სასტუმრო "ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. (წაიკითხეთ: როგორია ვითარება "ყვარლის ტბასთან" - "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები)
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.
წაიკითხეთ ასევე: