ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას გამოიწვევს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლების გამო საქართველოში დაწყებულ პროტესტს.
"ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას შეიწირავს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერზე“.