ავტორი:

"ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ... დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინეს და უარის თქმის საფუძველი არ იყო" - რას აცხადებენ "ქორწინების სახლში"?

"ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ... დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინეს და უარის თქმის საფუძველი არ იყო" - რას აცხადებენ "ქორწინების სახლში"?

თბილისში არსებული ქორწინების სახლის მენეჯერი ამბობს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ სანქცირებულ რუს მოქალაქეებს აქორწინებდნენ.

მისივე თქმით, წყვილმა დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინა და უარის თქმის საფუძველიც არ არსებობდა.

"რასაკვირველია, არ ვიცოდით ვის ქორწინებას ვაფორმებდით. რუსულს პასპორტს ბევრი წარადგენს ხოლმე, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველები და უკრაინელებიც. ასე რომ რუსული პასპორტი მგონი დისკრიმინაცია არ არის.

ქორწინების რეგისტრაციამდე საჭიროა მოგვმართოთ მაქსიმუმ, ორი თვით ადრე. მათ დოკუმენტაცია სრულყოფილად წარმოადგინეს და შესაბამისად, უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. პლიუს, ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ. ქორწინება დახურული არ იყო, შეგიძლიათ ამოიღოთ კამერების ჩანაწერებიც. პირადი დაცვა, ან ვინმე მსგავსი არ ახლდათ. იყვნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები". - განუცხადეს "ტვ პირველს" ქორწინების სახლში.

  • ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

წაიკითხეთ ასევე: