მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარად ჭაბუკი ლევან აბაშიძე - სოხუმში 1992 წლის 6 სექტემბერს ჩაფრინდა, იმავე საღამოს საბრძოლო პოზიციაზე გავიდა... 7-ში ხელყუმბარის აფეთქებას სამნი შეეწირნენ...
მარად ჭაბუკი ლევან აბაშიძე - სოხუმში 1992 წლის 6 სექტემბერს ჩაფრინდა, იმავე საღამოს საბრძოლო პოზიციაზე გავიდა... 7-ში ხელყუმბარის აფეთქებას სამნი შეეწირნენ...

22 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი ლე­ვან აბა­ში­ძის და­ბა­დე­ბის დღეა, მა­რად ჭა­ბუ­კად დარ­ჩე­ნილ მსა­ხი­ობს 60 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

  • გთა­ვა­ზობთ ანა კა­ლან­და­ძის სტა­ტი­ას ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან:

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი. რუ­სე­თის მიერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ო­დი. 1992 წელს ერ­თდრო­უ­ლად სამ ფილმში იღე­ბენ, მაგ­რამ გული ვერ და­უ­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან უყ­ვარს, ახლა არ "ეკი­ნო­ე­ბა". ერთ-ერთი გა­და­ღე­ბა ბა­თუმ­ში და­ი­ნიშ­ნა. თბი­ლის­ში 5 სექ­ტემ­ბერს დაბ­რუნ­და და მე­ო­რე დღეს უკვე თბი­ლი­სი და­ტო­ვა.

შუ­ა­დღე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­და­სუ­ლი იყო, როცა სო­ხუმ­ში ჩაფ­რინ­და. იმა­ვე სა­ღა­მოს გა­ვიდ­ნენ პო­ზი­ცი­ა­ზე და 7 სექ­ტემ­ბერ­საც ბრძო­ლის ველ­ზე ერ­თად არი­ან: სულ­ხან სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, გია ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ლე­ვან აბა­ში­ძე. "ლი­მონ­კას" გია გა­და­ე­ფა­რა, რომ მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლე ეხ­სნა, მაგ­რამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ იმ დღეს სამი ბიჭი იმ­სხვერ­პლა, მხო­ლოდ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დარ­ჩა ცო­ცხა­ლი...

მსა­ხი­ო­ბი ომში წას­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­ი­ღუ­პა. მისი მე­გო­ბა­რი იხ­სე­ნებ­და:

“მას პირ­ვე­ლად ეჭი­რა ცხოვ­რე­ბა­ში ავ­ტო­მა­ტი და პირ­ვე­ლად იყო ომში. ლე­ვა­ნი თა­ვი­სი ნე­ბით წა­ვი­და აფხა­ზეთ­ში, რად­გან მი­იჩ­ნევ­და, რომ უსა­მარ­თლო­ბა იყო მას ვარ­სკვლა­ვის ცხვრე­ბით ეცხოვ­რა, როცა მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი სამ­შობ­ლო­სათ­ვის იღუ­პე­ბოდ­ნენ!”

ლე­ვან აბა­ში­ძე 29 წლის იყო, ზემო ეშე­რას­თან რომ და­ი­ღუ­პა. აფხა­ზეთ­თან ერ­თად და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბა მთელ­მა ერმა და­ი­ტი­რა.

ლე­ვან აბა­ში­ძის მშობ­ლე­ბი, მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლი და აგი აბა­ში­ძე, თბი­ლის­ში სი­ლა­მა­ზით გან­თქმუ­ლი წყვი­ლი იყო. ლე­ვან აბა­ში­ძე ერეკ­ლე II-ის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი იყო - თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის შტო­დან. 1987 წელს ფრან­გულ­მა პრე­სამ კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მი­მო­ხილ­ვა­ში მარ­ლონ ბრან­დოს შე­ა­და­რა...

"გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი მოვ­ხვდი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ნაც­ნო­ბო­ბით". ვმე­გობ­რობ­დი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ქა­ლიშ­ვილ­თან, ნუცა ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილ­თან. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა იღებ­და ფილ­მს "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე".

ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შე­ვას­რუ­ლე მთა­ვა­რი გმი­რის შვი­ლის როლი. ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი კინო, რო­მე­ლიც თე­ატრთან ერ­თად ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩვენს ოჯახ­ში. თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხო­ლოდ პა­პაა - სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე, დიდი თე­ატ­რის მხატ­ვა­რი. ბავ­შვო­ბა­ში მე­ხან­ძრე­ო­ბა მინ­დო­და, რად­გან სა­ხან­ძროს­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ექი­მო­ბა მო­მინ­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ამ დრო­ის­თვის გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ცხე­ნოს­ნო­ბით, მო­ტო­ციკ­ლით, თხი­ლა­მუ­რე­ბით და ხში­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დამ­ტვრე­უ­ლი ვხვდე­ბო­დი.

სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი. მე გან­გე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მას­თან მოვ­ხვდი. მთე­ლი კურ­სი თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით. ბა­ტო­ნი მიშა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში გვა­თა­მა­შებ­და. უკვე მე­ო­რე კურ­სზე შე­ვას­რუ­ლე მთა­ვა­რი როლი სპექ­ტაკლში "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი"... - ყვე­ბო­და ლე­ვა­ნი ერთ-ერთ ინ­ტრე­ვი­უ­ში.

  • "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი" 1983 წელს და­იდ­გა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე გოგი გე­გეჭ­კო­რი იყო. სპექ­ტაკლში ნეს­ტან გე­ლო­ვა­ნის როლს ნინო ბურ­დუ­ლი ას­რუ­ლებ­და, ხოლო გი­ორ­გი ალა­ვი­ძი­სას - ლე­ვან აბა­ში­ძე.

თე­ატ­რში დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ეს მისი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­უს­ვე­ნარ ნა­ტუ­რას გული ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად კი­ნოს­კენ მი­უ­წევ­და. სულ 15 ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მომ­დევ­ნო სა­მის გა­და­ღე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო შუა გზა­ზე გა­ჩერ­და. რამ­დე­ნი­მე თვე­ში იმ სა­მი­დან მხო­ლოდ ერ­თის დას­რუ­ლე­ბა მო­ხერ­ხდა. "არა, მე­გო­ბა­რო", გიო მგე­ლა­ძის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის. დრა­მამ არა­ერ­თი ფეს­ტი­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა.

  • "არა, მე­გო­ბა­რო" ლე­ვან აბა­ში­ძის უკა­ნას­კნე­ლი როლი გა­მო­დის, სა­დაც გიო მგე­ლა­ძის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით შექ­მნილ ფილმში ლე­ვა­ნის პერ­სო­ნა­ჟი იღუ­პე­ბო­და...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რდა იყო და პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, პირ­ვე­ლი­დან ბოლო რო­ლამ­დე მისი თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი სა­ოც­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რია და ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ნიშ­ნებს ვერ იპო­ვით.რთუ­ლია გა­მო­ყო, რო­მე­ლი ფილ­მით და­ა­მახ­სოვ­რდა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა ორ სუ­რათს ალ­ბათ ყვე­ლა და­ა­სა­ხე­ლებს. "ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა" გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ის ფილ­მია, რო­მელ­შიც ლე­ვან აბა­ში­ძე 21 წლი­საა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის "ფეს­ვე­ბი".

ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ზე უპირ­ვე­ლე­სად დოდო აბა­ში­ძი­სა და ლე­ვან აბა­ძი­შის დუ­ე­ტი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. სუ­ლი­კო ჟღენ­ტის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით შექ­მნილ სუ­რათს გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტულს ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლის მუ­სი­კა ხდის და ალ­ბათ, ვერ იპო­ვით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც "ფეს­ვე­ბის" ფი­ნა­ლურ კადრზე ერთხელ მა­ინც არ ეტი­როს.

თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, მა­შინ ასე­თებ­ზე იცოდ­ნენ თქმა: "კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი­აო" და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და გა­რეგ­ნო­ბის კაცი ქა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბით იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. ბევრ გო­გოს მოს­წონ­და უბან­ში, სა­მე­გობ­რო წრე­ში, სა­ნაც­ნო­ბო­სა და თე­ატ­რა­ლურ­ში. ალ­ბათ, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბა, რომ მისი თა­ო­ბის მან­დი­ლოს­ნებ­ში ის იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და ქუ­ჩა­ში გავ­ლი­სას არა­სო­დეს რჩე­ბო­და ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე.

რო­მა­ნიც მრავ­ლად იყო, ზოგი ხან­მოკ­ლე, ზო­გიც- გრძე­ლი. ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მის­მა ბოლო რო­მან­მა გას­ტა­ნა, რო­მე­ლიც მოლ­და­ველ გო­გო­ნას­თან აკავ­ში­რებ­და. მიკა შემ­თხვე­ვით გა­იც­ნო, ერთ წვი­მი­ან დღეს, ქუ­ჩა­ში. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და.

18 წლის მიკა თბი­ლის­ში სწავ­ლობ­და, თე­ატ­რა­ლურ­ში. 26 წლის ლე­ვა­ნი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ფილმში და ერთ-ორად ჰქონ­და გაზ­რდი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა. ერთ დღე­საც ლე­ვან­მა მიკა სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და და­ტო­ვა. წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

რო­მან­ტი­კუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რჩე­ულ ქალს ყვა­ვი­ლე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლით და რაც მთა­ვა­რია, ყუ­რა­დღე­ბი­თა და სით­ბო­თი ანე­ბივ­რებ­და. ასე მი­ი­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის ოთხი წელი. აფხა­ზეთ­ში რომ წა­ვი­და, იმ დროს მიკა კი­ში­ნი­ოვ­ში იყო. მათ ერ­თმა­ნე­თის ვერც ნახ­ვა შეძ­ლეს და ვერც დამ­შვი­დო­ბე­ბა.

ლე­ვა­ნი თბი­ლის­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს, პა­ნაშ­ვი­დებს ჩა­მო­უს­წრო და დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, მიკა თბი­ლის­ში აღარ დარ­ჩე­ნი­ლა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. დღემ­დე თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს, ფო­ტო­სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Blind pew
0

ნათელში ამყოფოს ყველა სამშობლოს შეწირული ქართველი!

999
1

მორალისტიბად არ ჩამითვალოთ, უბრალოდ ერთი შედარება მინდა გავაკეთო. გეგა კობახიძე და ლევან აბაშიძე,ორივე ერთი თაობის, ქართული კინოს ვარსკვლავია, ერი რომლის "მეინსტრიმშიც" კობახიძის რომანტიზირება ხდება, თეატრალურ დადგმებს და რომანებს უძღვნიან და აბაშიძის ნაირი ადამიანის უგულვებელყოფა ხდება, სერიოზულად არის აცდენილი განვითარების რელსებს.

დღევანდელ დღესაც გვეტყობა, აზროვნება და ღირებულებების შექმნა არ შეგვიძლია.არ ვიცით მტრის და მოყვარის გარჩევა, არც ალტრუიზმის და ეგოიზმის გარჩევა ვიცით.ყოფილი ერი ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მარად ჭაბუკი ლევან აბაშიძე - სოხუმში 1992 წლის 6 სექტემბერს ჩაფრინდა, იმავე საღამოს საბრძოლო პოზიციაზე გავიდა... 7-ში ხელყუმბარის აფეთქებას სამნი შეეწირნენ...

მარად ჭაბუკი ლევან აბაშიძე - სოხუმში 1992 წლის 6 სექტემბერს ჩაფრინდა, იმავე საღამოს საბრძოლო პოზიციაზე გავიდა... 7-ში ხელყუმბარის აფეთქებას სამნი შეეწირნენ...

