რე|ბანკი Mastercard-თან ერთად მომხმარებლებს საინტერესო აქციას სთავაზობს, მათ ვინც ახლა აიღებს ტოპ|ქარდს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ აქცია, რომელიც გულისხმობს პირველ გადახდაზე 12-თვიან გადანაწილებას რე|ბანკის 3000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.
პარტნიორებთან მოიძებნება ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: მოგზაურობა და დასვენება, ჯანმრთელობა, სპორტი, თავის მოვლა, ტექნიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები, აქსესუარები, დეკორაციები, ავეჯი და სხვა.
აქციის მიზანია, მომხმარებლებმა შეძლონ იმ სურვილის ასრულება, რომელსაც გულში დიდიხანია ინახავენ.
აქცია დაიწყება 20 მაისს და გაგრძელდება 5 ივნისის ჩათვლით.
ბარათის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე https://rbnk.ge/3pG1q8j ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში:
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.
რე|ბანკს უკვე 3,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
NS