კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა: გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა" - ხაბეიშვილი
"რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა: გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა" - ხაბეიშვილი

საქ­მე გვაქვს რუ­სულ რე­ჟიმ­თან, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ტრი­უ­კი ჩა­ა­ტა­რა - გა­მო­ა­გო­რეს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მო­ა­ყო­ლეს ტყუ­ი­ლი, გა­ვი­და ეს ხალ­ხი და აღა­რაა სას­ტუმ­რო­შიო - ეს არის ტყუ­ი­ლი იმის გამო, რომ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი არ იყოს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ტუმ­რო “ყვარ­ლის ტბას­თან” გა­ნუ­ცხა­და.

ხა­ბე­იშ­ვილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა, რომ "ახლა დაღ­ლა და უი­მე­დო­ბა არ უნდა იყოს, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბა ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა”.

“ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე უყ­ვარს ხოლ­მე ღა­რი­ბაშ­ვილს, "რუ­სულ პარ­ტი­ას" სა­უ­ბა­რი - ჩვენ ტრა­დი­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვიყ­ვარს და ოჯა­ხის სიწ­მინ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­აო. ამა­სო­ბა­ში მთე­ლი დღე იცა­ვენ პუ­ტინს, ლავ­როვს, იმ ხალ­ხს, ვინც ოკუ­პა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს, ვინც მოგ­ვიკ­ლა ან­წუ­ხე­ლი­ძე, ოთხო­ზო­რია, უამ­რა­ვი გმი­რი ვაჟ­კა­ცი, ვინც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი და­ხო­ცა, ბავ­შვე­ბი აწა­მა - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს იცა­ვენ. ესე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი ზონ­დერე­ბი არი­ან. არ მინ­და ვთქვა, რომ ესე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან, ესე­ნი "ხა­რე­ბა - ზონ­დერ ბრი­გა­დაა”. წე­სი­ე­რი პო­ლი­ცი­ე­ლი ლავ­რო­ვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი შვი­ლის დაც­ვას არ იკად­რებს.

საქ­მე გვაქვს რუ­სულ რე­ჟიმ­თან, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ტრი­უ­კი ჩა­ა­ტა­რა - გა­მო­ა­გო­რეს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მო­ა­ყო­ლეს ტყუ­ი­ლი, გა­ვი­და ეს ხალ­ხი და აღა­რაა სას­ტუმ­რო­შიო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აქ ხართ და და­ი­ნა­ხეთ, რომ ვინ­მე გა­იყ­ვა­ნეს? ეს არის ტყუ­ი­ლი იმის გამო, რომ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი არ იყოს, პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნას ლავ­როვს და მისი ოჯა­ხის წევ­რებს, რომ კრემლს აჩ­ვე­ნონ რომ იცა­ვენ, იცა­ვენ ნიღ­ბი­ა­ნე­ბი, სპეც­რაზ­მი, ჩვენს ხალ­ხს რომ ავიწ­რო­ე­ბენ, უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს რომ ხო­ცა­ვენ და ჩვენც კარ­გი დღე არ დაგ­ვა­ყე­ნეს, სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი რომ არი­ან, აი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს იცა­ვენ.

ეს არის ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ლახ­ვა. მინ­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დო - არ უნდა იყოს დაღ­ლა, უი­მე­დო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა. ოღონდ ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია სჭირ­დე­ბა. რო­გორც გვჩ­ვე­ვია ქარ­თველ ხალ­ხს მძი­მე ის­ტო­რი­ულ პე­რი­ოდ­ში - მძი­მე ის­ტო­რი­უ­ლი პე­რი­ო­დია, რო­დე­საც რუ­სულ პარ­ტი­ას ამ ქვეყ­ნის რუ­სულ გუ­ბერ­ნი­ად უნდა გა­დაქ­ცე­ვა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% კი ურ­ყე­ვად ამ­ბობს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში უნდა”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის სი­ძის ძმის ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა და ოჯა­ხი გა­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან.პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სას­ტუმ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან მა­ინც რჩე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო “ყვარ­ლის ტბა­ზე” სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქორ­წი­ლის გა­დახ­დას დი­ლი­დან აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბეიშვილს!
0

ვაი, მართლა შენს პატრონს, გაუთლელო!

ხაბეს
0

რა მაგრად გვართობ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა: გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა" - ხაბეიშვილი

"რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა: გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა" - ხაბეიშვილი

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა - გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო - ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” განუცხადა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა, რომ "ახლა დაღლა და უიმედობა არ უნდა იყოს, რადგან გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”.

“ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე ღარიბაშვილს, "რუსულ პარტიას" საუბარი - ჩვენ ტრადიციები, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ოჯახის სიწმინდე მნიშვნელოვანიაო. ამასობაში მთელი დღე იცავენ პუტინს, ლავროვს, იმ ხალხს, ვინც ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ოთხოზორია, უამრავი გმირი ვაჟკაცი, ვინც ჩვენი მშობლები დახოცა, ბავშვები აწამა - ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. ესენი პოლიციელის ფორმაში გადაცმული ზონდერები არიან. არ მინდა ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან, ესენი "ხარება - ზონდერ ბრიგადაა”. წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს.

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა - გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ.

ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში - მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი გასულია საქართველოდან.პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიასთან მაინც რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ის მოქალაქეები, რომლებიც სასტუმრო “ყვარლის ტბაზე” სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გადახდას დილიდან აპროტესტებენ. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.