საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოიყენოთ "ზელიონკა", ასპირინი და იბუპროფენი..." - როგორ მოვუაროთ ბავშვს "ჩუტყვავილას" დროს და რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში აღნიშნული დაავადება?
"არ გამოიყენოთ "ზელიონკა", ასპირინი და იბუპროფენი..." -  როგორ მოვუაროთ ბავშვს "ჩუტყვავილას" დროს და რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში აღნიშნული დაავადება?

რიგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩუ­ტყვა­ვი­ლით და ქუნთრუ­შით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა თა­მარ ობ­გა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მა­ტე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

პე­დი­ატ­რის გან­მარ­ტე­ბით, ჩუ­ტყვა­ვი­ლა გა­მოწ­ვე­უ­ლია ჰერ­პე­სის ჯგუ­ფის ვირუ­სით, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტი­პის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, ქა­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ქუნთრუ­შას, პე­დი­ატ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­მომ­წვე­ვია A-ჯგუ­ფის β-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კი, რო­მელ­საც ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დებ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს. (წა­ი­კი­თხეთ:პე­დი­ატ­რე­ბის აცხა­დე­ბენ, რომ რიგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩუ­ტყვა­ვი­ლით და ქუნთრუ­შით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და)

გუ­შინ გორ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ზაფ­რა და უამ­რა­ვი მშო­ბე­ლი დღეს ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­და. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ლენ­დარ­ში "ჩუ­ტყვა­ვი­ლა" არ შე­დის.

რა­ტომ არ შე­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ლენ­დარ­ში "ჩუ­ტყვა­ვი­ლა"?

ამა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებ­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე. მისი თქმით, ჩუ­ტყვა­ვი­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ამე­რი­კის გარ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ­სად არ არის, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც კი ეს კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნა არის მო­თხოვ­ნით და ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რებს.

"ეს არის ძა­ლი­ან სუს­ტი და­ა­ვა­დე­ბა და წლე­ბი ისე გა­დის, რომ მძი­მე შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცია რომ და­ი­წყოს ბავ­შვებ­ში, და­ა­ვა­დე­ბა მოზ­რდი­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ბევ­რი მძი­მე შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბა, რად­გან მა­შინ უნდა მო­ი­ნა­ხოს ყვე­ლა არა­ი­მუ­ნუ­რი მოზ­რდი­ლი და აიც­რას", - აცხა­დებ­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ბავ­შვს "ჩუ­ტყვა­ვი­ლას" დროს? (ექიმ არ­ჩილ მარ­შა­ნი­ას რჩე­ვე­ბი)

ეს არის მწვა­ვე, მარ­ტი­ვად გა­დამ­დე­ბი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­საძ­ლოა ახა­სი­ა­თებ­დეს ისე­თი მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, თა­ვის ტვი­ნის ან­თე­ბა, სეფ­სი­სი და სხვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ კა­ლენ­დარ­ში არ შე­დის, ამი­ტომ მისი პრე­ვენ­ცი­ის გზა პი­რად ჰი­გი­ე­ნა­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­გან დის­ტან­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე გა­დის.

ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს ჩუ­ტყვა­ვი­ლას:

  • სი­თხით სავ­სე ბუშ­ტუ­კე­ბი­ა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დზე და ზურ­გზე, შემ­დეგ კი ვრცელ­დე­ბა მთლი­ან სხე­ულ­ზე;
  • მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა;
  • დაღ­ლი­ლო­ბა;
  • მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა;
  • თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი.

რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, თუ ბავ­შვს აქვს ჩუ­ტყვა­ვი­ლა:

ბავ­შვი გყავ­დეთ სახ­ლში, სა­ნამ გა­მო­ნაყ­რის გავ­რცე­ლე­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა და არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი არ გა­ი­კე­თებს "ფუფხს", რათა შე­ვამ­ცი­როთ გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი. ამას და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა;

გა­ა­კე­თეთ კო­ლო­ი­დუ­რი შვრი­ის ფა­ფის აბა­ზა­ნა, ნელთბი­ლი (არა ცხე­ლი) წყლით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი, საჭ­მე­ლი შვრი­ის ფაფა არ გა­მოდ­გე­ბა, ამის­თვის სა­ჭი­როა წმინ­დად დაფ­ქუ­ლი, კო­ლო­ი­დუ­რი შვრი­ის ფხვნი­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ძი­ნოთ აფ­თი­აქ­ში ან ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ებ­ში;

არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე, ე.წ. ზე­ლი­ონ­კა;

კან­ზე გა­მო­ი­ყე­ნეთ კა­ლა­მი­ნის ლო­სი­ო­ნი, პეტ­რო­ლე­უმ ჯელი (თეთ­რი ვა­ზე­ლი­ნი) ან ქა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­სი­ო­ნი პარ­ფი­უ­მის გა­რე­შე (Frangrance-free / Perfume-free);

არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე;

ტემ­პე­რა­ტუ­რა მარ­თეთ პა­რა­ცე­ტა­მო­ლით (არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ას­პი­რი­ნი ან იბუპრო­ფე­ნი);

ქა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ურე­ცეპ­ტოდ გა­ყიდ­ვა­დი ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი (და­სა­ლე­ვი, არა კან­ზე წა­სას­მე­ლი), რო­მელ­საც გა­მო­ი­ყე­ნებთ ანო­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით;

