მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა - "შენ ნული ხარ..."
პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა - "შენ ნული ხარ..."

"შენ ნული ხარ", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ეთე­რი­დან რუს­მა პუ­ტი­ნის­ტმა მომ­ღე­რალ­მა მაშა რას­პუ­ტი­ნამ ალა პუ­გა­ჩო­ვას. მისი თქმით, თვი­თონ უფრო ნი­ჭი­ე­რი იყო ყო­ველ­თვის, ვიდ­რე ალა.

რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მომ­ღე­რალს იმ დღეს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე უნდა ესა­უბ­რა, მაგ­რამ არ და­ა­ვი­წყდა მთა­ვა­რი მე­ტო­ქის პუ­გა­ჩო­ვას ხსე­ნე­ბა. მე­დი­ა­ში აქამ­დეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­დნენ, რომ რას­პუ­ტი­ნას და პრი­მა­დო­ნას შო­რის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრო­ბა იყო. ახლა ომის მი­მართ პუ­გა­ჩო­ვას კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რას­პუ­ტი­ნას მისი გა­ლან­ძღვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

"პრი­მა­დო­ნე­ბი, დე­დოფ­ლე­ბი, პრინ­ცე­სე­ბი, იმ­პე­რატ­რი­ცე­ბი - მინ­და გი­თხრა, რომ ნა­გა­ვი ხარ. შენ ნული ხარ", - გა­ნა­ცხა­და რას­პუ­ტი­ნამ პუ­გა­ჩო­ვას მი­სა­მარ­თით.

მისი მტკი­ცე­ბით, ის უფრო ნი­ჭი­ე­რია, ვიდ­რე პუ­გა­ჩო­ვა. რას­პუ­ტი­ნას თქმით, მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა აქვს.

"მე მაქვს უნი­კა­ლუ­რი ხმა, ვფლობ სიმ­ღე­რის რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კას, პუ­გა­ჩო­ვა კი მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მღე­რის. ხმა, არ­ტის­ტუ­ლო­ბა, გა­რეგ­ნო­ბა - ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", - დას­ძი­ნა პუ­ტი­ნის­ტმა.

მაშა რას­პუ­ტი­ნა პუ­ტი­ნის­ტია, მას არა­სო­დეს და­უგ­მია კრემ­ლის რე­ჟი­მი. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში მან ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სრულ­მას­შტა­ბი­ან ომზე, თუმ­ცა რას­პუ­ტი­ნამ მხო­ლოდ იმა­ზე და­ი­ჩივ­ლა, რომ ვერ მო­ი­ნა­ხუ­ლა დე­დის საფ­ლა­ვი, რო­მე­ლიც დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ონ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალ­მა დაგ­მო ის რუ­სე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის ფონ­ზე. რას­პუ­ტი­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის დახ­ვრე­ტის­კენ" მო­უ­წო­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
7

ორთავე ურდო ხართ, გადაშენდით!

აკო
2

ალა გენიოსია ❤️ მაშა ბო.ი

ავტორი:

პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა - "შენ ნული ხარ..."

პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა - "შენ ნული ხარ..."

"შენ ნული ხარ", - ამ სიტყვებით მიმართა ეთერიდან რუსმა პუტინისტმა მომღერალმა მაშა რასპუტინამ ალა პუგაჩოვას. მისი თქმით, თვითონ უფრო ნიჭიერი იყო ყოველთვის, ვიდრე ალა.

რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, მომღერალს იმ დღეს საკუთარ დაბადების დღეზე უნდა ესაუბრა, მაგრამ არ დაავიწყდა მთავარი მეტოქის პუგაჩოვას ხსენება. მედიაში აქამდეც წლების განმავლობაში წერდნენ, რომ რასპუტინას და პრიმადონას შორის დაუძინებელი მტრობა იყო. ახლა ომის მიმართ პუგაჩოვას კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რასპუტინას მისი გალანძღვის კარგი საშუალება მიეცა.

"პრიმადონები, დედოფლები, პრინცესები, იმპერატრიცები - მინდა გითხრა, რომ ნაგავი ხარ. შენ ნული ხარ", - განაცხადა რასპუტინამ პუგაჩოვას მისამართით.

მისი მტკიცებით, ის უფრო ნიჭიერია, ვიდრე პუგაჩოვა. რასპუტინას თქმით, მას სრულიად განსხვავებული ხმა აქვს.

"მე მაქვს უნიკალური ხმა, ვფლობ სიმღერის რამდენიმე ტექნიკას, პუგაჩოვა კი მხოლოდ ერთი მიმართულებით მღერის. ხმა, არტისტულობა, გარეგნობა - ყველაფერი განსხვავებულია", - დასძინა პუტინისტმა.

მაშა რასპუტინა პუტინისტია, მას არასოდეს დაუგმია კრემლის რეჟიმი. 2022 წლის დეკემბერში მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომზე, თუმცა რასპუტინამ მხოლოდ იმაზე დაიჩივლა, რომ ვერ მოინახულა დედის საფლავი, რომელიც დნეპროპეტროვსკის რეგიონშია დაკრძალული.

გარდა ამისა, მომღერალმა დაგმო ის რუსები, რომლებსაც არ სურთ რუსეთში ცხოვრება სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. რასპუტინამ ხელისუფლებას "მოღალატეების დახვრეტისკენ" მოუწოდა.

იხილეთ ასევე: