პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეფ ბეზოსმა საყვარელი ქალის გამოსახულებით ხის ფიგურა დაამზადებინა - მილიარდერი დაინიშნა და მალე ქორწილსაც გეგმავს
ჯეფ ბეზოსმა საყვარელი ქალის გამოსახულებით ხის ფიგურა დაამზადებინა - მილიარდერი დაინიშნა და მალე ქორწილსაც გეგმავს

მი­ლი­არ­დე­რი ჯეფ ბე­ზო­სი ლო­რენ სან­ჩეს­ზე და­ი­ნიშ­ნა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2019 წლი­დან ხვდე­ბა და რო­გორც ჩანს, ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ ეტაპს იწყე­ბენ. "ამა­ზო­ნის" 59 წლის დამ­ფუძ­ნებ­ლის და ემის მფლო­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, 53 წლის ლო­რენ სან­ჩე­სის ნიშ­ნო­ბის ამ­ბავს ჟურ­ნა­ლი The People იტყო­ბი­ნე­ბა. წყა­როს ცნო­ბით, ლო­რე­ნის ბე­ჭედს 20-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლი აქვს.

სი­ახ­ლე მა­შინ გავ­რცელ­და, როც წყვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვი­და. ისი­ნი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე Apple-ის ფილ­მის, “Killers of the Flower Moon”-ის პრე­მი­ე­რა­საც და­ეს­წრნენ. შემ­დეგ ბე­ზო­სის 500-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ იახ­ტა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს და სწო­რედ იახ­ტა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს პა­პა­რა­ცებ­მა ლო­რე­ნის ხელ­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი.

რო­გორც ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, მალე წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც და­ქორ­წინ­დე­ბა.

ბე­ზოს­მა თა­ვის ძვი­რა­დღი­რე­ბულ იახ­ტა­ზე სან­ჩესს მიმსგავ­სე­ბუ­ლი ხის ფი­გუ­რა გა­ა­კე­თე­ბი­ნა

წყვილ­მა თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბა 2019 წლის იან­ვარ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, მას შემ­დეგ, რაც ბე­ზო­სი მა­კენ­ზი სკოტს 25-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და.

ყო­ფილ ცოლ­თან მი­ლი­არ­დერს 4 შვი­ლი ჰყავს.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ზო­სი და სან­ჩე­სი ერ­თად ატა­რებ­დნენ ოჯა­ხურ არ­და­დე­გებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც აქ­ვეყ­ნებ­დენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს.

"ბედ­ნი­ერ და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­სურ­ვებ ჩემი ოც­ნე­ბის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­ცი­ლით და კე­თი­ლი გუ­ლით ჩემს სამ­ყა­როს ნა­თელს ხდის. შენ მიჩ­ვე­ნე, რომ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მა­მა­ცი ბრძო­ლით მო­ი­პო­ვე­ბა“,- ასე მი­უ­ლო­ცა სან­ჩეს­მა ბე­ზოსს და­ბა­დე­ბის დღე მიმ­დი­ნა­რე წელს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო
1

ამან მთავარია ამანათების გამოგზავნა არ შეაჩეროს და თუ უნდა კიდე ორი ცოლი მოიყვანოს.

`
16

რაღა დროს მაგის ცოლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჯეფ ბეზოსმა საყვარელი ქალის გამოსახულებით ხის ფიგურა დაამზადებინა - მილიარდერი დაინიშნა და მალე ქორწილსაც გეგმავს

ჯეფ ბეზოსმა საყვარელი ქალის გამოსახულებით ხის ფიგურა დაამზადებინა - მილიარდერი დაინიშნა და მალე ქორწილსაც გეგმავს

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესზე დაინიშნა. წყვილი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდება და როგორც ჩანს, ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებენ. "ამაზონის" 59 წლის დამფუძნებლის და ემის მფლობელი ჟურნალისტის, 53 წლის ლორენ სანჩესის ნიშნობის ამბავს ჟურნალი The People იტყობინება. წყაროს ცნობით, ლორენის ბეჭედს 20-კარატიანი ბრილიანტის თვალი აქვს.

სიახლე მაშინ გავრცელდა, როც წყვილი საფრანგეთში დასასვენებლად ჩავიდა. ისინი კანის კინოფესტივალზე Apple-ის ფილმის, “Killers of the Flower Moon”-ის პრემიერასაც დაესწრნენ. შემდეგ ბეზოსის 500-მილიონ დოლარად შეფასებულ იახტაზე გადაინაცვლეს და სწორედ იახტაზე დააფიქსირეს პაპარაცებმა ლორენის ხელზე ნიშნობის ბეჭედი.

როგორც ტაბლოიდები წერენ, მალე წყვილი ოფიციალურადაც დაქორწინდება.

ბეზოსმა თავის ძვირადღირებულ იახტაზე სანჩესს მიმსგავსებული ხის ფიგურა გააკეთებინა

წყვილმა თავიანთი ურთიერთობა 2019 წლის იანვარში გაასაჯაროვა, მას შემდეგ, რაც ბეზოსი მაკენზი სკოტს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა.

ყოფილ ცოლთან მილიარდერს 4 შვილი ჰყავს.

ბოლო წლების განმავლობაში ბეზოსი და სანჩესი ერთად ატარებდნენ ოჯახურ არდადეგებს და სოციალურ ქსელებშიც აქვეყნებდენ საერთო ფოტოებს.

"ბედნიერ დაბადების დღეს ვუსურვებ ჩემი ოცნების მამაკაცს, რომელიც თავისი სიცილით და კეთილი გულით ჩემს სამყაროს ნათელს ხდის. შენ მიჩვენე, რომ დიდი სიყვარული მამაცი ბრძოლით მოიპოვება“,- ასე მიულოცა სანჩესმა ბეზოსს დაბადების დღე მიმდინარე წელს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა