დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს მშობლები გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებიან.
შეხვედრა უწყებაში შექმნილ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველ საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს.
გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე გარდაცვლილი გოგონას მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.