22 მაისი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ლევან აბაშიძის დაბადების დღეა, მარად ჭაბუკად დარჩენილ მსახიობს 60 წელი შეუსრულდებოდა...

  • გთავაზობთ ანა კალანდაძის სტატიას ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან:

გასული საუკუნის 90-იანი წლები. რუსეთის მიერ წაქეზებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ''ეკინოება''. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა.

შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ''ლიმონკას'' გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი...

მსახიობი ომში წასვლის პირველივე დღეს დაიღუპა. მისი მეგობარი იხსენებდა:

“მას პირველად ეჭირა ცხოვრებაში ავტომატი და პირველად იყო ომში. ლევანი თავისი ნებით წავიდა აფხაზეთში, რადგან მიიჩნევდა, რომ უსამართლობა იყო მას ვარსკვლავის ცხვრებით ეცხოვრა, როცა მისი თანამემამულეები სამშობლოსათვის იღუპებოდნენ!”

ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო - თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა...

''გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''.

ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა - სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.

საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... - ყვებოდა ლევანი ერთ-ერთ ინტრევიუში.

  • ''ჩვენი პატარა ქალაქი'' 1983 წელს დაიდგა, მიხეილ თუმანიშვილის თანაშემწე გოგი გეგეჭკორი იყო. სპექტაკლში ნესტან გელოვანის როლს ნინო ბურდული ასრულებდა, ხოლო გიორგი ალავიძისას - ლევან აბაშიძე.

თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მოუსვენარ ნატურას გული ყოველთვის უფრო მეტად კინოსკენ მიუწევდა. სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. რამდენიმე თვეში იმ სამიდან მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა. ''არა, მეგობარო'', გიო მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა.

  • ''არა, მეგობარო'' ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი გამოდის, სადაც გიო მგელაძის სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმში ლევანის პერსონაჟი იღუპებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და პროფესიული თვალსაზრისით დიდი გამოცდილების მიღების საშუალება არ მიეცა, პირველიდან ბოლო როლამდე მისი თითოეული პერსონაჟი საოცრად ნატურალურია და ხელოვნურობის ნიშნებს ვერ იპოვით.რთულია გამოყო, რომელი ფილმით დაამახსოვრდა ყველაზე მეტად საზოგადოებას, თუმცა ორ სურათს ალბათ ყველა დაასახელებს. ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'' გიორგი შენგელაიას ის ფილმია, რომელშიც ლევან აბაშიძე 21 წლისაა, ხოლო მოგვიანებით ეკრანებზე გამოდის გუგული მგელაძის ''ფესვები''.

ფილმი საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ცხოვრებაზე უპირველესად დოდო აბაშიძისა და ლევან აბაძიშის დუეტითაა გამორჩეული. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილ სურათს განსაკუთრებით დრამატულს ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა ხდის და ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ''ფესვების'' ფინალურ კადრზე ერთხელ მაინც არ ეტიროს.

თავაზიანი იყო, მაშინ ასეთებზე იცოდნენ თქმა: ''კარგი ოჯახის შვილიაო'' და გამორჩეული ხასიათისა და გარეგნობის კაცი ქალების ყურადღებით იყო განებივრებული. ბევრ გოგოს მოსწონდა უბანში, სამეგობრო წრეში, სანაცნობოსა და თეატრალურში. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ მისი თაობის მანდილოსნებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი და ქუჩაში გავლისას არასოდეს რჩებოდა ყურადღების გარეშე.

რომანიც მრავლად იყო, ზოგი ხანმოკლე, ზოგიც- გრძელი. ყველაზე დიდხანს მისმა ბოლო რომანმა გასტანა, რომელიც მოლდაველ გოგონასთან აკავშირებდა. მიკა შემთხვევით გაიცნო, ერთ წვიმიან დღეს, ქუჩაში. მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა.

18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში და ერთ-ორად ჰქონდა გაზრდილი პოპულარობა. ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო.

რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება.

ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ, მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს, ფოტოსესიებში მონაწილეობს...