ექსპრეზიდენტ, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" განცხადება გამოქვეყნდა, სადაც სააკაშვილი ქართველებს მიმართავს:
":ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით.
ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.
უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო.
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ", - წერს სააკაშვილი.
არა და თურქებთან დალაგდი და სიმენსს გზა გადაუკეტე,რომელიც 24 გეიტიან აეროპრტს და 3000-მდე მანქანის სადგომს აშენებდა,უბრალოდ გერმანელებთან ატკატი არ იმუშავებდა!!ვისაც არ გჯერათ მოიძიეთ იმ დროინდელი ამბები...
მიშა, რადგან ძლივს სინანულზე ალაპარაკდი, ბარემ ჩამოწერე სია, რა გაქვს მოსანანიებელი კიდევ და რამდენი ადამიანის წინაშე გაქვს თავი დასახრელი!...
თუმცა, ესეც ფუჭი სიტყვებია, ფუჭად ,,გასროლილი", როგორც ყოველთვის, თორემ ყველაფერი რუსებს გადაეცი და ახლა აეროპორტებს დარდობ?!😏👎