პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა რომ გარდამეცვალა, აღარაფერი მინდოდა. სოფიკო შემოვიდა და მითხრა: აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო..." - როგორ იხსენებს ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელს
"დედა რომ გარდამეცვალა, აღარაფერი მინდოდა. სოფიკო შემოვიდა და მითხრა: აბა,  ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო..." - როგორ იხსენებს ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელს

"ვერ წარ­მო­იდ­გენთ,სო­ფი­კომ რო­გორ გა­მო­მიყ­ვა­ნა რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა! ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა და ახ­ლაც სულ გა­მაჟ­რი­ა­ლა, თან ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, სო­ფი­კო­ზე სხვა­ნა­ი­რად სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. სო­ფი­კოს ამ­ქვეყ­ნად არ­ყოფ­ნას ვე­რაფ­რით ვეჩ­ვე­ვით. მე ახლა ჩემს თავ­ზე ვამ­ბობ, რომ სო­ფი­კო ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან არ წა­სუ­ლა!“ - ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს - სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს 21 მა­ისს, და­ბა­დე­ბი­დან 86 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და... ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დო­ფალ­მა - ნანი ბრეგ­ვა­ძემ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რას" გა­უ­ზი­ა­რა...

- ბავ­შვო­ბა­ში მე და ნინა ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი ვმე­გობ­რობ­დით და მახ­სოვს, სო­ფი­კო­ზე ორი­ვე ვგიჟ­დე­ბო­დით. მას ჯერ კი­დევ არ ვიც­ნობ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. მე პირ­ველ ქალ­თა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, სო­ფი­კო - სხვა­გან, მე­ხუ­თე ქალ­თა სკო­ლა­ში. იქ უკვე იგ­რძნო­ბო­და მისი ლი­დე­რო­ბა. იგი ლი­დე­რი იყო თა­ვის მე­გობ­რებ­ში, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და შე­სამ­ჩნე­ვი.

- ლა­მა­ზი...

- არა, ლა­მაზს ვერ ვი­ტყო­დი... მას­თან სახ­ლში ამ­ხა­ნა­გე­ბი რომ მივ­დი­ო­დით, ხა­ლა­თით გვხვდე­ბო­და, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. სახ­ლში მა­კი­აჟს არა­სო­დეს იკე­თებ­და, არა­ნა­ირ აქ­სე­სუ­არს არ ატა­რებ­და, სრუ­ლი­ად უბ­რა­ლოდ იყო და ჩვენ თვალ­წინ რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნად ლა­მაზ­დე­ბო­და, ყვე­ლა მო­ხიბ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან დიდი ში­ნა­გა­ნი ძალა ჰქონ­და და ის ალა­მა­ზებ­და. არც ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა ლა­მა­ზი იყო, თუ - არა, იმ­დე­ნად დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო...

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე და ნინა მეს­ხიშ­ვი­ლი
სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე და ნინა მეს­ხიშ­ვი­ლი

სო­ფი­კო ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში რომ სწავ­ლობ­და, არა­ვინ ვი­ცო­დით, რა პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყვე­ბო­და... გი­ორ­გი ბა­კუ­რი­ან­ში იყო წა­სუ­ლი და რომ ჩა­მო­ვი­და, მე და ნი­ნას გვი­თხრა, სო­ფი­კო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარო. ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რა კარ­გია, სო­ფი­კოს და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი­თო. მარ­თლაც ასე მოხ­და. მა­შინ 14-15 წლის ვი­ყა­ვით და გავ­გიჟ­დი, სო­ფი­კო ახ­ლოს რომ გა­ვი­ცა­ნი. სო­ფი­კო ჩემი ფა­ვო­რი­ტი (არ მიყ­ვარს ეს სი­ტყვა, მაგ­რამ ასეა) იყო, ასე გა­მო­დი­ო­და... შემ­დეგ სო­ფი­კო მოს­კოვ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, გი­ორ­გიც იქ სწავ­ლობ­და და რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, უკვე ცოლ-ქმა­რი იყ­ვნენ. იმ დღი­დან და­წყე­ბუ­ლი, თით­ქმის სულ ერ­თად ვი­ყა­ვით.

სო­ფი­კოს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო შიგ­ნით ვერ იტევ­და ამ­დენს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, იმ­დე­ნად, რომ ვინც კი დავ­რჩით მისი მე­გობ­რე­ბი, სულ ვიხ­სე­ნებთ. ყვე­ლას­თან პირ­ვე­ლი იყო, კარ­გი რამ პირ­ვე­ლად მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

მე რომ დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად მო­ვეშ­ვი, აღარც კონ­ცერ­ტე­ბი, აღა­რა­ფე­რი მინ­დო­და... დიდი დრო გა­ვი­და, მა­შინ უკვე სო­ფი­კო და გი­ორ­გი ერ­თად აღარ იყ­ვნენ, სო­ფი­კო და კოტე მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და უნდა გე­ნა­ხათ, სო­ფი­კო რო­გორ შე­მო­ვი­და, - აბა, ახლა აეთ­რიე ამ სკა­მი­დან და შენი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეო...

