რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა, - “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელი სოციალურ ქსელში წერს.
"ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა! რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა!
თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას! ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, - წერს მელია.
წაიკითხეთ ასევე: