სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული შოუ" - ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია
"ქართული შოუ" - ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია

თუ ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაც­ნო­ბა ან მისი სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბით ტკბო­ბა გსურთ, მა­შინ ამის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სულ მალე მო­გე­ცე­მათ. მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე „თე­ატ­რი“ სტუმ­რებს ახალ და უნი­კა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას სთა­ვა­ზობს. „ქარ­თუ­ლი შოუ“ – ასე ჰქვია დად­გმას, რო­მე­ლიც წამ­ყვა­ნი არ­ტის­ტე­ბი­სა და „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რას გა­ა­ცო­ცხლებს.

შო­უ­ზე ცო­ცხლად გაჟ­ღერ­დე­ბა „შენ ხარ ვე­ნა­ხი“, „ჩაკ­რუ­ლო“, „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“, „მუ­ხამ­ბა­ზი“ და სხვა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი და კლა­სი­კუ­რი სიმ­ღე­რე­ბი. ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ კი, „თე­ატ­რის“ სივ­რცე­ში სტუმ­რებს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს წა­რუდ­გენს. დად­გმის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო მწე­რა­ლი აკა მორ­ჩი­ლა­ძეც და ტექ­სტე­ბი „ქარ­თუ­ლი შო­უს­თვის“ სა­გან­გე­ბოდ შექ­მნა. წარ­მოდ­გე­ნა აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით გა­ფორმ­დე­ბა, რაც კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­დავს გახ­დის სა­ნა­ხა­ო­ბას.

„თე­ატ­რის“ კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობთ, სტუმ­რებს წარ­ვუდ­გი­ნოთ ის, რაც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და იდენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს ხაზი გას­დევს ყვე­ლა ჩვენს დად­გმას, მი­უ­ხე­და­ვად ჟან­რი­სა. „ქარ­თუ­ლი შოუ“ კი ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას – ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, ფოლკ­ლორს, მრა­ვალ­ხმი­ან სიმ­ღე­რებს, კლა­სი­კურ მუ­სი­კა­სა თუ სა­მოსს ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ახ­ლე­ბუ­რად ჰყვე­ბა.

„ქარ­თუ­ლი შოუ“ გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა დად­გმის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, რად­გან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. წარ­მოდ­გე­ნის სრულ­ყო­ფა­ში საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის „თე­ატ­რში“ არ­სე­ბულ უახ­ლეს ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­საც“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და „ქარ­თუ­ლი შოუს“ დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

„თე­ატ­რში“, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, სტუმ­რებს გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ვახ­შმით, წა­რუდ­გე­ნენ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებ­სა და ავ­თენ­ტურ გე­მო­ებს.

„ქარ­თულ შო­უ­ში“ ვახ­შამს ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა აქვს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­ფა­სოვ­ნად გაც­ნო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კერ­ძე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ დღის­თვის სა­გან­გე­ბოდ შე­ირ­ჩე­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე სახე მი­ე­ცე­მა“, – გვი­თხრა „თე­ატ­რის“ ბრენდ-შეფ­მა, ალექს ნა­თა­ძემ.

„თე­ატ­რის“ ახა­ლი წარ­მოდ­გე­ნა „ქარ­თუ­ლი შოუ“ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის გა­ეც­ნონ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, მის კულ­ტუ­რულ და გას­ტრო­ნო­მი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და შე­იგ­რძნონ ად­გი­ლობ­რი­ვი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. შოუ გულ­გრილს ვერც ქარ­თველ სტუმ­რებს და­ტო­ვებს, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე აუ­დიო-ვი­დეო გრა­ფი­კუ­ლი გა­ფორ­მე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ახ­ლე­ბურ და უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას გვპირ­დე­ბა.

„ქარ­თუ­ლი შოუს“ პრე­მი­ე­რა 6 ივ­ნისს შედ­გე­ბა და მას შემ­დეგ, ყო­ველ სამ­შა­ბათს „თე­ატ­რი“ სტუმ­რებს ამ უნი­კა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას შეს­თა­ვა­ზებს. ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­და­დით ბმულ­ზე, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის კი, ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ფე­ის­ბუქ გვერდს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ქართული შოუ" - ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია

"ქართული შოუ" - ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია

თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სულ მალე მოგეცემათ. მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ სტუმრებს ახალ და უნიკალურ წარმოდგენას სთავაზობს. „ქართული შოუ“ – ასე ჰქვია დადგმას, რომელიც წამყვანი არტისტებისა და „სუხიშვილების“ მონაწილეობით, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.

შოუზე ცოცხლად გაჟღერდება „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მუხამბაზი“ და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კი, „თეატრის“ სივრცეში სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს. დადგმის პროცესში ჩაერთო მწერალი აკა მორჩილაძეც და ტექსტები „ქართული შოუსთვის“ საგანგებოდ შექმნა. წარმოდგენა აუდიოვიზუალური ინსტალაციებით გაფორმდება, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის სანახაობას.

„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. „ქართული შოუ“ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას – ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება.

„ქართული შოუ“ გამორჩეული იქნება დადგმის მაღალი ხარისხით, რადგან მასში მონაწილეობენ ქართული კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები. წარმოდგენის სრულყოფაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის „თეატრში“ არსებულ უახლეს ტექნიკურ აღჭურვილობასაც“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ქართული შოუს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

„თეატრში“, ტრადიციისამებრ, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან გასტრონომიული ვახშმით, წარუდგენენ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებსა და ავთენტურ გემოებს.

„ქართულ შოუში“ ვახშამს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის უნიკალური სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია. კერძები, ტრადიციულად, ამ დღისთვის საგანგებოდ შეირჩევა და თანამედროვე სახე მიეცემა“, – გვითხრა „თეატრის“ ბრენდ-შეფმა, ალექს ნათაძემ.

„თეატრის“ ახალი წარმოდგენა „ქართული შოუ“ საუკეთესო საშუალება იქნება უცხოელი სტუმრებისთვის გაეცნონ ქვეყნის ისტორიას, მის კულტურულ და გასტრონომიულ მემკვიდრეობას და შეიგრძნონ ადგილობრივი ფასეულობები. შოუ გულგრილს ვერც ქართველ სტუმრებს დატოვებს, რადგან განსხვავებული ფორმატი და თანამედროვე აუდიო-ვიდეო გრაფიკული გაფორმება, საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის ახლებურ და უნიკალურ გამოცდილებას გვპირდება.

„ქართული შოუს“ პრემიერა 6 ივნისს შედგება და მას შემდეგ, ყოველ სამშაბათს „თეატრი“ სტუმრებს ამ უნიკალურ სანახაობას შესთავაზებს. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე, დეტალური ინფორმაციისთვის კი, ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

NS