მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი წარმოგიდგენთ წინანდლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალს
სილქნეტი წარმოგიდგენთ წინანდლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალს

ბოლო 5 წე­ლია წი­ნან­დლის ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლი უდი­დეს კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნას მას­პინ­ძლობს. ესაა მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვებს კრებს და ჯა­დოს­ნურ დღე­ებს ჩუქ­ნის მსმე­ნელს.

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის მა­მუ­ლი, 31 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლებს, სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­სულ სტუმ­რებს, ფეს­ტი­ვა­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებს და მსმე­ნე­ლებს უმას­პინ­ძლებს. კონ­ცერ­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რი აკუს­ტი­კის მქო­ნე ამ­ფი­თე­ატრსა და და­ხუ­რულ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად წი­ნან­დლის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტია. ბრენ­დი კულ­ტუ­რულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, შე­მეც­ნე­ბით პრო­ექ­ტებს მრა­ვა­ლი წე­ლია უჭერს მხარს.

წელს ფეს­ტი­ვა­ლი, კვლავ შეკ­რებს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ პან­კავ­კა­სი­ურ ორ­კესტრს. მთე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­სი­კო­სებს 7 ქვეყ­ნი­დან, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ორ­კესტრე­ბის პე­და­გო­გე­ბი, კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი სე­მი­ნა­რებ­სა და მას­ტერკლა­სებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ. ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტი ფეს­ტი­ვალს უნი­კა­ლუ­რო­ბას მა­ტებს და მის მნიშ­ვნე­ლო­ბას ზრდის.

„პან-კავ­კა­სი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრის არ­სე­ბო­ბა კვლა­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ჩვენს, კონ­ფლიქ­ტე­ბით სულ უფრო დატ­ვირ­თულ კონ­ტი­ნენტზე. PCYO (Pan Caucasian Youth Orcestra) წელს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ მა­გა­ლითს. მათი მუ­სი­კა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი იდეა არის ის, რომ, ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა დი­ა­ლო­გია, და ორ­კესტრი თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­ლო­გით კვლა­ვაც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის არსს და მი­სი­ას.“ - გა­ნა­ცხა­და სილ­ქნე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ და წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებლმა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვალ­ზე ვირ­ტუ­ო­ზი სო­ლის­ტე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბის ვარ­სკვლა­ვუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა 25 და­უ­ვი­წყარ კონ­ცერტს გა­მარ­თავს: ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და, მანფრედ ჰო­ნე­კი, ვახ­ტანგ კა­ხი­ძე და კრის­ტოფ კონ­ცი, იე­ფიმ ბრონფმა­ნი, ნო­ბუ­ი­უ­კი ცუძი, ალექ­სან­დრე მა­ლო­ფე­ე­ვი, მარკ ბუშ­კო­ვი, ზლა­ტო­მირ ფან­გი, ბეჰზოდ აბ­დუ­რა­ი­მო­ვი, აუ­გუს­ტინ ჰა­დე­ლი­ხი, ამი­ჰაი გრო­ში, ჟუ­ლი­ენ კან­ტო­ნი, მაო ფუ­ჯი­ტა, მი­ხა­ელ ბა­რენ­ბო­ი­მი, დე­ვიდ გა­რე­ტი, ოლგა შეპ­სი, გო­ტიე კა­პუსო­ნი.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­სდგე­ბა 13 წლის ქარ­თვე­ლი „ვუნ­დერ­კინ­დი“, მუ­სი­კო­სი ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძე. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2 სექ­ტემ­ბრის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ლექ­სო თო­რა­ძის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნე­ბა. მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით ელი­ან ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლის და გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლის სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას. ორი­ვე შემ­სრუ­ლე­ბელ­მა წელს უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. სა­ა­მა­ყოა ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის გე­ნე­რა­ლურ სო­ლის­ტად 2023/24 წწ სე­ზონ­ზე. ფეს­ტი­ვალ­ზე გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი რო­ბერტ შუ­მა­ნის და ფე­რენც ლის­ტის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ნა­წარ­მო­ე­ბით წარ­სდგე­ბა. წელს მან მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტთა შო­რის ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა და რუ­ბინშტე­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს ნინო კას­რა­ძის პერ­ფო­მან­სი: ჟან კოქ­ტო - „ადა­მი­ა­ნის ხმა“ ერთ გა­მორ­ჩე­ულ სა­ღა­მოს შე­მა­ტებს.

