მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგოროდში ეფ-ეს-ბესა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - რას წერს უკრაინული მედია და რას აცხადებს რუსეთის ოლქის გუბერნატორი?
ბელგოროდში ეფ-ეს-ბესა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - რას წერს უკრაინული მედია და რას აცხადებს რუსეთის ოლქის გუბერნატორი?

ბელ­გო­როდ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბას და­არ­ტყეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია "ტე­ლეგ­რამ“ არ­ხებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ქა­ლა­ქის თავ­ზე ამო­მა­ვა­ლი კვამ­ლის ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი რუ­სულ­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მამ SOTA-მ "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ბელ­გო­როდ­ში "ეფ-ეს-ბეს“ შე­ნო­ბას და­არ­ტყეს. ქა­ლაქ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მის გამო, რე­გი­ონ­ში აკ­რძა­ლუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პუბ­ლი­კა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ბელ­გო­რო­დის "ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 23:20 სა­ათ­ზე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც კვამ­ლის სვე­ტი გა­ი­ზარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია პრე­ობ­რა­ჟენ­სკა­ი­ას ქუ­ჩის გა­და­კეტვის შე­სა­ხებ, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მე­ხან­ძრე­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ.

რუ­სუ­ლი "ტე­ლეგ­რამ“ არხი "რი­ბა­რი“ კი იუ­წყე­ბა, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე იყო არა მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა, არა­მედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ყო­ფი­ლე­ბაც.

შე­გახ­სე­ნებთ, 22 მა­ისს, შუ­ა­დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­იჭრ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ "ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის "პიარ სვლა“ იყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც ბახ­მუ­ტის და­კარ­გვის გა­და­ფარ­ვაა", თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, მომ­ხდა­რი ეღი­ა­რე­ბი­ნათ.

უკ­რა­ი­ნის ხარ­კო­ვის და სუ­მის ოლ­ქებ­თან მო­სა­ზღვრე გრა­ი­ვო­რონ­სკის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­თა ევა­კუ­ა­ცია 22 მა­ისს და­ი­წყო, მას მერე, რაც ბელ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­აღ­წია "უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­ულ­მა ჯგუფ­მა“ და მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის "კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია“ მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკ­რა­ი­ნა ბელ­გო­რო­დის ოლ­ქზე შე­ტე­ვას­თან კავ­შირს უარ­ყოფს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "რუს მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ და "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ ლე­გი­ო­ნის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­იჭრ­ნენ. ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათ გა­მო­ი­ყე­ნეს რამ­დე­ნი­მე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, ორი ტან­კი და ერთი BTR.

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გრა­ი­ვო­რონ­სკის რა­ი­ო­ნი­დან ევა­კუ­ი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, ჯერ­ჯე­რო­ბით თავი შე­ი­კა­ვონ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­გან, რად­გან, რო­გორც ის ამ­ბობს, "კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია“ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მის მიერ დღეს დი­ლით, "ტე­ლეგ­რა­მით" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, "რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად გა­ნაგ­რძობს ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­დას“.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19-22 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის ძა­ლე­ბის და პარ­ტი­ზა­ნე­ბის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის სულ მცი­რე, სამ ლო­კა­ცი­ა­ზე. ბრი­ტა­ნე­ლე­ბის თქმით, პარ­ტი­ზა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე აი­ღეს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რუ­სულ­მა ჯგუ­ფებ­მა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და გრა­ი­ვო­რონ­სკის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის, ქა­ლაქ გრა­ი­ვო­რო­ნის სი­ახ­ლო­ვეს.

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სე­თი სულ უფრო სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს აწყდე­ბა - სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას, რკი­ნიგ­ზა­ზე აფეთ­ქე­ბებს და სხვა ინ­ცი­დენ­ტებს, ახლა უკვე პარ­ტი­ზა­ნე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაც და­ე­მა­ტა.

დაზ­ვერ­ვის­ვე შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას­თან მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნებ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, რომ ის "ომის მსხვერ­პლია“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
0

ძალიან სახიფათო მანევრია. ეს უფრო აწყობთ ოკუპანტებს თავისი ქმედებების გასამართლებლად. არ ვარ დარწმუნებული ეს დაეგეგმათ უკრაინაში. ხალხის გაწირვაა და მეტი არაფერი.

Qeto
47

ეს რუსეთუმეებს ეჩვენებათ! სინამდვილეში "უძლეეველი" ურდოა! ჰა ჰა ჰა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბელგოროდში ეფ-ეს-ბესა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - რას წერს უკრაინული მედია და რას აცხადებს რუსეთის ოლქის გუბერნატორი?

ბელგოროდში ეფ-ეს-ბესა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - რას წერს უკრაინული მედია და რას აცხადებს რუსეთის ოლქის გუბერნატორი?

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ "ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა.

"ბელგოროდში "ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალური წყაროების მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთანავე, ბელგოროდის "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც კვამლის სვეტი გაიზარდა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვის შესახებ, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

რუსული "ტელეგრამ“ არხი "რიბარი“ კი იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.

შეგახსენებთ, 22 მაისს, შუადღიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში დივერსიული ჯგუფები უკრაინელი სამხედროების დახმარებით შეიჭრნენ. თავდაპირველად, რუსები ინფორმაციას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ "ეს მოწინააღმდეგის "პიარ სვლა“ იყო, რომლის მიზანიც ბახმუტის დაკარგვის გადაფარვაა", თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდნენ, მომხდარი ეღიარებინათ.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო, მას მერე, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის "კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე "რუს მოხალისეთა კორპუსის“ და "თავისუფლება რუსეთის“ ლეგიონის წევრები უკრაინის ტერიტორიიდან შეიჭრნენ. ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე მათ გამოიყენეს რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ორი ტანკი და ერთი BTR.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მოუწოდა, ჯერჯერობით თავი შეიკავონ სახლებში დაბრუნებისგან, რადგან, როგორც ის ამბობს, "კონტრტერორისტული ოპერაცია“ არ დასრულებულა. მის მიერ დღეს დილით, "ტელეგრამით" გავრცელებული ცნობით, "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად განაგრძობს ტერიტორიის გაწმენდას“.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, 19-22 მაისის პერიოდში რუსეთის ძალების და პარტიზანების შეტაკებები მოხდა უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის სულ მცირე, სამ ლოკაციაზე. ბრიტანელების თქმით, პარტიზანების ვინაობა დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, პასუხისმგებლობა მომხდარზე აიღეს პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსულმა ჯგუფებმა. მათივე ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის სიახლოვეს.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ სასაზღვრო რეგიონებში რუსეთი სულ უფრო სერიოზულ პრობლემებს აწყდება - სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა ინციდენტებს, ახლა უკვე პარტიზანების აქტიურობაც დაემატა.

დაზვერვისვე შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში მომხდარი ინციდენტები შეიძლება გამოიყენოს ოფიციალური ვერსიის მხარდასაჭერად, რომ ის "ომის მსხვერპლია“.

იხილეთ ასევე: