ავტორი:

"ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე" - ელენე ხოშტარიას გზავნილი იზოლატორიდან

"ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე" - ელენე ხოშტარიას გზავნილი იზოლატორიდან

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დროს, თელავში დააკავეს, იზოლატორიდან განცხადებას ავრცელებს. ხოშტარიას მიმართვა "დროას" ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" ვრცელდება.

"ელენეს გზავნილი იზოლატორიდან:

1. ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე.

2. ყველა პოლიციელი, ვინც ძალადობდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებთან, არის მოძალადე და არღვევს კონსტიტუციას.

3. ყველა პოლიციელი, ვინც ადვოკატს არ უშვებს დაკავებულებთან არღვევს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ შევეწინააღმდეგე მათ. ასე იქნება ყოველთვის, როცა აქტივისტებზე იძალადებენ.

4. მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.