მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)
ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)

შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვაჟა სი­რა­ძემ შიდა ქარ­თლში, კერ­ძოდ ქა­რელ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რეს.

და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ოჯა­ხებ­ში გო­მე­ლა­უ­რი და სი­რა­ძე სხვა ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქა­რელ­ში გუ­შინ მოხ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ომარ ქა­რე­ლი და ვანო ბა­სა­ნი­ძე და­ი­ღუპ­ნენ.

რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მან­ქა­ნით იყ­ვნენ გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რა დრო­საც თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხათ. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ის ორი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლი "გორ­მე­დის" ქსე­ლის ქა­რე­ლის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და. კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
0

ჩამოართვით მართვის უფლებააააააა

კარლიტო
3

🤔ვაფშე ეს ევროპული კანონები და ინტერგრაციები უფრო და უფრო ამძიმებს ქართული საზოგადოებრივ ცხოვრების რიტმს და ისე უნდა მოაწესრიგონ რომ კანონს რეპუტაცია არ შეელახოს,ეს საქართველოა და ევროპულო კანონები ბევრისთვის ტრაგედიის მომტანია,დასახვეწია და სერიოზულადაა გადასახედი რომ საქართველოში ცხოვრებას აზრი მაინც ქონდეს🤨

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)

ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს (ფოტო)

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შიდა ქართლში, კერძოდ ქარელში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი სამართალდამცავების ოჯახებს მიუსამძიმრეს.

დაღუპული პოლიციელების ოჯახებში გომელაური და სირაძე სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.

უბედური შემთხვევა ქარელში გუშინ მოხდა. ავარიის შედეგად პატრულის თანამშრომლები ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.

როგორც გაირკვა, ისინი სამსახურეობრივი მანქანით იყვნენ გაჩერებული, რა დროსაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახათ. შემთხვევის შედეგად პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. დამნაშავე მძღოლი "გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა. კლინიკის დატოვების შემდეგ პოლიციამ ის დააკავა.