ეცა­დეთ, ბავ­შვს არ ჰქონ­დეს გრძე­ლი ფრჩხი­ლე­ბი, ქა­ვი­ლი­სას მე­ო­რა­დი და­ზი­ა­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ნე­ბის­მი­ე­რი შე­კი­თხვის ან გარ­თუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ ექიმს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeti
0

ჩემს დროს ზელიონკას გვისმევდნენ მხოლოდ.ეხლა რაა შეცვლილი რომ ზელიონკა არ შეიძლება .ზემოთ ჩამოთვლილი მალამოებიდან რომელი იყო ამ დროს.არვიცი რას და ვის უნდა დაუჯერო

j
3

ჩუტყვავულაზე აცრა, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ყოველთვის სახადი იყო. მთავარი პრობლემა გამონაყარის კონტროლი იყო რომ ბავშვს ფხანისას არ გაეგიზიანებინა. ერთად-ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ გამოვიყენოთ ბრილიანტის მწვანე? წლების მანძილზე გამოიყენებოდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"არ გამოიყენოთ "ზელიონკა", ასპირინი და იბუპროფენი..." - როგორ მოვუაროთ ბავშვს "ჩუტყვავილას" დროს და რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში აღნიშნული დაავადება?

"არ გამოიყენოთ "ზელიონკა", ასპირინი და იბუპროფენი..." -  როგორ მოვუაროთ ბავშვს "ჩუტყვავილას" დროს და რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში აღნიშნული დაავადება?

რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა. მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განუცხადა, მატება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

პედიატრის განმარტებით, ჩუტყვავილა გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით, მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ტიპის, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი გამონაყარი, ქავილი და ტემპერატურა. რაც შეეხება ქუნთრუშას, პედიატრის ინფორმაციით, მისი გამომწვევია A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებლობა ახასიათებს. (წაიკითხეთ:პედიატრების აცხადებენ, რომ რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა)

გუშინ გორში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება გარკვეულწილად დაზაფრა და უამრავი მშობელი დღეს ჩუტყვავილას ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის კალენდარში "ჩუტყვავილა" არ შედის.

რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში "ჩუტყვავილა"?

ამაზე წლების განმავლობაში გარკვეულ განმარტებას აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. მისი თქმით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამერიკის გარდა სავალდებულო არსად არ არის, ევროპის ქვეყნებშიც კი ეს კონკრეტული ვაქცინა არის მოთხოვნით და ამის მიზეზი ის არის, რომ დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარებს.

"ეს არის ძალიან სუსტი დაავადება და წლები ისე გადის, რომ მძიმე შემთხვევა არ ფიქსირდება. ვაქცინაცია რომ დაიწყოს ბავშვებში, დაავადება მოზრდილებში გადაინაცვლებს და ბევრი მძიმე შემთხვევა გვექნება, რადგან მაშინ უნდა მოინახოს ყველა არაიმუნური მოზრდილი და აიცრას", - აცხადებდა პაატა იმნაძე.

როგორ მოვუაროთ ბავშვს "ჩუტყვავილას" დროს? (ექიმ არჩილ მარშანიას რჩევები)

ეს არის მწვავე, მარტივად გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ახასიათებდეს ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა კანისა და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები, თავის ტვინის ანთება, სეფსისი და სხვა.

სამწუხაროდ, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ეროვნულ კალენდარში არ შედის, ამიტომ მისი პრევენციის გზა პირად ჰიგიენასა და ინფიცირებულებისგან დისტანციის შენარჩუნებაზე გადის.

ძირითადი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ჩუტყვავილას:

  • სითხით სავსე ბუშტუკებიანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე, შემდეგ კი ვრცელდება მთლიან სხეულზე;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • დაღლილობა;
  • მადის დაქვეითება;
  • თავის ტკივილები.

რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში, თუ ბავშვს აქვს ჩუტყვავილა:

ბავშვი გყავდეთ სახლში, სანამ გამონაყრის გავრცელება არ შეჩერდება და არსებული გამონაყარი არ გაიკეთებს "ფუფხს", რათა შევამციროთ გავრცელების არეალი. ამას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება;

გააკეთეთ კოლოიდური შვრიის ფაფის აბაზანა, ნელთბილი (არა ცხელი) წყლით. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიაში ნაყიდი, საჭმელი შვრიის ფაფა არ გამოდგება, ამისთვის საჭიროა წმინდად დაფქული, კოლოიდური შვრიის ფხვნილი, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ აფთიაქში ან ონლაინ მაღაზიებში;

არ გამოიყენოთ ბრილიანტის მწვანე, ე.წ. ზელიონკა;

კანზე გამოიყენეთ კალამინის ლოსიონი, პეტროლეუმ ჯელი (თეთრი ვაზელინი) ან ქავილის საწინააღმდეგო ლოსიონი პარფიუმის გარეშე (Frangrance-free / Perfume-free);

არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ექიმის დანიშნულების გარეშე;

ტემპერატურა მართეთ პარაცეტამოლით (არ გამოიყენოთ ასპირინი ან იბუპროფენი);

ქავილის საწინააღმდეგოდ შესაძლოა გამოყენებული იყოს ურეცეპტოდ გაყიდვადი ანტიჰისტამინური მედიკამენტი (დასალევი, არა კანზე წასასმელი), რომელსაც გამოიყენებთ ანოტაციის მიხედვით;

ეცადეთ, ბავშვს არ ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, ქავილისას მეორადი დაზიანების პრევენციისთვის.

ნებისმიერი შეკითხვის ან გართულების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.