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ გა­მო­მიყ­ვა­ნა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა! ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა, გე­უბ­ნე­ბით და ახ­ლაც სულ გა­მაჟ­რი­ა­ლა, თან ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, სო­ფი­კო­ზე სხვა­ნა­ი­რად სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია.

სო­ფი­კოს ამ­ქვეყ­ნად არ­ყოფ­ნას ვე­რაფ­რით ვეჩ­ვე­ვით. სო­ფი­კო ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან არ წა­სუ­ლა! არც არა­ვის ცხოვ­რე­ბი­დან... კი­დევ კარ­გი, რომ დარ­ჩა მისი ასე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მე­ბი, თით­ქოს აგერ ჩვენ­თა­ნაა.

სულ მაწ­ვა­ლებ­და, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი... სო­ფი­კო ფიქ­რის გო­რა­ზე ცხოვ­რობ­და, მე ზე­ვით - აბა­ში­ძე­ზე და და­მი­რე­კავ­და, გოგო, ჩა­მო­ეთ­რიე ახლა ქვე­ვი­თო... ძა­ლი­ან უნ­დო­და რომ მემ­ღე­რა, მივ­დი­ო­დი და სულ ვმღე­რო­დი იქ...

სო­ფი­კოს უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი - ნანა ავა­ლიშ­ვი­ლი, ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს. იქ რომ ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნო­დით. სო­ფი­კო იუ­მო­რით სავ­სე იყო, იმი­ტა­ცია უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე აჰ­ყავ­და... სო­ფი­კო უკვე ცუ­დად რომ იყო და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში იწვა, ნა­ნას ეძახ­და, მოდი, და­უ­კა­რიო... ნანა ხუმ­რობ­და, რა და­ვა­შა­ვეო, მი­დი­ო­და და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უკ­რავ­და. სო­ფი­კო მე­ო­რე ოთა­ხი­დან უს­მენ­და. ხალ­ხი რომ მო­დი­ო­და სა­ნა­ხა­ვად, ნანა თუ დაკ­ვრას შე­ა­ჩე­რებ­და, სო­ფი­კო თა­ვის ოთა­ხი­დან უყ­ვი­რო­და, რა­ტომ გა­ჩერ­დიო... ოღონდ სო­ფი­კო ამას კი არ ბრძა­ნებ­და, ძა­ლი­ან დიდი იუ­მო­რით ახერ­ხებ­და...

ჭამა უყ­ვარ­და. ერთხელ დი­ლის­კენ, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე მი­ვე­დი და სა­ო­ცა­რი სუფ­რა ჰქონ­და გაშ­ლი­ლი. ვკი­თხე, სტუმ­რებს ელი-მეთ­ქი და რას ამ­ბობ, ეს ჩემი სა­უზ­მე­აო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანის
28

სოფიკო არ იყო ლამაზი და შენ ხარ ლამაზიიი?ქურთის ქალს გავდი თავიდანვე და მერე და მერე ცოტა პლასტიკურებმა გიშველა-ესაა სიმართლე...

 

-
12

კარგით რა ქალბატონო ნანი, ახალგაზრდობაში სოფიკო სწორედაც რომ ლამაზი იყო, სიბერეში კი -- თქვენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"დედა რომ გარდამეცვალა, აღარაფერი მინდოდა. სოფიკო შემოვიდა და მითხრა: აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო..." - როგორ იხსენებს ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელს

"დედა რომ გარდამეცვალა, აღარაფერი მინდოდა. სოფიკო შემოვიდა და მითხრა: აბა,  ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო..." - როგორ იხსენებს ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელს

"ვერ წარმოიდგენთ,სოფიკომ როგორ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან, არასოდეს არ დამავიწყდება! ცხოვრებისკენ შემომაბრუნა და ახლაც სულ გამაჟრიალა, თან ცრემლები მახრჩობს, სოფიკოზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია. სოფიკოს ამქვეყნად არყოფნას ვერაფრით ვეჩვევით. მე ახლა ჩემს თავზე ვამბობ, რომ სოფიკო ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა!“ - ლეგენდარულ მსახიობს - სოფიკო ჭიაურელს 21 მაისს, დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდებოდა... ქართული სცენის დედოფალმა - ნანი ბრეგვაძემ უახლოესი მეგობრის შესახებ მოგონებები "კვირის პალიტრას" გაუზიარა...

- ბავშვობაში მე და ნინა ალექსი-მესხიშვილი ვმეგობრობდით და მახსოვს, სოფიკოზე ორივე ვგიჟდებოდით. მას ჯერ კიდევ არ ვიცნობდით, მაგრამ ძალიან გვიყვარდა. მე პირველ ქალთა სკოლაში ვსწავლობდი, სოფიკო - სხვაგან, მეხუთე ქალთა სკოლაში. იქ უკვე იგრძნობოდა მისი ლიდერობა. იგი ლიდერი იყო თავის მეგობრებში, ძალიან აქტიური და შესამჩნევი.

