Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წალენჯიხაში "იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა
წალენჯიხაში "იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა

წა­ლენ­ჯი­ხა­ში "იუ­ვენ­ტუ­სის“ აკა­დე­მია სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა და კონ­ტრაქტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ე­წე­რა ხელი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ლელო“ ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე აკა­დე­მი­ის აღ­საზ­რდე­ლებს გა­და­ე­ცათ ფორ­მე­ბი და სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბა

წა­ლენ­ჯი­ხის "იუ­ვენ­ტუ­სის“ აკა­დე­მი­ა­ში იტა­ლი­ი­დან Uefa A ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი და ქარ­თვე­ლი Uefa B ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ვი­ზი­ტე­ბი ტუ­რი­ნის "იუ­ვე­ტუ­სი­დან“, მათ შო­რის მწვრთნე­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ მას­ტერკლა­სებ­ზე.

"ლე­ლოს“ ცნო­ბით, "იუ­ვენ­ტუს­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო, სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"თუ ყვე­ლა­ნი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით არ ავივ­სეთ, დიდ წარ­მა­ტე­ბებს ვერ მი­ვაღ­წევთ. ეს პრო­ექ­ტი ამის ერთ-ერთი ამის ნა­თე­ლი და კარ­გი მა­გა­ლი­თია. "იუ­ვენ­ტუ­სის“ წა­ლენ­ჯი­ხა­ში ჩა­მოყ­ვა­ნა და აკა­დე­მი­ის გახ­სნა, მარ­ტი­ვი არ იყო, მაგ­რამ ჩვენ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ და კი­დევ ბევ­რს და­ვა­ა­ნონ­სებთ.

მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ამ ბავ­შვებს. მათ თვა­ლებ­ში ჩანს ყვე­ლა­ფე­რი, ის სი­ხა­რუ­ლი და პერ­სპექ­ტი­ვა, რო­მელ­საც ისი­ნი დღეს ეზი­არ­ნენ. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დი მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლა წა­ლენ­ჯი­ხელს, რად­გან მათი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ბევ­რი რამ არ გა­მო­ვი­დო­და. ეს არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, როცა სამ­შობ­ლო­ზე, კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ, მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ყვე­ლა საქ­მე­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი მო­მავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, მათ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლა­ზე. წა­ლენ­ჯი­ხა ამის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია და ჩვენ ვაჩ­ვე­ნებთ და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ კა­მა­თი კარ­გია, მაგ­რამ შე­თან­ხმე­ბა კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

დღეს იყო ე.წ. Soft opening, იმი­ტომ რომ ბავ­შვებ­მა დღეს უკვე მი­ი­ღეს მთე­ლი ეკი­პი­რე­ბა და და­ი­წყეს ვარ­ჯი­ში. ვარ­ჯი­შე­ბი იტა­ლი­ე­ლი და იტა­ლი­ა­ში გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში კი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი გახ­სნა, სა­დაც დავ­პა­ტი­ჟებთ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას და ყვე­ლა იმ ხალ­ხს, ვინც ფეხ­ბურთს გულ­შე­მატ­კივ­რობს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და წარ­სულ­ში ფეხ­ბურთში იმი­სათ­ვის, რომ ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა­მარ­ტო ფეხ­ბურ­თის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, არა­მედ ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ქვე­ყა­ნაა.კვა­რა­ცხე­ლი­ას სამ­შობ­ლო­სა და კუ­თხე­ში, მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხვი­ჩას­ნა­ი­რი ბი­ჭე­ბი და კი­დევ უკე­თე­სე­ბი გა­ი­ზარ­დონ“, - აცხა­დებს "ლე­ლოს“ ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

"ლე­ლოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­ტემ­ბრის­თვის კი­დევ ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­საც ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სი­დან“ ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი, გუნ­დის ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაავა
8

ეს ქოცმაცუნები ბავშვების კეთილდღეობაზეც ქილიკებენ! სუფთა რუსული ნარატივი.

???
4

ხო იუვენტუსმა, რომელიც სუპერ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, შეაფასა და დაადგინა რომ ყველაზე დიდი საფეხბურთო ტალანტები 26 000 მოსახლეობის მქონე წალენჯიხაში არიან და ყველას დაასწრო. ეს ფლიდი არსება - იუვეს ფორმები გადასცა და დაარქვა იუვენტუსის აკადემია. რამდენი უნდა გადაიხადონ წალენჯიხელებმა რომ ატარონ ბავშვები მანდ?

ავტორი:

წალენჯიხაში "იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა

წალენჯიხაში "იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა

წალენჯიხაში "იუვენტუსის“ აკადემია საზეიმოდ გაიხსნა და კონტრაქტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო“ ავრცელებს.

ასევე აკადემიის აღსაზრდელებს გადაეცათ ფორმები და სრული ეკიპირება

წალენჯიხის "იუვენტუსის“ აკადემიაში იტალიიდან Uefa A ლიცენზირებული მწვრთნელი და ქართველი Uefa B ლიცენზირებული მწვრთნელები ასწავლიან. ასევე დაგეგმილია ვიზიტები ტურინის "იუვეტუსიდან“, მათ შორის მწვრთნელები ჩამოვლენ მასტერკლასებზე.

"ლელოს“ ცნობით, "იუვენტუსთან“ მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები რამდენიმე საინტერესო, სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით.

"თუ ყველანი მიზანდასახულობით არ ავივსეთ, დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ეს პროექტი ამის ერთ-ერთი ამის ნათელი და კარგი მაგალითია. "იუვენტუსის“ წალენჯიხაში ჩამოყვანა და აკადემიის გახსნა, მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ, ისევე როგორც სხვა პროექტები, რომელსაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს დავაანონსებთ.

მინდა მივულოცო ამ ბავშვებს. მათ თვალებში ჩანს ყველაფერი, ის სიხარული და პერსპექტივა, რომელსაც ისინი დღეს ეზიარნენ. ასევე, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ყველა წალენჯიხელს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ბევრი რამ არ გამოვიდოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, როცა სამშობლოზე, კონკრეტულ საქმეზეა ორიენტირებული პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, მთავარია, რომ ჩვენ ყველა საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავლის ცხოვრებაზე, მათ განათლებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. წალენჯიხა ამის ძალიან ნათელი მაგალითია და ჩვენ ვაჩვენებთ დანარჩენ საქართველოს, რომ კამათი კარგია, მაგრამ შეთანხმება კონკრეტულ საქმეებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს იყო ე.წ. Soft opening, იმიტომ რომ ბავშვებმა დღეს უკვე მიიღეს მთელი ეკიპირება და დაიწყეს ვარჯიში. ვარჯიშები იტალიელი და იტალიაში გადამზადებული ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გაიმართება. სექტემბერში კი იქნება ძალიან დიდი გახსნა, სადაც დავპატიჟებთ ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ხალხს, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს, მონაწილეობდა წარსულში ფეხბურთში იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ საქართველო არამარტო ფეხბურთის და წარმატებული ქვეყანაა, არამედ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის ქვეყანაა.კვარაცხელიას სამშობლოსა და კუთხეში, მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ხვიჩასნაირი ბიჭები და კიდევ უკეთესები გაიზარდონ“, - აცხადებს "ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს“ ინფორმაციით, სექტემბრისთვის კიდევ ერთი ღონისძიება იგეგმება, რომელსაც ტურინის "იუვენტუსიდან“ ჩამოსული სტუმრები, გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელები და ქართველი ვეტერანი სპორტსმენები დაესწრებიან.