Arenanpoli-ს ინფორმაციით, იტალიური "ნაპოლის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, "ინტერთან" დაპირისპირება გამოტოვოს.
მიზეზი კი ისაა, რომ"კვარამ" გუშინ ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, დღეს კი საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთო და მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა.
ხვიჩას იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელებას მოახერხებს და "ინტერთან" ითამაშებს, თუმცა ყველაფერი უშუალოდ მატჩამდე გადაწყდება.
"ნაპოლისა" და "ინტერის" შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება. sportall.ge