ავტორი:

"ქოლ-ცენტრის“ "ჩადების“ სპეცოპერაცია ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ“ - თავისი "ქოლ-ცენტრი“ "ჩაგვიდო“ ჩვენ" - პაატა მანჯგალაძე

"ქოლ-ცენტრის“ "ჩადების“ სპეცოპერაცია ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ“ - თავისი "ქოლ-ცენტრი“ "ჩაგვიდო“ ჩვენ" - პაატა მანჯგალაძე

"ქოლ-ცენტრის“ "ჩადების“ სპეცოპერაცია ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ“, თავისი "ქოლ-ცენტრი“ "ჩაგვიდო“ ჩვენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.

მანჯგალაძის თქმით, თუ არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მათ აქვთ დოკუმენტები, რომელიც გადაეცემა მედიას.

"ახლა რასაც უმრავლესობის მხრიდან ვხედავ, მიზანმიმართულად ხდება, რომ შექმნან აჟიოტაჟი, თითქოს არ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნა და თითქოს ოპოზიციაში რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს. არანაირი კითხვის ნიშანი ოპოზიციაში არ არსებობს და განსაკუთრებით "სტრატეგიასთან“ და გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით. მივმართავ მოქალაქეებს - თქვენ გაგიგიათ, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციების დროს ადამიანებს "ჩაუდეს“ იარაღი, ნარკოტიკი, მაგრამ "ქოლ-ცენტრის“ "ჩადების“ სპეცოპერაცია წარმოგიდგენიათ?! "ქოლ-ცენტრის“ "ჩადების“ სპეცოპერაცია ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ“ - თავისი "ქოლ-ცენტრი“ "ჩაგვიდეს“ ჩვენ. აქ ზის ის ადამიანი, ვისიც იყო "ქოლ-ცენტრი“, რომელიც გიორგი ვაშაძის ძმის სასტუმროს ზემოთ ფართში 2 კვირით დაარეგისტრირეს. ეს არის სინამდვილეში, ამისთვის შექმნეს ეს ილუზია, ყველაფერი მოიგონეს, ოპერატიული ლეგენდა, მაგრამ არ გამოგივიდათ. სალუქვაძე, 1000-ლარიანი ექსპერტი ჰყავთ ამათ დაქირავებული, რომელმაც 2 დღით ადრე დაიწყო ლაპარაკი, რომ ვაშაძეს აქვს "ქოლ-ცენტრი. ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით, რა "ქოლ-ცენტრი“, რას მოიგონებენ ახლა ნეტა-თქო, ერთმანეთს ვეხუმრებოდით. თუ არ შევქმნით საგამოძიებო კომისიას, ჩვენ რა დოკუმენტებიც გვაქვს, მედიას გადაეცემა და თქვენ უფრო მეტს ნახავთ. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაქვს ინფორმაცია და ეთერში ნახავთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.