ავტორი:

"მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს" - თამაზ გაიაშვილი

"მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს" - თამაზ გაიაშვილი

მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის გაცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გააუმჯობესებს ბიზნესკლიმატს საქართველოსა და „მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“.

"ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“, - ნათქვამია გაიაშვილის გაცნხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.

წაიკითხეთ ასევე: