სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მმართველი პარტიისადმი ჩემს სიმპათიებს უკავშირდება" - ლაშა ბასლანძე წერს, რომ სტუდენტებს შორის, რომელთაც აშშ-ს საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, მისი შვილიც არის
"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მმართველი პარტიისადმი ჩემს სიმპათიებს უკავშირდება" - ლაშა ბასლანძე წერს, რომ სტუდენტებს შორის, რომელთაც აშშ-ს საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, მისი შვილიც არის

გუ­შინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­ჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მე­დი­ას­თან გა­იხ­სე­ნა ან­სამ­ბლ "მარ­თვეს“ შემ­თხვე­ვა, როცა 50 ბავ­შვს აშშ-ის სა­ელ­ჩომ ვი­ზე­ბი არ მის­ცა.

"არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩემი შვი­ლიც იყო თუ არა - თქვენ იმას ამ­ბობთ, რომ ჩემი შვი­ლის გამო 49 ბავ­შვი არ გა­უშ­ვეს ამე­რი­კა­ში? ეს სა­ერ­თოდ კა­ტას­ტრო­ფა ყო­ფი­ლა", - ასე უპა­სუ­ხა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც მას ჰკი­თხა, იყო თუ არა 50 ბავ­შვს შო­რის მისი შვი­ლიც.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც აშშ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­ა­ბა­რეს, ვი­ზე­ბი არ ჩა­ურ­ტყეს. პო­ლი­ტი­კოს­მა არ და­ა­დას­ტუ­რა, მათ შო­რის იყო თუ არა პრე­მი­ე­რის ვა­ჟიც, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ამე­რი­კის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა. თუმ­ცა მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი სტუ­დენ­ტი მისი კო­ლე­გა დე­პუ­ტა­ტის შვი­ლია.

ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის მე­უღ­ლეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ნახ­სე­ნებ სტუ­დენ­ტებს შო­რის მისი შვი­ლიც სა­უბ­რობს.

"ჩემს ელე­ნი­კო­ზეც ლა­პა­რა­კობს ირაკ­ლი. რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჰქონ­და და­ფი­ნან­სე­ბა და ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. მა­ნამ­დე ორ­ჯერ იყო ნამ­ყო­ფი აშშ-ში. გა­ე­როს მო­დე­ლი­რე­ბულ სხდო­მა­ზეც კი იყო ნიუ-იორკში და სი­ტყვით წარ­სდგა, მაგ­რამ დეგ­ნა­ნის კან­ტო­რამ გა­და­წყვი­ტა, რომ აი, ასე და­ვე­სა­ჯეთ..." - და­წე­რა ლაშა ბას­ლან­ძემ.

ელე­ნე ბას­ლან­ძემ შარ­შან ამე­რი­კის ერთ-ერთ ცნო­ბილ დრი­უს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც ნიუ-ჯერ­სი­ში მდე­ბა­რე­ობს, გო­გო­ნამ 80 000-დო­ლა­რი­ა­ნი გრან­ტი მი­ი­ღო. თუმ­ცა სა­ელ­ჩომ ვიზა არ მის­ცა.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ლა­შას და­უ­კავ­შირ­და. ჩვენს კი­თხვა­ზე, უკავ­ში­რებ­და თუ არა ელე­ნეს­თვის ნათ­ქვამ უარს, მის პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ამ­ბობს, რომ და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს იტყვის, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს. ლაშა წლე­ბია რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ღია მხარ­დამ­ჭე­რია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში"ჯი­დი­ეს­ში“ მუ­შა­ობ­და.

ლაშა ბას­ლან­ძე:

"დიახ, ელე­ნეს აშშ-ის სა­ელ­ჩომ ვიზა არ მის­ცა და მოხ­და ისე, რომ ერთი წელი გა­უც­და. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რეთ, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეცა­და ბედი. ეს­პა­ნეთ­ში გავ­გზავ­ნეთ სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ მოგ­ვე­წო­ნა. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და მას შემ­დეგ სახ­ლშია. დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა, ისე ინერ­ვი­უ­ლა. ახლა არ ვიცი, რას ვი­ზამთ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მა­ნამ­დე ბავ­შვი ორ­ჯერ იყო ამე­რი­კა­ში ნამ­ყო­ფი და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნია.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ამე­რი­კა, ნიუ-იორ­კი ჩემი ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქია და ძა­ლი­ან არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ელე­ნეს­თვის ვი­ზა­ზე უა­რის თქმა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სად­მი ჩემს პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კამ­პუ­სის ფუ­ლიც კი გა­ხა­დი­ლი მქონ­და.

ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, დი­ღომ­ში ვცხოვ­რობ და იმა­საც კი ვფიქ­რობ­დი, რომ კონ­სულს სახ­ლთან დავ­ხვედ­რო­დი და მე­კი­თხა, ასე რა­ტომ მოხ­და. ელე­ნეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამა­ზე ჰქონ­და აწყო­ბი­ლი, ძა­ლი­ან უნ­დო­და ამე­რი­კა­ში სწავ­ლა".

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

არაუშავრს.თქვენი მთავრობის არჩევანი რუსეთი და ჩინეთია,ასე რომ მანდ გაუშვით სასწავლებლად👌

ოთარი
2

მოსკოვი და ლომონოსოვის უნივერსიტეტი რატომ არ უნდა? თურმე ბოვშს ამერიკა ნაყვარება მამა კი ამერიკას უგინებს! ეს როგორაა? ბოვშს უყვარს და მამას არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მმართველი პარტიისადმი ჩემს სიმპათიებს უკავშირდება" - ლაშა ბასლანძე წერს, რომ სტუდენტებს შორის, რომელთაც აშშ-ს საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, მისი შვილიც არის

"არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მმართველი პარტიისადმი ჩემს სიმპათიებს უკავშირდება" - ლაშა ბასლანძე წერს, რომ სტუდენტებს შორის, რომელთაც აშშ-ს საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, მისი შვილიც არის

გუშინ, "ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან გაიხსენა ანსამბლ "მართვეს“ შემთხვევა, როცა 50 ბავშვს აშშ-ის საელჩომ ვიზები არ მისცა.

"არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილიც იყო თუ არა - თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში? ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა", - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, იყო თუ არა 50 ბავშვს შორის მისი შვილიც.

კობახიძის განცხადებით, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც სტუდენტებს, რომლებმაც აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩააბარეს, ვიზები არ ჩაურტყეს. პოლიტიკოსმა არ დაადასტურა, მათ შორის იყო თუ არა პრემიერის ვაჟიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცა მედიასთან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სტუდენტი მისი კოლეგა დეპუტატის შვილია.

ტელეპროდიუსერი ლაშა ბასლანძე, რომელიც მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლეა, სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი კობახიძის ნახსენებ სტუდენტებს შორის მისი შვილიც საუბრობს.

"ჩემს ელენიკოზეც ლაპარაკობს ირაკლი. რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი აშშ-ში. გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ-იორკში და სიტყვით წარსდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა, რომ აი, ასე დავესაჯეთ..." - დაწერა ლაშა ბასლანძემ.

ელენე ბასლანძემ შარშან ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ დრიუს უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, გოგონამ 80 000-დოლარიანი გრანტი მიიღო. თუმცა საელჩომ ვიზა არ მისცა.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE ლაშას დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, უკავშირებდა თუ არა ელენესთვის ნათქვამ უარს, მის პოლიტიკურ აქტივობას, ამბობს, რომ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს. ლაშა წლებია რაც "ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერია და წლების განმავლობაში"ჯიდიესში“ მუშაობდა.

ლაშა ბასლანძე:

"დიახ, ელენეს აშშ-ის საელჩომ ვიზა არ მისცა და მოხდა ისე, რომ ერთი წელი გაუცდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი. ესპანეთში გავგზავნეთ სასწავლებლად, მაგრამ უნივერსიტეტი არ მოგვეწონა. ჩამოვიყვანე და მას შემდეგ სახლშია. დეპრესია დაემართა, ისე ინერვიულა. ახლა არ ვიცი, რას ვიზამთ. თავიდან მეგონა, მანამდე ბავშვი ორჯერ იყო ამერიკაში ნამყოფი და არანაირი პრობლემა არ შექმნია.

ძალიან მიყვარს ამერიკა, ნიუ-იორკი ჩემი ოცნების ქალაქია და ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ელენესთვის ვიზაზე უარის თქმა მმართველი პარტიისადმი ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირდება. წარმოიდგინეთ, კამპუსის ფულიც კი გახადილი მქონდა.

ძალიან ვინერვიულე, დიღომში ვცხოვრობ და იმასაც კი ვფიქრობდი, რომ კონსულს სახლთან დავხვედროდი და მეკითხა, ასე რატომ მოხდა. ელენეს მთელი ცხოვრება ამაზე ჰქონდა აწყობილი, ძალიან უნდოდა ამერიკაში სწავლა".