სილ­ქნე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს ჯა­დოს­ნუ­რი დღე­ე­ბი გა­ა­ტა­რონ წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე.

გა­ე­ცა­ნით სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას . ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია https://tkt.ge/ -ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სილქნეტი წარმოგიდგენთ წინანდლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალს

სილქნეტი წარმოგიდგენთ წინანდლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალს

ბოლო 5 წელია წინანდლის ისტორიული მამული უდიდეს კულტურულ მოვლენას მასპინძლობს. ესაა მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ, კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს კრებს და ჯადოსნურ დღეებს ჩუქნის მსმენელს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ცნობილ შემსრულებლებს, საგანგებოდ ჩამოსულ სტუმრებს, ფესტივალის გულშემატკივრებს და მსმენელებს უმასპინძლებს. კონცერტები უნიკალური აკუსტიკის მქონე ამფითეატრსა და დახურულ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ტრადიციულად წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია სილქნეტია. ბრენდი კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებს მრავალი წელია უჭერს მხარს.

წელს ფესტივალი, კვლავ შეკრებს ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებულ პანკავკასიურ ორკესტრს. მთელი ფესტივალის განმავლობაში, მუსიკოსებს 7 ქვეყნიდან, მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგები, კონცერტმაისტერები და პროფესორები სემინარებსა და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ეს საგანმანათლებლო კომპონენტი ფესტივალს უნიკალურობას მატებს და მის მნიშვნელობას ზრდის.

„პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის არსებობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს, კონფლიქტებით სულ უფრო დატვირთულ კონტინენტზე. PCYO (Pan Caucasian Youth Orcestra) წელს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელოვნებისა და თანამშრომლობის ღირსშესანიშნავ მაგალითს. მათი მუსიკალური თანამშრომლობის ძირითადი იდეა არის ის, რომ, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიალოგია, და ორკესტრი თავისი მუსიკალური დიალოგით კვლავაც საუკეთესოდ წარმოაჩენს წინანდლის ფესტივალის არსს და მისიას.“ - განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლმა გიორგი რამიშვილმა.

საიუბილეო ფესტივალზე ვირტუოზი სოლისტები და დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა 25 დაუვიწყარ კონცერტს გამართავს: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

ფესტივალზე წარსდგება 13 წლის ქართველი „ვუნდერკინდი“, მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე. განსხვავებული იქნება 2 სექტემბრის პროგრამა, რომელიც ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. მუსიკის მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან ლიზა ბათიაშვილის და გიორგი გიგაშვილის საკონცერტო პროგრამას. ორივე შემსრულებელმა წელს უდიდესი აღიარება მოიპოვა. საამაყოა ლიზა ბათიაშვილის დასახელება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის გენერალურ სოლისტად 2023/24 წწ სეზონზე. ფესტივალზე გიორგი გიგაშვილი რობერტ შუმანის და ფერენც ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებით წარსდგება. წელს მან მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირსეული ადგილი მოიპოვა და რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი გახდა. წინანდლის ფესტივალს ნინო კასრაძის პერფომანსი: ჟან კოქტო - „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს.

სილქნეტი საშუალებას აძლევს მუსიკის მოყვარულებს ჯადოსნური დღეები გაატარონ წინანდლის ფესტივალზე.

გაეცანით საკონცერტო პროგრამას . ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://tkt.ge/ -ზე.

R