მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის  პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ამას დასჭირდება წლები“ - ირაკლი ღარიბაშვილი
"რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის  პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ამას დასჭირდება წლები“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვე­ნი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დიდი იდე­ის მიღ­წე­ვა­ზე, ყვე­ლა ეს ნა­ბი­ჯი გვა­ახ­ლო­ებს ჩვენს სა­ერ­თო, დიდ ეროვ­ნულ მი­ზან­თან, რაც არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ეს არის ჩვე­ნი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო, სწო­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ად­გილ­ზე კაფ­სუ­ლის ჩა­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სეთ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას საფრ­თხე არ შე­ექ­მნე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვის­მენს და მინ­და კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნო ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რო­გო­რი ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მოქ­მე­დებს სრუ­ლი­ად გა­კოტ­რე­ბუ­ლი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი ოპო­ზი­ცია. მე მინ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ხოშ­ტა­რი­ას ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი იყო, ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს, სა­დაც იგი პი­რა­დად ლო­ბი­რებ­და ფრე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც, უვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და, ასე­ვე, სა­უბ­რობ­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რუ­სეთ­თან და ა.შ. იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ბე­ლა­დი სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დად ხვდე­ბო­და რუს ტუ­რის­ტებს სა­ზღვარ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ურ­ცხვად ატყუ­ე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ანუ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­საც ეტყვი­ან უნდა და­ი­ჯე­რონ, ეს არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. აი, ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ისი­ნი დღეს და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან ხელ­მო­ცა­რუ­ლი ოპო­ზი­ცია. რაც იყო მათ­თვის და­საშ­ვე­ბი, თურ­მე დღეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი, სად არის ლო­გი­კა. ე.ი ჩვე­ნი ომის შემ­დეგ, სა­დაც ჩვე­ნი გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, ათი­ა­თა­სო­ბის დევ­ნი­ლი მი­ვი­ღეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიგ­ნით, ჯერ კა­პი­ტუ­ლან­ტურ რე­ზო­ლუ­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის გუნ­დის წევ­რებს. გახ­სოვთ, რომ არა­ვი­თა­რი კამ­პა­ნია არ უწარ­მო­ე­ბი­ათ არც სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე, არც რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა­ზე და ამის შემ­დეგ ჯერ გა­დას­ცეს სტრა­ტე­გი­უ­ლი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებს და შემ­დეგ ცალ­მხრი­ვად მო­უ­შა­ლეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და გახ­სნეს ფრე­ნე­ბი, ოღონდ ჩვე­ნი ომის შემ­დეგ. და დღეს გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არის ომი ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­ჩე­როთ, ჩვე­ნი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა გა­ვა­უ­ა­რე­სოთ და ეკო­ნო­მი­კა­ზე და ვაჭ­რო­ბა­ზე არ უნდა ვი­ფიქ­როთ. ჩვე­ნი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გათ­ვლი­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დიდი იდე­ის მიღ­წე­ვა­ზე, ყვე­ლა ეს ნა­ბი­ჯი გვა­ახ­ლო­ებს ჩვენს სა­ერ­თო, დიდ ეროვ­ნულ მი­ზან­თან, რაც არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ეს არის ჩვე­ნი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო, სწო­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა. ჩვენ რა­საც ვა­კე­თებთ ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ჩვე­ნი ომის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნენ და ჩვენ სის­ხლი დავღვა­რეთ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ნატო-ს მი­სი­ებ­ში - ავ­ღა­ნეთ­ში, ერაყ­ში, ყველ­გან ვი­ყა­ვით ღირ­სე­უ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სის­ხლი დავღვა­რეთ, სი­ცო­ცხლე გა­ვი­ღეთ, მი­ვი­ღეთ სა­ნაც­ვლოდ რა?! მი­ვი­ღეთ ის, რომ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ არა­ვის გა­და­უ­ხე­დავს რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კა, არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ შე­უ­ტა­ნი­ათ პო­ლი­ტი­კა­ში რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩემი მი­ზა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ბა და დაც­ვა და ქვეყ­ნის და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა.