- ლამაზი...

- არა, ლამაზს ვერ ვიტყოდი... მასთან სახლში ამხანაგები რომ მივდიოდით, ხალათით გვხვდებოდა, თუმცა მაქსიმალურად მოწესრიგებული. სახლში მაკიაჟს არასოდეს იკეთებდა, არანაირ აქსესუარს არ ატარებდა, სრულიად უბრალოდ იყო და ჩვენ თვალწინ რაღაც დროის განმავლობაში იმდენად ლამაზდებოდა, ყველა მოხიბლულები ვიყავით. ძალიან დიდი შინაგანი ძალა ჰქონდა და ის ალამაზებდა. არც ჰქონდა მნიშვნელობა ლამაზი იყო, თუ - არა, იმდენად დიდი და საინტერესო ადამიანი იყო...

სოფიკო ჭიაურელი, ნანი ბრეგვაძე და ნინა მესხიშვილი
სოფიკო ჭიაურელი, ნანი ბრეგვაძე და ნინა მესხიშვილი

სოფიკო ჯერ კიდევ სკოლაში რომ სწავლობდა, არავინ ვიცოდით, რა პროფესიას გაჰყვებოდა... გიორგი ბაკურიანში იყო წასული და რომ ჩამოვიდა, მე და ნინას გვითხრა, სოფიკოზე შეყვარებული ვარო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რა კარგია, სოფიკოს დავუახლოვდებითო. მართლაც ასე მოხდა. მაშინ 14-15 წლის ვიყავით და გავგიჟდი, სოფიკო ახლოს რომ გავიცანი. სოფიკო ჩემი ფავორიტი (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ასეა) იყო, ასე გამოდიოდა... შემდეგ სოფიკო მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, გიორგიც იქ სწავლობდა და რომ ჩამოვიდნენ, უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ. იმ დღიდან დაწყებული, თითქმის სულ ერთად ვიყავით.

სოფიკოს შინაგანი სამყარო შიგნით ვერ იტევდა ამდენს. არაჩვეულებრივი პიროვნება, იმდენად, რომ ვინც კი დავრჩით მისი მეგობრები, სულ ვიხსენებთ. ყველასთან პირველი იყო, კარგი რამ პირველად მას უნდა გაეკეთებინა.

მე რომ დედა გარდამეცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი, იმდენად მოვეშვი, აღარც კონცერტები, აღარაფერი მინდოდა... დიდი დრო გავიდა, მაშინ უკვე სოფიკო და გიორგი ერთად აღარ იყვნენ, სოფიკო და კოტე მოვიდნენ ჩემთან და უნდა გენახათ, სოფიკო როგორ შემოვიდა, - აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო...

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამომიყვანა სიტუაციიდან, არასოდეს დამავიწყდება! ცხოვრებისკენ შემომაბრუნა, გეუბნებით და ახლაც სულ გამაჟრიალა, თან ცრემლები მახრჩობს, სოფიკოზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია.

სოფიკოს ამქვეყნად არყოფნას ვერაფრით ვეჩვევით. სოფიკო ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა! არც არავის ცხოვრებიდან... კიდევ კარგი, რომ დარჩა მისი ასეთი გენიალური ფილმები, თითქოს აგერ ჩვენთანაა.

სულ მაწვალებდა, ნამდვილად ძალიან ვუყვარდი... სოფიკო ფიქრის გორაზე ცხოვრობდა, მე ზევით - აბაშიძეზე და დამირეკავდა, გოგო, ჩამოეთრიე ახლა ქვევითო... ძალიან უნდოდა რომ მემღერა, მივდიოდი და სულ ვმღეროდი იქ...

სოფიკოს უახლოესი მეგობარია არაჩვეულებრივი - ნანა ავალიშვილი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. იქ რომ ვიყავით, ძალიან ბევრს ვიცინოდით. სოფიკო იუმორით სავსე იყო, იმიტაცია უმაღლეს საფეხურზე აჰყავდა... სოფიკო უკვე ცუდად რომ იყო და თავის საძინებელში იწვა, ნანას ეძახდა, მოდი, დაუკარიო... ნანა ხუმრობდა, რა დავაშავეო, მიდიოდა და დილიდან საღამომდე უკრავდა. სოფიკო მეორე ოთახიდან უსმენდა. ხალხი რომ მოდიოდა სანახავად, ნანა თუ დაკვრას შეაჩერებდა, სოფიკო თავის ოთახიდან უყვიროდა, რატომ გაჩერდიო... ოღონდ სოფიკო ამას კი არ ბრძანებდა, ძალიან დიდი იუმორით ახერხებდა...

ჭამა უყვარდა. ერთხელ დილისკენ, დაახლოებით 12 საათზე მივედი და საოცარი სუფრა ჰქონდა გაშლილი. ვკითხე, სტუმრებს ელი-მეთქი და რას ამბობ, ეს ჩემი საუზმეაო...განაგრძეთ კითხვა