ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.
კობახიძის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ტაში მოჰყვა.
"ბულინგზე ითქვა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ხმები გამოდიოდა კონკრეტული ოთახებიდან და არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო ის ხმები, რომელიც გამოდიოდა. როდესაც საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების გადანაწილება], ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე შეიძლება ამას კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ. ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“,- განაცხადა კობახიძემ.
ეს ჰაერზე ხშირად უნდა ასეირნონ ხოლმე. დაავიწყდა თვითონ როცა ენჯეოშნიკი იყო, ივანიშვილი და კალაძე სააკიანისგან იღებდნენ დავალებებს.
თუ ამ ,,პრინციპს განახორციელებთ, ანუ არცერთი მეცოცხე,, ქართულ რეალობაში, მე ვიქნები მარადჟამ თქვენი ამომრჩეველი. 👍 👍 👍