ჩვენ საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად გან­ვმარ­ტეთ, რომ არ­ცერ­თი სან­ქცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და თვითმფრი­ნა­ვი არ იფ­რენს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია. მე მქონ­და ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებ­თან, ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და მე მათ ავუხ­სე­ნი, რომ ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, აქ ახა­ლი და უცხო არა­ფე­რი არ არის. მე გან­ვმარ­ტე, რომ ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი. ვი­საც არ უნდა, რომ ქვე­ყა­ნამ დაძ­ლი­ოს სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა, ვაჭ­რო­ბა, ეკო­ნო­მი­კა იყოს, ის არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტე­რი.

მთა­ვა­რია შე­დე­გი! ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ საქ­მე­ზე და საქ­მე არის ის, რომ რაც მე ჩა­მოვ­თვა­ლე ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, ყვე­ლა­ფე­რი არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ჩვენს ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­თა­ნაც, ამი­ტომ აქ კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს.

მე ვფიქ­რობ, რომ არას­წო­რად აკავ­ში­რებთ თუნ­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ვაჭ­რო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მი­მოს­ვლას და ა.შ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან. ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა. ჩვენ არა ერთხელ გვით­ქვამს, რომ რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბას, ეკო­ნო­მი­კას არ ვა­ჩე­რებთ, რად­გან ეს ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზი­ა­ნებს. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია, რა­შიც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მეტი არა­ვის არ გა­უ­კე­თე­ბია ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ ვინ­მემ რა­ი­მე შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, ეს მო­ი­ტა­ნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. ასო­ცი­რე­ბა, უვი­ზო რე­ჟი­მი, თქვენ, რომ გა­და­ად­გილ­დე­ბით თა­ვი­სუფ­ლად 100 ევ­როდ ევ­რო­პა­ში, ეს ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა. საფრ­თხე არა­ფერს არ შე­ექ­მნე­ბა, ჩვენ ყვე­ლა ნა­ბიჯს ვდგამთ სწო­რად. ჩვენ არ ვართ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა მე­გობ­რე­ბო, რომ და­ვე­მორ­ჩი­ლოთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კას, ჩვენ უნდა ვი­ყოთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა და დღეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვართ, ამას დას­ჭირ­დე­ბა წლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამოკოების ბიჭი
0

ნორჩი ლენინელი!!!!!

 

Qeto
3

საქართველო ნამდვილად იქნება ევროკავშირში შენი ნახირის გარეშე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის  პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ამას დასჭირდება წლები“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის  პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ამას დასჭირდება წლები“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეექმნება.

"საზოგადოება გვისმენს და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო, ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, უვიზო რეჟიმის გამართლებას ცდილობდა, ასევე, საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან და ა.შ. იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები ასე ურცხვად ატყუებენ საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, ანუ გვეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან უნდა დაიჯერონ, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა. ე.ი ჩვენი ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობის დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჯერ კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს. გახსოვთ, რომ არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესებაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული, ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები, ოღონდ ჩვენი ომის შემდეგ. და დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ და ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის.

დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში - ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი, სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ, მივიღეთ სანაცვლოდ რა?! მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკა, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყნის გადარჩება და დაცვა და ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია და თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მე მქონდა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი, აქ ახალი და უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

მთავარია შედეგი! ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქმეზე და საქმე არის ის, რომ რაც მე ჩამოვთვალე ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც, ამიტომ აქ კითხვები არ არსებობს.

მე ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ თუნდაც გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ“. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ, რომ გადაადგილდებით თავისუფლად 100 ევროდ ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის "ქართული ოცნების“ დამსახურება. საფრთხე არაფერს არ შეექმნება, ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დღეს ჯერჯერობით არ ვართ, ამას დასჭირდება წლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.