სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეისონი ყველაზე მამაცი ადამიანი იყო..." - მძიმე ავარიის შემდეგ ხელახლა ნასწავლი სიარული და სიკვდილი ევერესტიდან დაშვებისას
"ჯეისონი ყველაზე მამაცი ადამიანი იყო..." - მძიმე ავარიის შემდეგ ხელახლა ნასწავლი სიარული და სიკვდილი ევერესტიდან დაშვებისას

40 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი მთამ­სვლე­ლი, რო­მე­ლიც ევე­რესტზე სი­ა­რუ­ლის ხე­ლახ­ლა სწავ­ლის შემ­დეგ ავი­და, მწვერ­ვალ­დან დაშ­ვე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. ჯე­ი­სონ ბერ­ნარდ კე­ნი­სო­ნი 19 მა­ისს და­ი­ღუ­პა.

"მან თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია და მწვერ­ვალ­ზე ავი­და... მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­და", - აცხა­დებს ოჯა­ხი.

2006 წელს 17 წლის კე­ნი­სო­ნი უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის მე­რეც იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მას ვე­ღა­რას­დროს გა­ევ­ლო. კე­ნი­სონს ზურ­გის ტვი­ნი და­უ­ზი­ან­და და მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, დეპ­რე­სი­ა­საც ებ­რძო­და, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ფეხ­ზეც გა­ი­ა­რა და მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქვრაც გა­და­წყვი­ტა. მას სურ­და, მწვერ­ვა­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­და­ე­რი­ცხა. ევე­რესტზე ას­ვლამ­დე კე­ნი­სო­ნი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მთამ­სვლე­ლო­ბის კურ­სებ­ზე და­სას­წრე­ბად გაფ­რინ­და, ვარ­ჯი­შობ­და კლდე­ზე ცოც­ვა­შიც.

ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დავა სტი­ვენ შერ­პამ გა­ნა­ცხა­და, რომ 40 წლის კე­ნი­სო­ნი სამ­ხრეთ მწვერ­ვა­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას გა­უ­ჭირ­და მოძ­რა­ო­ბა, ამ­ბობ­და, რომ დარ­ჩე­ბო­და მწვერ­ვალ­ზე... ჯგუ­ფის წევ­რებს მო­უ­წი­ათ მისი და­ტო­ვე­ბა.

"ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის დაც­ლის გამო ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მე­ო­თხე ბა­ნაკ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, ბა­ლო­ნე­ბის ჟანგბა­დით შევ­სე­ბის შემ­დეგ უკან, კე­ნი­სო­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად ასუ­ლიყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და შერ­პამ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძლი­ერ­მა ქარ­მა და ცუდ­მა ამინდმა მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა.

"ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ ავ­რი­ის შემ­დეგ ისევ შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა­საც მო­ვი­სურ­ვებ­დი. ვეც­დე­ბი, ცხოვ­რე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ვი­ღო და სხვა ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რო, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბაც ზურ­გის ტვი­ნის ტრავ­მის გამო შე­იც­ვა­ლა. ჩვენ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ისი­ნი, მათ უნდა და­ვეხ­მა­როთ. 2023 წელს ნე­პალ­ში წა­ვალ, რათა ევე­რესტზე ავი­დე. ასეთ ამ­ბი­ცი­ურ გეგ­მა­ზე ვე­რას­დროს ვი­ოც­ნე­ბებ­დი ან ვი­ფიქ­რებ­დი მას შემ­დეგ, რაც მი­თხრეს, რომ სი­ა­რულს ვე­ღარ შევ­ძლებ­დი", - ამ­ბობ­და კე­ნი­სო­ნი ევე­რეს­ტის ლაშ­ქრო­ბამ­დე.

"ჯე­ი­სო­ნი ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ვიც­ნობ­დით. მას თავ­გა­და­სავ­ლე­ბი უყ­ვარ­და. ის ყო­ველ­თვის მოგ­ვე­ნატ­რე­ბა", - ამ­ბო­ბემ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
999-ს
0

საფრანგეთის არა მესოპოტამიის ქვეშ

დავა სტი­ვენ შერ­პამ რაო რაო?
0

შერპა არის პროფესია და არა გვარი. საკითარი სტატიების ერთი ორჯერ გადაკითხვას ვურჩევდი მთარგმნელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჯეისონი ყველაზე მამაცი ადამიანი იყო..." - მძიმე ავარიის შემდეგ ხელახლა ნასწავლი სიარული და სიკვდილი ევერესტიდან დაშვებისას

"ჯეისონი ყველაზე მამაცი ადამიანი იყო..." - მძიმე ავარიის შემდეგ ხელახლა ნასწავლი სიარული და სიკვდილი ევერესტიდან დაშვებისას

40 წლის ავსტრალიელი მთამსვლელი, რომელიც ევერესტზე სიარულის ხელახლა სწავლის შემდეგ ავიდა, მწვერვალდან დაშვებისას გარდაიცვალა. ჯეისონ ბერნარდ კენისონი 19 მაისს დაიღუპა.

"მან თავის მიზანს მიაღწია და მწვერვალზე ავიდა... მაგრამ, სამწუხაროდ, შინ ვეღარ დაბრუნდა", - აცხადებს ოჯახი.

2006 წელს 17 წლის კენისონი უმძიმეს ავარიაში მოყვა, რის მერეც იყო საშიშროება, რომ მას ვეღარასდროს გაევლო. კენისონს ზურგის ტვინი დაუზიანდა და მკურნალობასთან ერთად, დეპრესიასაც ებრძოდა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზეც გაიარა და მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დალაშქვრაც გადაწყვიტა. მას სურდა, მწვერვალიდან დაბრუნების შემდეგ, მიღებული თანხა ზურგის ტვინის დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის გადაერიცხა. ევერესტზე ასვლამდე კენისონი ახალ ზელანდიაში მთამსვლელობის კურსებზე დასასწრებად გაფრინდა, ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაშიც.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, დავა სტივენ შერპამ განაცხადა, რომ 40 წლის კენისონი სამხრეთ მწვერვალიდან დაბრუნებისას გაუჭირდა მოძრაობა, ამბობდა, რომ დარჩებოდა მწვერვალზე... ჯგუფის წევრებს მოუწიათ მისი დატოვება.

"ჟანგბადის ბალონების დაცლის გამო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მეოთხე ბანაკში დაშვებულიყო, ბალონების ჟანგბადით შევსების შემდეგ უკან, კენისონის გადასარჩენად ასულიყვნენ", - განაცხადა შერპამ. მიუხედავად ამისა, ძლიერმა ქარმა და ცუდმა ამინდმა მათ დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებაში ხელი შეუშალა.

"ახლობელმა ადამიანმა დამარწმუნა, რომ ავრიის შემდეგ ისევ შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც მოვისურვებდი. ვეცდები, ცხოვრებისგან მაქსიმალური მივიღო და სხვა ისეთ ადამიანებსაც დავეხმარო, რომელთა ცხოვრებაც ზურგის ტვინის ტრავმის გამო შეიცვალა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისინი, მათ უნდა დავეხმაროთ. 2023 წელს ნეპალში წავალ, რათა ევერესტზე ავიდე. ასეთ ამბიციურ გეგმაზე ვერასდროს ვიოცნებებდი ან ვიფიქრებდი მას შემდეგ, რაც მითხრეს, რომ სიარულს ვეღარ შევძლებდი", - ამბობდა კენისონი ევერესტის ლაშქრობამდე.

"ჯეისონი ყველაზე მამაცი ადამიანი იყო, რომელსაც ვიცნობდით. მას თავგადასავლები უყვარდა. ის ყოველთვის მოგვენატრება", - ამბობემ გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა