მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?
რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?

მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სი ნომ­რით AZO-851 თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. აე­რო­პორტთან, სა­დაც საპ­რო­ტეტ­სო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რო­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი - შე­იმ­ჩნე­ვა პო­ლი­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზე­ბაა. რკი­ნის ბა­რი­კა­დე­ბით გა­და­კე­ტე­ლია აერ­პორ­ტამ­დე მი­სას­ვლე­ლიც.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აე­რო­პორ­ტის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

რო­გორც პარ­ტია “ხალ­ხის­თვის” ლი­დერ­მა ანა დო­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის სხვა რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია აე­რო­პორ­ტის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე ისა­უბ­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ვაჟა სი­რა­ძე­მაც.

"სა­დაც არის აქ­ცია და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, იმის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­თვის იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გილ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია”, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

საპ­რო­ტეტ­სოდ შეკ­რე­ბი­ლი მო­ქალ­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სიმ­ბო­ლუ­რია პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი, რაც რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ გიგა ოთ­ზო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის დღეს და­ემ­თხვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 10 მა­ისს მო­ა­წე­რა ხელი დო­კუ­მენტს, რომ­ლი­თაც გა­უქ­მდა სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა, რო­მე­ლიც 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან მოქ­მე­დებ­და. პუ­ტი­ნის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე შე­ვი­და. იმა­ვე დღეს გა­მო­ი­ცა პუ­ტი­ნის მე­ო­რე ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბაც, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 15 მა­ი­სი­დან მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უვი­ზოდ, 90 დღემ­დე ვა­დით ჩა­ვიდ­ნენ რუ­სეთ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?

რუსული თვითმფრინავი რეისის ნომრით AZO-851 თბილისში დაეშვა - რა ხდება აეროპორტში?

მოსკოვი-თბილისის რეისი ნომრით AZO-851 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტთან, სადაც საპროტეტსო აქცია მიმდინაროებს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული - შეიმჩნევა პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. რკინის ბარიკადებით გადაკეტელია აერპორტამდე მისასვლელიც.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შესვლას აკონტროლებენ.

როგორც პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხვა რეისით ჩამოფრინდა საქართველოში და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია აეროპორტის შიდა ტერიტორიაზეც არის მობილიზებული.

საპატრულო პოლიციის მობილიზებაზე ისაუბრა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემაც.

"სადაც არის აქცია დაანონსებული, იმის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ყოველთვის იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპროტეტსოდ შეკრებილი მოქალქეები ამბობენ, რომ სიმბოლურია პირველი რუსული რეისის შესრულების თარიღი, რაც რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთზოზორიას მკვლელობის დღეს დაემთხვა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

იხილეთ ასევე: