიუს დახმარებითაც გაეცნოთ. მას სპეციალურად ამ დღეებში ტრადიციული იმერული კერძები დაემატა. გაიმართა მასტერკლასებიც, რომლის დროსაც სტუმრებმა თავად მოამზადეს ნამდვილი იმერული ხაჭაპური, წიწილა კეცზე და სხვა გამორჩეული კერძები.

წისქვილის ეზოში მოეწყო საბავშვო ზონაც, სადაც ბავშვებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს.

„ჩვენთან ძირითადად ოჯახები მოდიან და, როგორც წესი, უფროსებს თან ახლავთ მცირეწლოვანი შვილები. ამიტომ გადავწყვიტეთ, სპეციალურად ბავშვებისთვის შეგვექმნა სივრცე, რომელიც სხვა საფესტივალო დღეებშიც დახვდებათ სტუმრებს. როდესაც უფროსები დეგუსტაციით ან სხვა აქტივობებით იქნებიან დაკავებული, ბავშვები მათთვის განკუთვნილ სივრცეში შეიქცევენ თავს“, – ამბობს ანანო თავხელიძე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წელს პირველად იმართება, თუმცა „წისქვილი ჯგუფში“ ამბობენ, რომ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. ღონისძიების შესახებ დეტალები დროთა განმავლობაში „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

NS