უკრაინელმა მოდელმა, ილონა ჩერნობაიმ კანის კინოფესტივალზე საპროტესტო აქცია მოაწყო. ის წითელ ხალიჩაზე უკრაინის დროშის ლურჯ და ყვითელ ფერებში შეკერილი კაბით დადგა და ტანზე წითელი საღებავი გადაისხა. ამ ქმედებით მან მსოფლიო საზოგადოების ყურადღების რუსეთ-უკრაინის ომზე მიმართვა სცადა. დაცვამ მალევე შენიშნა ილონა და საკმაოდ უხეშად გაიყვანა. ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

VIDEO: Cannes action.

A woman dressed in Ukrainian colours pours fake blood on herself on the steps of the Palais des Festivals during the screening of the film 'Acid', before being removed by security staff pic.twitter.com/v7hAz1zetW
— AFP News Agency (@AFP) May 22, 2023

"მე ჩემი მისიის შესრულება მოვახერხე. კანის 76-ე კინოფესტივალის ხალიჩაზე ჩვენი დროშისფერი კაბით გამოვედი და წითელი საღებავი გადავისხი", - თქვა ილონამ თავის ბლოგში. ქალმა დასძინა, რომ ადრე ის ომზე სასაუბროდ "ინსტაგრამს" იყენებდა, მაგრამ ხშირად უჩიოდნენ, ამიტომ შესაძლოა მალე წაშალოს გვერდი. ილონას თქმით, ის თავისი საქციელით კმაყოფილია:
"სამწუხაროდ, მე აღარ შემიძლია ყველა მოვლენის ინსტაგრამის "სთორიში" განთავსება, ჩემი გვერდი წაშლის საფრთხის ქვეშაა! ძალიან მიხარია, რომ ჩემი აქტი მსოფლიო მედიაში გავრცელდა! ხალხმა ჩვენ არ უნდა დაგვივიწყოს! ვამაყობ საკუთარი თავით, თუმცა ეს ძალიან, ძალიან საშიში იყო".
წყარო: unian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა