"რუსებს ჰგონიათ ტრიუკი ჩაატარეს და ადრე გამოფრინდენ..." - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო შეკრება ისედაც ადრე ჰქონდათ დანიშნული.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, დაახლოებით 1:30 საათზე დაეშვება. ფრენას რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" ახორციელებს.