მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ტყუილია" - "ახაშენი ღვინის კურორტი და სპა"
"ინფორმაცია სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ტყუილია" - "ახაშენი ღვინის კურორტი და სპა"

"ახა­შე­ნი ღვი­ნის კუ­რორ­ტსა და სპა" გავ­რცე­ლე­ბულ ინორ­მა­ცი­ას, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სრრ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა­სა და სა­ქორ­წი­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უწო­დებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სას­ტუმ­რო "ახა­შე­ნი ღვი­ნის კუ­რორ­ტსა და სპას" ლავ­რო­ვის გვა­რით და­ჯავ­შნი­ლი სტუ­მა­რი არ ჰყავს.

"ვა­ცხა­დებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენს სას­ტუმ­რო­ში ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა­სა და სა­ქორ­წი­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ტყუ­ი­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, სას­ტუმ­რო გან­მარ­ტავს, რომ მათი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის სტუმ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სტუმ­რებს მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან.

"სას­ტუმ­როს მი­მართ აგო­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე, სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტოთ:

ჩვენ მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­მა­რი გვყავს და ცხა­დია, ვემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლას, ვინც სას­ტუმ­რო­ში ვი­ზიტს ჯავ­შნის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის მო­ვახ­დი­ნოთ სტუმ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სას­ტუმ­როს ამის არც რე­სურ­სი და არც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცია არ და ვერ იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის ვი­ზი­ტის მი­ზან­თან ან მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქვე ვა­ცხა­დებთ, სას­ტუმ­რო­ში არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არც ხვა­ლის­თვის იგეგ­მე­ბა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის კად­რე­ბი ჩვენს სას­ტუმ­რო­ში არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

მო­გი­წო­დებთ, თავი შე­ი­კა­ვოთ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ში“ იმ­ყო­ფე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძეს, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას ექ­ნე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
2

ლავროვის შვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მერე რა?

g
3

მიხალკოვის შვილის ქორწილიც კახეთში გადაიხადეს მიშას დროს...არა მგონია ვცდებოდე...ლიაკა ხოშტარიანი ცოცხალი ოყო მაგ დროს ნეტა?)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ინფორმაცია სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ტყუილია" - "ახაშენი ღვინის კურორტი და სპა"

"ინფორმაცია სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ტყუილია" - "ახაშენი ღვინის კურორტი და სპა"

"ახაშენი ღვინის კურორტსა და სპა" გავრცელებულ ინორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სრრგეი ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით და დეზინფორმაციას უწოდებს.

განცხადების თანახმად, სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს.

"ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, სასტუმრო განმარტავს, რომ მათი პრეროგატივა არ არის სტუმრების იდენტიფიცირება და ემსახურებიან სტუმრებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

"სასტუმროს მიმართ აგორებული დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ:

ჩვენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი გვყავს და ცხადია, ვემსახურებით ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აქვე ვაცხადებთ, სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც ხვალისთვის იგეგმება. მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული.

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

წაიკითხეთ ასევე: