ავტორი:

რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რუსი თვითმფინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ჩამოფრინდა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან ამის გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრებს საპროტესტო ბანერებით შეხვდნენ. აეროპორტთან, სადაც საპროტეტსო აქცია მიმდინაროებს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული - შეიმჩნევა პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. რკინის ბარიკადებით გადაკეტელია აერპორტამდე მისასვლელიც.

მოხდა აქციის მონაწილებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე შეხლა-შემოლა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ტერიტორიიდან გაიყვანეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ.